მასკის მიერ 1 წამში ნაშოვნი თანხის გამოსამუშავებლად საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა 69 წელი უნდა იმუშაოს

მასკის მიერ 1 წამში ნაშოვნი თანხის გამოსამუშავებლად საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა 69 წელი უნდა იმუშაოს

access_time2021-10-26 14:00:50

Tesla-ს აქციების ფასის ზრდის შედეგად, ილონ მასკის ქონება 25 ოქტომბერს $25.6 მლრდ-ით $255 მლრდ-მდე გაიზარდა. თუ $25.6 მლრდ-ს 24 სთ-ში არსებულ წამების რაოდენობაზე (86 400) გავყოფთ, წამში $296 000-ს მივიღებთ. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში $4300-ა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო სტასტისტიკურ ქართველს იმ თანხის გამოსამუშავებლად, რაც მასკმა 25 ოქტომბერს 1 წამში მიიღო, 69 წლიანი მუშაობა დასჭირდება, პენსიონერს კი პენსიაზე გასვლის შემდეგ კიდევ 280 წელი სიცოცხლე.

 

Forbes-ის დათვლით, ბიძინა ივანიშვილი სულ $4.8 მლრდ-ს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში ქართველი მილიარდერის მთლიან ქონებასთან შედარებით 433%-ით მეტი გამოიმუშავა.

 

Forbes-ის სიაში ბიძინა ივანიშვილი 651-ე ადგილს იკავებს, $25.6 მლრდ-ით კი 70-ე ადგილზე აბიგაილ ჯონსონია. მარსის კოლონიზაციაზე მეოცნებე ანტერპრენერის მიერ 24 სთ-ში ნაშოვნი თანხაც კი უმდიდრესი ადამიანების ასეულში მოსახვედრად საკმარისი იქნებოდა.

 


Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი $193 მლრდ-ით მეორე ადგილზეა. მასკისა და ბეზოსის კაპიტალს შორის სხვაობა $62 მლრდ-ა. ამ სხვაობის ფლობა კი უმდიდრესი ადამიანების ოცეულში მოსახვედრადაც საკმარისია.

 

$25.6 მლრდ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე 1.5-ჯერ მეტია. ლარებში ის 80 მლრდ-ს აჭარბებს და უფრო მეტია, ვიდრე 2017-2021 წლების ჯამური სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

Tesla-ს კაპიტალიზაცია ამ დროისთვის $1.029 ტრლნ-ა. ის პირველი ტრილიონერი საავტომობილო კომპანიაა.  






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up