აუდიტის სამსახური: პრივატიზაციის პროცესში საჯარო ინტერესის გათვალისწინება არ ხდებოდა

აუდიტის სამსახური: პრივატიზაციის პროცესში საჯარო ინტერესის გათვალისწინება არ ხდებოდა

access_time2021-12-06 15:00:12

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად 2017-2018 წლებში საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ ქონების გადაცემის პროცესმა დარღვევებით ჩაიარა. საჭირო დროს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ვერ ხერხდებოდა, ქონების გადაცემისას არ ხდებოდა საჯარო ინტერესების გათვალისწინება, საინვესტიციო ვალდებულებები არასრულად ან არასწორად იყო განსაზღვრული,  დაფიქსირდა მინისტრის ბრძანების შეუსრულებლობის ფაქტიც.

 


დასკვნის მიხედვით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება საპრივატიზებო პირობებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც პრივატიზაციის პირობებით დადგენილი მიზნების შეუსრულებლობის რისკებს წარმოშობდა.

 


მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და გუდაურში სასტუმროების მშენებლობაზე მოთხოვნა მაღალია, ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონის მაგივრად პირდაპირი მიყიდვის გზას არჩევდა, რა დროსაც ზოგ შემთხვევაში გასაყიდი ფასი საბაზროს ჩამორჩებოდა.

 


განსახილველ პერიოდში ხელშეკრულებებში ვადებთან და პირგასამტეხლოებთან დაკავშირებით ჩანაწერები დეტალურად გაწერილი არ ყოფილა.

 


როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან ირკვევა ერთ შემთხვევაში სააგენტოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ იყო სრულყოფილი, რადგან განსაზღვრული არ იყო ვალდებულების შესრულების ვადები და ინვესტიციის მოცულობა. შესაბამისად, სააგენტო მოკლებული იყო მაკონტროლებელი ქმედებების განხორციელების, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

 



ქონების გადაცემის სანაცვლოდ დადგენილი ვალდებულების, დაახლოებით, 15 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის მიუხედავად, ქონება რჩება კერძო საკუთრებაში. შედეგად, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს პრივატიზებული სახელმწიფო ქონების კონტროლს, რაც ზრდის სახელმწიფო საკუთრების არაჯეროვნად გამოყენების რისკებს.

 


ინვესტორების მიერ ვალდებულებების არასრულად შესრულების მიუხედავად, სააგენტო ხშირ შემთხვევაში არ ატარებს საკმარის და ადეკვატურ ღონისძიებებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ქმედებებს:

 

- ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;

- ვალდებულების შესრულების გამოსწორების ვადების დაწესება;

- პირგასამტეხლოს მოთხოვნა;

- ვალდებულებების ცვლილების მიზანშეუწონლობის შემთხვევაში ინვესტორის ინფორმირება;

- სამინისტროში საკითხის განმეორებითი წარდგენა;

- ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა;

- ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება;

- ვალდებულების შესრულების საკითხის დადგენა.

 

აუდიტის თქმით სააგენტოს მხრიდან პასიური ქმედება გარკვეულ შემთხვევებში მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა, რაც მიუთითებს კონტროლის მექანიზმების სისუსტეებზე მიუთითებს.

 

რაც შეეხება სხვა დარღვევებს: სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონის წესით გასხვისებულ ქონებასთან დაკავშირებით, ინვესტორს პირობით შეუმცირა პირგასამტეხლო იმ გარემოების მიუხედავად, რომ ვალდებულებები იყო შეუსრულებელი.

 

ერთ შემთხვევაში ინვესტორთან მიმართებით საინვესტიციო ვალდებულების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად (2,000,000 ლარიდან გაიზარდა 20,000,000 ლარამდე), საბანკო გარანტიის ოდენობა არ შეცვლილა, რაც ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას.

 

სააგენტომ, ვერ წარმოადგინა მყარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, ხელშეკრულების მხარისათვის დამატებითი გამოსასწორებელი ვადის დაწესების შესახებ. მსგავსმა ფაქტებმა აუდიტის სამსახურის შეფასებით შესაძლოა პოტენციური ინვესტორის მოლოდინი პრივატიზების პროცესების საიმედოობასთან დაკავშირებით შეამციროს.

 

აუდიტის სამსახურმა დარღვევების აღმოსაფხვრელად რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა, რაც ძირითადად პირობებისა და ვადების დეტალიზაციას გულისხმობს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up