შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაცემას ასაჩივრებენ

შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიების გაცემას ასაჩივრებენ

access_time2021-10-26 17:00:02

მწვანე ალტერნატივა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ და ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ.

 


„სოფელ შქმერში წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ორი ლიცენზია მიმდინარე წლის ივლისში გასცა. როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ. დარღვეულია ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას განსაზღვრავს და დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებების მის გარეშე მიღებას“, - ნათქვამია ადმინისტრაციულ სარჩელში.

 

საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ „კანონით გათვალისწინებული გამჭირვალე და ჩართულობითი პროცესის უზრუნველყოფის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გამოიყენეს. ლიცენზიების გაცემამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის იანვარში, ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. ადგილობრივებს, ვინც საკუთარ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწები 2018-2020 წლებში კანონიერად დაიმტკიცეს, სახელმწიფო ახლა ამ მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დარეგისტრირებას ედავება. აშკარაა, რომ ეს ბრალდებები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ინტერესმა განაპირობა. სამსახურეობრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სოფელ შქმერის გამგებელზეც, რომელმაც თითქოს უკანონოდ გასცა ადგილობრივ მაცხოვრებლებზე საკუთრების რეგისტრაციის თანხმობები. სისხლისსამართლებრივი დანაშაულის არსებობის ფაქტს ადგილობრივი სასამართლოც დაეთანხმა. 2021 წლის ივნისში როგორც შქმერის გამგებელი, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლები დამნაშავედ ცნეს, მათ კანონიერად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმებიც დაეკისრათ. მოსახლეობის სადავო მიწები სწორედ მანგანუმის მოპოვების სალიცენზიო კონტურებს ემთხვევა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, გამოძიება  შქმერის ხუთამდე მკვიდრის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ ხშირ შემთხვევაში მათ დაცვის უფლებით სათანადოდ სარგებლობაც კი ვერ მოახერხეს“.

 



„2014 წლის აღწერით შქმერის მოსახლეობა 24 ადამიანს შეადგენს, სალიცენზიო არეალის მიმდებარედ, ორ სხვა სოფელში, უშოლთასა და ხარისთვალში კი 14-15 ადამიანი ცხოვრობს. „მიუხედავად მაღალმთიანი სოფლების დაცლისა, ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ფლობდა, ამუშავებდა და მოიხმარდა მიწებს. მაღალმთიანი რეგიონის ეს მოსახლეობა ინარჩუნებს აქტიურ კავშირს რაჭის სხვა მხრივ დაცლილ სოფლებთან და ამით სრული გაქრობისგან იცავს ადგილობრივ სოციალურ ქსოვილს.

 

ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობის და ხარისხის წიაღისეული გვხვდება შქმერში, თუმცა მისი მოპოვება აქამდეც უცდიათ, 2006-2008 წლებში. მაშინ მოპოვება, სხვა ფაქტორებთან ერთად, გზის არარსებობამ  გაართულა, დღეს კი საჩხერე-ონის ახალი გზა ამ პრობლემას წყვეტს და რაჭის წიაღისეულს მოპოვებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

 

სამწუხაროდ, მანგანუმის მოპოვების სხვა შემთხვევები საქართველოში იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ სახელმწიფო მოსახლეობის უფლებების დაცვის ნაცვლად, მხოლოდ კომპანიების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. ასეთი მძიმე გამოცდილებები მრავლად გხვდება  ჭიათურასა და მის მიმდებარე სოფლებში. მოპოვებითმა საქმიანობამ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე უკვე დააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტი და  ადგილობრივი მაცხოვრებლები. ჭიათურაში კერძო საკუთრების შელახვა, ჩამორთმევა, საკუთარი სახლების მომპოვებელი კომპანიისთვის დათმობის იძულება და მოსახლეობის მიმართ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ სოფელ შქმერში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გაიცა. ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვისა და ბუნებრივი გარემოს განადგურების ხარჯზე წიაღისეულის მოპოვება დაუშვებელია. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების დაუყოვნებლივ გაუქმებას ვითხოვთ“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც „მწვანე ალტერნატივის“ ვებგვერდზეა განთავსებული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up