2022 წელს საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება და ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებშიც გაიზრდება.
გარდა ამისა, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში.
„არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამში მშპ-ს 9,1 პროცენტს შეადგენს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენი დაპირება იყო, მომდევნო წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას დაახლოებით 10%-ის ოდენობით და ეს იქნება მზარდი, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, არამედ მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.