დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-12-06 21:00:51

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. საპენსიო სააგენტოს ფონდის პირდაპირი ინვესტიციები დაუშვებელია, კანონიერი რომც იყოს

ახლახანს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპენსიო სააგენტოს საინვსტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური შესაძლოა ლობირებდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა კანონმა დაუშვას საპენსიო ფონდის პირდაპირი (არასაჯარო) ინვესტიციები საწარმოებში და პროექტებში, როგორც პირდაპირი სესხების, ასევე პირდპირი წილობრივი მონაწილეობის საშუალებით.

 

 

2. ბიზნესი გაზრდილი ტარიფების პირისპირ - ხარჯთან ერთად პროდუქტის ფასიც მოიმატებს

საქართველოში ენერგომატარებლების ტარიფის ზრდამ ადგილობრივ წარმოებას ფინანსური პრობლემა შეუქმნა. სამეწარმეო ბიზნესში ფასის კორექტირების შესაძლებლობებს განიხილავენ და აცხადებენ, რომ გაზრდილი ხარჯის გამო საქმიანობის გაგრძელება მომდევნო წლიდან გაუჭირდებათ.

 

 

3. 2017 წლის ყველაზე მაღალ ფასად განხორციელებული პრივატიზება წარუმატებელი აღმოჩნდა

მაშინ, როცა ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ხოლო ბიზნესი მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისგან თავს იკავებს, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაპაუზებულია.

 


4. გაძვირების ნაცვლად თხილი მოულოდნელად გაიაფდა


დასავლეთ საქართველოში თხილი ერთბაშად 1 ლარით გაიაფდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გლეხებს მოსავლის გაყიდვა 4-5 ლარის ფარგლებში შეეძლოთ. მწარმოებლები თხილის 8-9 ლარამდე გაძვირებასაც ელოდნენ, ტენდენცია სექტემბერ ოქტომბერში გრძელდებოდა და ფასმა 6-ლარიან ნიშნულს გადააბიჯა, თუმცა მოულოდნელად თხილი ისევ გაიაფდა.

 

 

5. თურნავა - „ინტერ რაოსთან“ დავა სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან“ დავა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე.

 

 

6. აუდიტის სამსახური: პრივატიზაციის პროცესში საჯარო ინტერესის გათვალისწინება არ ხდებოდა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად 2017-2018 წლებში საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ ქონების გადაცემის პროცესმა დარღვევებით ჩაიარა.

 

 

7. საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება

2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება და ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

 

8. ბაბკო - პანდემიის დროს დაწყებული ქართული ბრენდის წარმატების ფორმულა

Babko (ბაბკო) სტარტაპია, რომელმაც სულ მცირე ხანში უამრავი ქართველი მომხმარებლის გული მოიგო და მამაკაცის სამოსის ქართულ ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავა.

 

 

9. რძის პროდუქტების ინდუსტრია ყველაზე დიდ გამოწვევად ინფლაციას ასახელებს

„სანტეს“ გენერალური დირექტორის ერეკლე გამყრელიძის განმარტებით, რძის პროდუქტების ინდუსტრიის ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიო ინფლაციაა.

 

 

10. ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო დატესტეს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის  სათხილამურო  სეზონზე ვიზიტორებს ახალ  ინფრასტრუქტურას დაახვედრებს სვანეთში. ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა გრძელდება, ჯერ ისევ შეფუთულ გონდოლებს სატესტო შემოწმება უკვე ჩაუტარდა.  ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი „თეთნულდი ჰაწვალი“ ავრცელებს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up