ბიზნესი გაზრდილი ტარიფების პირისპირ - ხარჯთან ერთად პროდუქტის ფასიც მოიმატებს

ბიზნესი გაზრდილი ტარიფების პირისპირ - ხარჯთან ერთად პროდუქტის ფასიც მოიმატებს

access_time2021-12-06 11:00:00

საქართველოში ენერგომატარებლების ტარიფის ზრდამ ადგილობრივ წარმოებას ფინანსური პრობლემა შეუქმნა. სამეწარმეო ბიზნესში ფასის კორექტირების შესაძლებლობებს განიხილავენ და აცხადებენ, რომ გაზრდილი ხარჯის გამო საქმიანობის გაგრძელება მომდევნო წლიდან გაუჭირდებათ. სავარაუდოდ, გაძვირდება ყველა პროდუქტი, რომლის თვითღირებულებაშიც გაზი სოლიდურ წილს იკავებს.



როგორც კომპანია ,,კუმისის“  გენერალური დირექტორი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფიქრობენ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზეც, თუმცა კონკრეტულად რა რესურსი იქნება ამისთვის გამოყენებული, ბოლომდე არ ჩამოყალიბებულან.



,,გაზის საკმაოდ დიდი მომხმარებელი ვართ, მასშტაბური გაძვირებაა, რაც ძალიან დაგვარტყამს. ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ხარჯის შესამსუბუქებლად. ალბათ გათბობის ალტერნატიული წყაროებით მოგვიწევს გაზის ჩანაცვლება. ნახშირი, სალიარი და სხვა, რამდენიმე ალტერნატივაა. ჩვენ შემთხვევაში უფრო თანამედროვე ვარიანტზე გვინდა აქცენტი გავაკეთოთ, ქვანახშირზე წარმოების აწყობა ტექნოლოგიურად რთული პროცესია, ამიტომ ვერიდებით, თუმცა ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. კონკრეტულად გაზი გაძვირდა 20-25%-ით, ჩვენს თვითღირებულებაში ენერგომატარებლების წილი დაახლოებით 5%-მდეა. ასეთ სიტუაციაში ფასების გადახედვა მოგვიწევს. არ გავაძვირებთ და ხარჯი გაიზრდება, რასაც უკვე ძნელად ვუმკლავდებით“, - ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.




სამეწარმეო ბიზნესისთვის ცალკე პრობლემა ელექტროენერგიის გადასახადია, რომელიც 2021 წლიდან გაძვირდა. ძველ და გაძვირებულ ტარიფს შორის სხვაობას მოსახლეობას და ბიზნესის ნაწილს (მათ შორის ,,კუმისსაც“) 1 წლის განმავლობაში მთავრობა უხდის, რის ვადაც უკვე 1 თვეში იწურება.  



მომდევნო წლიდან, როგორც კი შეწყდება სუბსიდია და გაზის გაზრდილი გადასახადიც დაემატება, შესაბამისად, მოსახლეობასაც გაძვირებულ პროდუქტზე მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს.  თუმცა, კონკრეტულად რამდენით, ზურაბ უჩუმბეგაშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.



შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით გაძვირდა.



როგორც „სოკარ ჯორჯიაში“ განმარტეს, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up