SOCAR Tower-ში  ღონისძიება SOCAR ის "მწვანე ობლიგაციების" ბაქოს საფონდო ბირჟაზე (BSE) განთავსების აღსანიშნავად გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, SOCAR-ის ზედამხედველთა საბჭოს თავმჯდომარე მიკაილ ჯაბბაროვი, SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი, ასევე BSE-ის, NDC-ის, ბანკების, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მომხსენებლებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის სტრატეგიულ მიზნებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს, გლობალურად მზარდი განახლებადი ენერგიის მოთხოვნისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მზარდი მნიშვნელობის ფონზე. აღინიშნა SOCAR-ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განახლებადი ენერგიის მიმართულებით და განსაკუთრებით გაესვა ხაზი "მწვანე ობლიგაციების" მნიშვნელობას შიდა კაპიტალის ბაზარზე ინოვაციებისა და ეფექტიანობის წახალისებაში, კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრაში.