ბაბკო - პანდემიის დროს დაწყებული ქართული ბრენდის წარმატების ფორმულა

ბაბკო - პანდემიის დროს დაწყებული ქართული ბრენდის წარმატების ფორმულა

access_time2021-12-06 14:00:15

Babko (ბაბკო) სტარტაპია, რომელმაც სულ მცირე ხანში უამრავი ქართველი მომხმარებლის გული მოიგო და მამაკაცის სამოსის ქართულ ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავა. ბრენდი თებერვალში შეიქმნა, ხოლო უკვე მარტში მზა სამოსის ონლაინ გაყიდვაც დაიწყო.



ქართული კომპანიის პირველ ნაბიჯებზე ,,კომერსანტთან“  საუბრობს ,,ბაბკოს“ თანადამფუძნებელი, დიზაინერი ვასო შუკაკიძე. იგი ტანსაცმლის ბიზნესს გიორგი შუკაკიძესა და ლაშა ჩუთლაშვილთან ერთად უდგას სათავეში და  გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც პანდემიისას ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას და ახალი ბრენდის წარმატებას უკავშირდება.

 


,,საქმიანობა დავიწყეთ პანდემიის პერიოდში, თებერვალში ბრენდი შევქმენით და   პირველი სამოსი მომხმარებელს მარტში წარვუდგინეთ.  მაისურებით დავიწყეთ და თანდათან გავაფართოვეთ წარმოება, ამ ეტაპზე ვკერავთ ყველა სეზონის ტანსაცმელს,  დავამატეთ ქალისა და ბავშვის ხაზიც, უფრო გავფართოვდით, რაც მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.  გარდა იმისა, რომ ,,ბაბკო“ ქართულია,  ფასითა და ხარისხითაც დიდ ყურადღებას იქცევს. თამამად შეგვიძლია თქმა, რომ  ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულაც. წარმოების საწყის ეტაპზე ვაკვირდებოდით ქართულ ბაზარს, კონკურენტების საქმიანობას და ვხედავდით, რომ  მათ მიერ შექმნილი პროდუქცია საკმაოდ ძვირი იყო, რის გამოც  გადავწყვიტეთ, ჩვენი ტანსაცმელი მაქსიმალურად მოგვერგო სოციუმისთვის,  ხელმისაწვდომი ყოფილიყო და ხარისხიანი. დღესდღეობით ყველა მომხმარებელი კმაყოფილია“, - ამბობს ბასო შუკაკიძე ,,კომერსანტთან“.



მოთხოვნის ზრდასთან ერთად, არჩევანიც გაფართოვდა, ამ ეტაპზე ,,ბაბკოს“ ბრენდით იყიდება ქალის ტანსაცმელიც და მალე გაყიდვაში ბავშვის ხაზიც ჩაერთვება.




რაც შეეხება ფასს, როგორც დიზაინერი აღნიშნავს, 30 ლარიდან იწყება და 180 ლარამდეა.



მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარს აითვისებს, „ბაბკო“ პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანს. მწარმოებლებს დაგეგმილი აქვთ მაღაზიის გახსნა.



ბიზნესი მიმდინარე წლის დასაწყისში 3000 ლარით წამოიწყეს და დაახლოებით 2 წელიწადში ექნებათ საკუთარი მაღაზიაც, რომლის სავარაუდო საინვესტიციო კაპიტალი 30 000-40 000 ლარის ფარგლებშია.



გარდა მაღაზიისა, ,,ბაბკო“ საკუთარი ატელიეს გახსნასაც გეგმავს. ამ ეტაპზე მისი პარტნიორია  ატელიე  „NP Line“,  სადაც  ახალი ქართული ბრენდის სამოსი იკერება.



ვასო შუკაკიძის თქმით, წარმოების ზრდასთან ერთად გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობა და საწყის ეტაპზე დამატებით 6 ადამიანი დასაქმდება.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up