აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ჰეიდარ ალიევმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც სამშაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართა.
პრეზიდენტებს აეროპორტის სიმბოლური გასაღებები გადაეცათ.
თურქეთის პრეზიდენტის ბორტი #1, რომელიც ანკარიდან აფრინდა, ფიზულის ახალ აეროპორტში სამშაბათს დაეშვა.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქულ დელეგაციაში, რომელსაც ერდოღანი ხელმძღვანელობს, მინისტრებიც შედიან.
პრეზიდენტები დღესვე გამართავენ პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს.
ქალაქ ფიზულიზე კონტროლი აზერბაიჯანმა ყარაბაღის შარშანდელი 4-თვიანი ომის შედეგად აღადგინა.