ყარაბაღისკენ კაპიტალი დაიძრა - რა საინვესტიციო პოტენციალი აქვთ სოხუმს და ცხინვალს დეოკუპაციის შემთხვევაში

ყარაბაღისკენ კაპიტალი დაიძრა - რა საინვესტიციო პოტენციალი აქვთ სოხუმს და ცხინვალს დეოკუპაციის შემთხვევაში

access_time2021-10-26 13:00:57

ყარაბაღის რეგიონი საინვესტიციო ცენტრი ხდება. ინვესტორები რუსეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ყარაბაღის ასათვისებლად დაიძრნენ. ამასთანავე, ისინი მზად არიან სხვადასხვა პროექტებში ჩაერთონ, დაწყებული ენერგეტიკითა და მრეწველობით, დამთავრებული სოფლის მეურნეობის სექტორით. „კომერსანტი“ დაინტერესდა, აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტის დარეგულირების შემთხვევაში როგორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საინვესტიციო პოტენციალი. ყარაბაღის მსგავსად გაიხსნება თუ არა ახალი შესაძლებლობები  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

 

თემაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს. იგი ამბობს, რომ აფხაზეთში საინვესტიციო პოტენციალი საკმაოდ მაღალია, მაგრამ მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით დარეგულირდება კონფლიქტი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ოკუპირებული ტერიტორიის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე საუბარი.

 

„კონფლიქტი რომ დარეგულირდება, ფაქტია, მთავარია ვის სასარგებლოდ დარეგულირდება, საქართველოს თუ რუსეთის. აფხაზეთში დიდი საინვესტიციო პოტენციალია, პირველ რიგში ეს არის ტურისტული. მაგრამ, სანამ დასმულ კითხვამდე მივალთ, მანამდე ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მაგალითად, საქართველოს შეუძლია ისე მოაგვაროს კონფლიქტი, რომ არ შეეხოს იმ ფუნდამენტურ, ეროვნულ საკითხებს, რომელიც აფხაზებს აწუხებს. მთავარია, რა ფორმით და როგორ დარეგულირდება კონფლიქტი, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნდება თუ გარკვეულ გარიგებაზე? იდეალურ სიტუაციაში აფხაზეთს, როგორც აჭარას, აქვს უნიკალური პოტენციალი, კიდევ უფრო მეტი. იქ შევა ალბათ თურქული და რუსული ბიზნესი. თუ კონფლიქტი მოგვარდება, ჩვენ უნდა გავურიგდეთ რუსებს, ალბათ მათ უნდა დავუკანონოთ ის უკანონო შესყიდვები, რომელიც განხორციელებული აქვთ. ბევრი ფაქტორი იქნება ისეთი, სადაც ანგარიშის გაწევა მოგვიწევს არა აფხაზური მხარისთვის, არამედ რუსეთისთვის. კონფლიქტის მოგვარებაშია ბევრი კომპონენტი ჩადებული. ჩვენ ვუყურებთ როგორ გვარდება კონფლიქტი აზერბაიჯანში - ჯარი შეიყვანეს, დაიკავეს ტერიტორიები, სიტუაციას ისე აგვარებენ, არავის ეკითხებიან. ჩვენ ან ჯარი უნდა შევიყვანოთ, რაც მგონი წარმოუდგენელია, ან უნდა შევიდეთ მოლაპარაკების და გარიგების გზით ცალკე აფხაზურ საზოგადოებასთან და ცალკე რუსულ სახელმწიფოსთან. უამრავი დათქმები იქნება, თუ რა ენაზე იქნება საქმის წარმოება, როგორ მოხდება ინვესტიციების შესვლა, რკინიგზა იმუშავებს თუ არა, საავტომობილო გზები როგორ იმუშავებს. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, რეგიონს ტურისტული პოტენციალი არ გააჩნია. მადანია მცირე რაოდენობით, რომელსაც უკვე იყენებენ, ამიტომ მეეჭვება, რომ იქ ვინმეს სერიოზული ინვესტიციის განხორციელება უნდოდეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მე ჯერ ვერ ვხედავ პერსპექტივას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ეს კონფლიქტი გადაჭრას, რადგან არაფერს აკეთებს. თუ არაფერს აკეთებ, შესაბამისად შედეგსაც ვერ მიიღებ“, განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა. კრემლის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up