„თიბისი კაპიტალის“  კვლევის მიხედვით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარმა 2026 წლის პირველ კვარტალში ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, იანვარ-მარტში ბინების გაყიდვების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა, რაც ბაზარზე მოთხოვნის სტაბილურად მაღალ დონეზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 8%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების მატებას, ნაწილობრივ, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტების მიწოდების ზრდა განაპირობებს.

„თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, საერთაშორისო საკურორტო ქალაქებთან შედარებისას ბათუმი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ბაზრად რჩება. კვლევის ავტორების თქმით, ქალაქი გამოირჩევა როგორც შედარებით დაბალი ფასებით, ისე მაღალი ამონაგების პოტენციალით, რაც უძრავი ქონების ღირებულების შემდგომი ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

კვლევაში ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა საკურორტო ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე (2026 წლის აპრილის მონაცემებით):

  • ნიცა — 7 594 დოლარი;

  • იბიცა — 7 284 დოლარი;

  • სპლიტი — 7 167 დოლარი;

  • მაიამი — 6 810 დოლარი;

  • ფუკეტი — 3 684 დოლარი;

  • ტელემი — 3 321 დოლარი;

  • რიო-დე-ჟანეირო — 3 296 დოლარი;

  • ვარნა — 3 262 დოლარი;

  • კონსტანცა — 2 563 დოლარი;

  • ანტალია — 2 271 დოლარი;

  • ბათუმი — 1 496 დოლარი კვადრატულ მეტრზე.

კვლევა აჩვენებს, რომ ჩამოთვლილ საკურორტო ქალაქებს შორის ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი ყველაზე დაბალია, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტორებისთვის ქალაქის მიმზიდველობას ზრდის.