დისჰარმონია, არაპროფესიონალიზმი, ტრაფარეტული პროგრამები - როგორ ასტიმულირებენ მთავრობა და სებ-ი ეკონომიკას

დისჰარმონია, არაპროფესიონალიზმი, ტრაფარეტული პროგრამები - როგორ ასტიმულირებენ მთავრობა და სებ-ი ეკონომიკას

access_time2021-10-26 12:00:02

ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე არაერთი მარალჩინოსანი საუბრობს. ბოლო პერიოდში პრემიერ მინისტრის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან აქტიურად გვესმის სტიმულირების პაკეტების შესახებ, რომლებიც კერძო სექტორს პანდემიური შოკიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს და ასევე მიმართულია პოსტკრიზისული გამოწვევების დაძლევაზე.


პანდემიის პერიოდში, თუ Covid 19-ის გამოჩენამდე, არაერთი პროგრამა და დაპირება გაიცა ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით, თუმცა რამდენად რეალურ და სწორ ნაბიჯებს დგამენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი (სებ) ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამ თემაზე „კომერსანტთან“ ეკონომიკის ექსპერტებმა ისაუბრეს.


საბანკო ექსპერტი გოჩა თუთბერიძე სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის არაჰარმონიულ მუშაობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ეკონომიკური პრობლემები, რომლების წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, სწორედ ასეთი ურთიერთობის შედეგია.


„სამწუხაროდ სებ-ი და საქართველოს მთავრობა ერთად და ჰარმონიულად ვერ მუშაობენ, ამიტომაც ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს. სამთავრობო და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების გარდა არის ბევრი კომპლექსური პრობლემა, რომელსაც იმ ხალხის არაკვალიფიციურობაც ემატება, რომლებიც საქმის შედეგებზე პასუხისმგებლები არიან.


პრაქტიკულად არ გვაქვს ეკონომიკური ხედვა, რომელიც რაღაც იდეოლოგიას ემყარება. მოდიან და მიდიან მთავრობები ისე, რომ მათი ეკონომიკური ხედვების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. პროგრამები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ ხოლმე, არის ტრაფარეტული და მოვალეობის მოხდის მიზნით, არცერთი არ ეყრდნობა სერიოზულ კვლევებს და საკითხის საფუძვლიან შესწავლას. პროგრამები იმის მიხედვით დგება, თუ რისი მოსმენა სურს ხალხს და ეს სულ სხვა რამ არის, ნამდვილი პროგრამა კი სულ სხვაა, რომლის მსგავსიც ჩვენ არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცნობ. ჩვენი პრობლემაა - ხედვის უქნოლობა, არაპროფესიონალიზმი, ტრაფარეტული პროგრამები, რომლებიც არ ეყრდნობა კვლევებს და შესაბამისად გვაქვს ის, რაც არის, მივყვებით დინებას“,
- ამბობს გოჩა თუთბერიძე.



მისი თქმით, არსებულ სიტუაციაში შედარებით ლოგიკურ ნაბიჯებს ეროვნული ბანკი დგამს, მაგრამ მთავრობა არ ითვალისწინებს მათ.



„ამ ცუდ სიტუაციაში ეროვნული ბანკი ყველაზე კარგად გამოიყურება, მათ მეტწილად ჰყავთ პროფესიონალები და გადაწყვეტილებებიც ასე თუ ისე სწორია, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები თანხვედრაში არ არის იმათთან, რომლებსაც შემდეგ ფისკალური ხელისუფლება მიიღებს. ეროვნული ბანკი არის მთავრობის მრჩეველი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ ჩვენს შემთხევაში სებ-ი პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე, მაგრამ ამასთან ერთად საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს მისი რეკომენდაციები, განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ასე ხდება. აი აქ გვაქვს დიდი პრობლემა, არაჰარმონიულ ურთიერთობას სებ-სა და მთავრობას შორის ცუდ შედეგებამდე მივყავართ“, - განმარტა გოჩა თუთბერიძემ.


ეკონომისტი მიხეილ თოქმაზიშვილიც ამბობს, რომ ეკონომიკის სტიმულირება არც ისე მარტივია და ამას ეროვნული ბანკი და მთავრობა თანმიმდევრულად უნდა ახორციელებდნენ.


„მთავრობის და სებ-ის მიერ ეკონომიკის სტიმულირება დამოკიდებული არის ფასებზე, როდესაც ფასები იზრდება, ბანკის მხრიდან უფრო მიდის სტიმულირება, რადგან ფულის ამოღება ხდება, ხოლო როდესაც ფასები დაბალია, ხდება მონეტარული სტიმულირება, სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირება, აქედან გამომდინარე კი კრედიტების რაოდენობის გაზრდა. გააჩნია, რომელ ფაზაში ვიმყოფებით, ამის მიხედვით უნდა განვსაჯოთ. თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში რეფინანსირების სესხები დაბალი იყო და იმისთვის, რომ ამ კრიზისული სიტუაციისთვის გაეძლოთ ფირმებს, შესაბამისად საპროცენტო განაკვეთიც დაბალი იყო, ეს კი აისახა კრედიტების გაცემაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მივიღეთ მაღალი ფასები. ახლა კი ფასებზე რეაგირება ხდება, რომ ისინი შემცირდეს, სიტუაცია დაწყნარდეს, შემდეგ კი ალბათ სტიმულირების პოლიტიკა ისევ განვითარდება. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სტიმულირება არც ისე მარტივი საქმეა, რომ ქვეყანა ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ აღმოჩნდეს“, - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up