თურნავა - „ინტერ რაოსთან“ დავა სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება

თურნავა - „ინტერ რაოსთან“ დავა სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება

access_time2021-12-06 13:28:19

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, როგორც არ უნდა დასრულდეს „ინტერ რაოსთან“ დავა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე.



ამის შესახებ მან მთავრობის ორშაბათის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.




„წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება, შეთანხმება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2007, 2011 წელს გარკვეული ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე არის დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის „თელასმაც“ უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით. 2014 წელს ის ტარიფები, რომელიც სემეკმა დაადგინა, ჩვენი აზრით, იყო აბსოლუტურად ობიექტური, გამჭვირვალე მეთოდოლოგია და იმაზე უფრო მაღალი ტარიფის დადგენა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ რაო“ ამას მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენი მყარი პოზიცია ამ სასამართლოს დროს, რომელიც მიმდინარეობდა 6-7 წელიწადი, ყოველთვის იყო, რომ ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რა ნაწილსაც ითხოვდა „ინტერ რაო“. ყოველთვის ჩვენ ასეთ დროს მომხმარებლების ინტერესებიდან ამოვდივართ. მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. საბოლოო ჯამში, არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა, მოითხოვა, რასაც აყენებდა „ინტერ რაო“, 200 მილიონზე მეტს აყენებდნენ და 80 მილიონი არის დადასტურებული და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე“, - განაცხადა თურნავამ.



საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან, საარბიტრაჟო დავა წააგო. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.



საქართველოს მთავრობა ფაქტს ადასტურებს, თუმცა აზუსტებენ, რომ “ინტერ რაოს” მოთხოვნა (200 ათასი ლარი) არბიტრაჟმა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრდება სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up