დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2022-01-21 21:00:46

დღის Top 10 საინტერესო ამბავი



1. დავით ებრალიძე: „შარშან მთლიანად განვაახლეთ ფოთის თიზ-ის ტერიტორიის შიდა ინფრასტრუქტურა, რაც ინვესტიციების მოზიდვას გაგვიადვილებს“

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე “კომერსანტთან” 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა მიმდინარე პანდემია და პანდემიით გამოწვეული თანმხლები ფაქტორები იყო, რაც აისახა ტვირთების ტრანსპორტირების ღირებულების გაზრდაზე და გარკვეული პროექტების შეჩერებაზე.



2. GWP გაიყიდა - გაზრდის თუ არა ესპანური „Aqualia“ წყლის ტარიფის

„ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“, - ასე აფასებს სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე 2021 წლის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც Georgian Water and Power-ის საკონტროლო პაკეტს ესპანური კომპანია Aqualia ყიდულობს. მისი თქმით, წყალმომარაგების სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს ოპერირების და დაგეგმარების ხარისხზე.



3. მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 15-16%-ით გაიზარდა

პანდემიურ პერიოდში მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერი კომპანიების სერვისებზე მოთხოვნამ მოიმატა. კორონავირუსთან დაკავშირებული რიგი გამოწვევების მიუხედავად, სექტორის საქმიანობა აშკარად პოზიტიური აღმოჩნდა.



4. თემურ ჭყონია მაკდონალდსისა და კოკა-კოლას გაფართოებაში 40 მლნ ლარს ჩადებს

2022 წელს „მაკდონალდსი“ მინიმუმ 2 ახალ ფილიალს გახსნის, „კოკა-კოლას“ წარმადობა კი გაიზრდება. საინვესტიციო თანხის მოცულობა ჯამში 40 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ აცნობა. მანვე ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და სასამართლო სისტემის პრობლემებზეც.



5.  ,,რერას“ წარმოება 2021 წელს 30%-ით გაიზარდა

ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიისთვის ,,რერა“, წარმოების ზრდის მიუხედავად, 2021 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა ნიკა ლომიძემ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში პრობლემაა როგორც ლოგისტიკის, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებით, თუმცა მოთხოვნა დიდი იყო, რის გამოც წარმოება, 2020 წელთან შედარებით,  30%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, სხვაობა 40%-ის ფარგლებშია.





6. აისახა თუ არა პანდემია და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლა ენერგორესურსების მომხმარებლებზე

რა ზემოქმედება მოახდინა მომხმარებელთა მომსახურებაზე პანდემიამ და როგორ არის დაცული მომხმარებელთა უფლებები პანდემიისა და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლის პირობებში  ამ და სხვა თემებზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პანდემია სექტორზე ძალიან მწვავედ აისახა თუმცა ენერგოომბუდსმენის სამსახური ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინტერესებზე პანდემია არ ასახულიყო.



7. ბანკების წმინდა მოგება დეკემბერში წინა თვესთან შედარებით თითქმის განახევრდა

2021 წლის 12 თვეში ქართული ბანკების წმინდა მოგებამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, თუმცა დეკემბერში (112 მლნ ლარი) წინა თვესთან (ნოემბერი  209 მლნ ლარი) შედარებით განახევრდა. ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, მთლიანობაში 2021 წლის 12 თვეში ბანკებმა ჯამური შემოსავლის სახით 5.97 მილიარდი ლარი მიიღეს. გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა სექტორისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ მაინც ფიზიკური პირების სესხები რჩება.



8. ცემენტის ადგილობრივ მწარმოებელ MAGNUM GROUP-ს გაყიდვები გაუნახევრდა

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია Magnum Group-ის დირექტორი პაატა ნიკვაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით თითქმის განახევრდა.



9. ხორბლის გაძვირებამ ფქვილის იმპორტი 7-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა


ფქვილის იმპორტი 7-წლიან მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 37,576 ტონა (12,020 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, რაც 2015 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ფქვილის იმპორტი ხორბლის მკვეთრმა გაძვირებამ წაახალისა.



10. წამყვანი ბრენდები პლასტმასის წარმოების შემცირებაზე გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, მათ შორის Coca Cola და PepsiCo, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან და გლობალური შეთანხმების დადებას ითხოვენ, რომელიც პლასტმასის წარმოების შემცირებას ითვალისწინებს. მსოფლიოს ოფიციალური პირები მიმდინარე წლის ბოლოს გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე შეიკრიბებიან, სადაც ველური ბუნებისა და ოკეანეების დასაცავად, პლასტიკური ნარჩენების კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ.













თეგები:
top 10 ტოპ 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up