გაძვირების ნაცვლად თხილი მოულოდნელად გაიაფდა

გაძვირების ნაცვლად თხილი მოულოდნელად გაიაფდა

access_time2021-12-06 13:00:51

დასავლეთ საქართველოში თხილი ერთბაშად 1 ლარით გაიაფდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გლეხებს მოსავლის გაყიდვა 4-5 ლარის ფარგლებში შეეძლოთ. მწარმოებლები თხილის 8-9 ლარამდე გაძვირებასაც ელოდნენ, ტენდენცია სექტემბერ ოქტომბერში გრძელდებოდა და ფასმა 6-ლარიან ნიშნულს გადააბიჯა, თუმცა მოულოდნელად თხილი ისევ გაიაფდა. ამ ეტაპზე 1 კგ. საშუალო ხარისხის თხილის ფასი საწყის ნიშნულს დაუბრუნდა და 4-4,50 ლარად იყიდება.



მართალია, მაღალი ხარისხის თხილი 6 ლარადაც არის შეფასებული, თუმცა ფერმერები ,,კომერსანტთან“ ამბობენ, რომ ამ ფასად თხილის გაყიდვა რეალურად წარმოუდგენელია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიზო ბესელიას თქმით,  წლევანდელი მოსავალი ხარისხის მკაცრ სტანდარტს რეალურად ვერ აკმაყოფილებს.



„ხარისხის მიხედვით თხილს ვყიდით 3-დან 4,50 ლარამდე, ასეთი იაფი მხოლოდ სეზონის დასაწყისში ღირდა, გაძვირებას ველოდით, მაგრამ პირიქით მოხდა. მაღალი ხარისხის თხილის ფასი 6 ლარია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი 10 გატეხილი თხილიდან 10-ვე საღია, ასეთი რამ შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით  ხარისხი  აშკარად გაუმჯობესებულია, 100%-ით სტანდარტს პროდუქტი ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს“, - ამბობს გიზო ბესელია ,,კომერსანტთან“.



თხილის გაიაფებას ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი თოდუა თურქეთის ფაქტორს უკავშირებს და დასძენს, რომ საფასო ცვლილება გლობალური ფაქტორით არის განპირობებული.




,,თურქეთი თხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიო ბაზარზე. წელს იქ განსაკუთრებით დიდი მოსავალია, დიდი მოსავალია ჩვენთანაც, თუმცა ფასების დაჭერა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე თხილის გულის ფასი 14,50 ლარია, 17 ლარამდეც ღირდა, შარშან ამ დროს ფასი 20 ლარს აღწევდა.  წელს  ფასი შემცირდა, თურქეთში მაღალი  ინფლაციაა, ჭარბი მოსავალი და ყველაფერი ეს ფასებზე აისახება. დღესდღეობით ჩვეულებრივი გაუტეხავი თხილის ფასიც შემცირდა და მაქსიმუმ 5,5-6 ლარია, მაგრამ ხარისხიდან გამომდინარე, ფერმერებს უფრო ნაკლებად უწევთ გაყიდვა“, - ამბობს თოდუა ,,კომერსანტთან“.



თხილის დაბალ ხარისხს იგი მოსავლის მოვლასთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირებს.



,,მთავრობის აქტიური აგროღონისძიებების მეშვეობით მავნებლის დიდი ნაწილი განადგურდა, რაც დიდი მიღწევაა. თუმცა ფერმერებმა შეამცირეს წამლობა, რაც მყისიერად აისახა ხარისხზე. ცალკე პრობლემა იყო მუშახელის სიმცირე, რის გამოც დროულად მოხერხდა თხილის აღება. არც საშრობი და შემნახველი ტექნიკაა ხელმისაწვდომი, ამ ყველაფერმა კი ხარისხი დააგდო. ჩვენ რეალურად ვერ ვუწევთ კონკურენციას თურქულ თხილს, რომლის მოსავლიანობა წელს საკმაოდ მაღალია და ხარისხითაც გამოირჩევა“, - ამბობს თოდუა.



რაც შეეხება თხილის ფასს გლობალურ ბაზრებზე, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 5.5 ამერიკული დოლარია.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 14.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ $66.8 მლნ შეადგინა.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up