დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-26 21:00:38

დღის TOP10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. რა არის ფორმატი 3+3 და არის თუ არა აქ საქართველოს ადგილი

ყარაბაღის ბოლო ომიდან 1 წლის შემდეგ, ირან-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, საქართველო 3+3 ფორმატში მიიწვიეს. რუსეთის, ირანის და თურქეთის პოზიციებს სამხრეთ კავკასიის სამი პატარა სახელმწიფო რომ ვერ დააბალანსებს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

 

 

2. რა ჯდება პილოტის მომზადება და ემუქრება თუ არა ქართულ ავიაციას კადრების დეფიციტი

საქართველოს ავიაციაში შეიძლება კადრების დეფიციტი გაჩნდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი აცხადებს. მისი თქმით,  პანდემიური კრიზისის პირობებში მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის ნაწილი სამუშაოდ სხვა ქვეყნებში წავიდა, ხოლო კომპანიებს მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება უჭირთ.

 

 

3. დისჰარმონია, არაპროფესიონალიზმი, ტრაფარეტული პროგრამები - როგორ ასტიმულირებენ მთავრობა და სებ-ი ეკონომიკას

ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე არაერთი მარალჩინოსანი საუბრობს. ბოლო პერიოდში პრემიერ მინისტრის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან აქტიურად გვესმის სტიმულირების პაკეტების შესახებ, რომლებიც კერძო სექტორს პანდემიური შოკიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს და ასევე მიმართულია პოსტკრიზისული გამოწვევების დაძლევაზე.

 

 

4. ყარაბაღისკენ კაპიტალი დაიძრა - რა საინვესტიციო პოტენციალი აქვთ სოხუმს და ცხინვალს დეოკუპაციის შემთხვევაში


ყარაბაღის რეგიონი საინვესტიციო ცენტრი ხდება. ინვესტორები რუსეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ყარაბაღის ასათვისებლად დაიძრნენ. ამასთანავე, ისინი მზად არიან სხვადასხვა პროექტებში ჩაერთონ, დაწყებული ენერგეტიკითა და მრეწველობით, დამთავრებული სოფლის მეურნეობის სექტორით. „კომერსანტი“ დაინტერესდა, აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირების შემთხვევაში როგორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საინვესტიციო პოტენციალი.

 

 

5. მასკის მიერ 1 წამში ნაშოვნი თანხის გამოსამუშავებლად საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა 69 წელი უნდა იმუშაოს

Tesla-ს აქციების ფასის ზრდის შედეგად, ილონ მასკის ქონება 25 ოქტომბერს $25.6 მლრდ-ით $255 მლრდ-მდე გაიზარდა. თუ $25.6 მლრდ-ს 24 სთ-ში არსებულ წამების რაოდენობაზე (86 400) გავყოფთ, წამში $296 000-ს მივიღებთ. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში $4300-ა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო სტასტისტიკურ ქართველს იმ თანხის გამოსამუშავებლად, რაც მასკმა 25 ოქტომბერს 1 წამში მიიღო, 69 წლიანი მუშაობა დასჭირდება

 

6. ალიევმა და ერდოღანმა ფიზულის აეროპორტი გახსნეს

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ჰეიდარ ალიევმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სამშაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართა.

 

 

7. ვის ეკუთვნის და რა შემოსავალი აქვს „ვოლტს “ საქართველოში

ფინანსური მაჩვენებლებით შპს “ვოლტ ჯორჯია” საწარმოთა მესამე კატეგორიაში ხვდება. ეს კი ნიშნავს, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს, შემოსავალი 20 მილიონს, ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

 

 

 

8. შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაცემას ასაჩივრებენ

მწვანე ალტერნატივა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ და ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ.

 

 

9. აფხაზეთი ტურისტული ნაკადის 5-ჯერ გაზრდას გეგმავს

მოსკოვში მორიგი სამუშაო ვიზიტის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ტელევიზიის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთი ამ წელს 1,5 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, ეს კი - ბოლო 30 წლის რეკორდია. ის დეტალურად საუბრობდა სამომავლო გეგმებზეც - მისი თქმით, უახლოესი 10 წლის მანძილზე ტურისტების რაოდენობის 4-5-ჯერ გაზრდა სავსებით რეალური პერსპექტივაა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადდება.

 

 

 

10. ევროპა პანდემიის ახალი ტალღის მოლოდინშია

მცირე პაუზის შემდეგ პანდემიამ ევროპას ისევ შეუტია - კონტინენტზე დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უკვე მესამე კვირაა იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ევროპაში მოსახლეობა ნაადრევად დამშვიდდა და დაიჯერა, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up