GWP გაიყიდა - გაზრდის თუ არა ესპანური „Aqualia“ წყლის ტარიფის

GWP გაიყიდა - გაზრდის თუ არა ესპანური „Aqualia“ წყლის ტარიფის

access_time2022-01-21 11:00:15

„ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“, - ასე აფასებს სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე 2021 წლის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც Georgian Water and Power-ის საკონტროლო პაკეტს ესპანური კომპანია Aqualia ყიდულობს. მისი თქმით, წყალმომარაგების სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს ოპერირების და დაგეგმარების ხარისხზე. აქედან გამომდინარე, გიგა ნადირაძე ფიქრობს, რომ პროფილურ კომპანიას, რომელიც წყალმომარაგების სექტორზეა ორიენტირებული, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს.

 


„საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ზოგადად კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რაც თავის მხრივ ასახვას პოვებს არსებული მომსახურების სტანდარტზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამავდროულად Aqualia-ს შემოსვლა მხოლოდ კონკრეტული წყალმომარაგების სისტემებისთვის არა იქნება სარგებლის მომტანი, ეს ერთგვარი შესაძლებლობა იქნება სხვა არსებული წყალმომარაგების კომპანიებისთვის, რადგან მათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და მომასხურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ექნებათ. წინასწარი მოლოდინები პოზიტიურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი საქართველოს ბაზარზე შემოსვლით, სისტემებში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აცხადებს გიგა ნადირაძე „კომერსანტთან“ საუბარში.

 


სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გვიყვება, რომ მარეგულირებელმა კომისიამ 2020-ში GWP-ს წყალმომარაგების ტარიფი სამი წლის ვადით დაუდგინა. შესაბამისად, მისი განმარტებით, აღნიშნული ტარიფი 2021-22 და 2023 წლებში იმოქმედებს. როგორც გიგა ნადირაძე ამბობს, უცხოური კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ტარიფების ცვლილებას არ გამოიწვევს და Aqualia 2023 წლის ჩათვლით ოპერირებას მოქმედი ტარიფების მიხედვით განახორციელებს.  კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ნადირაძე „კომერსანტთან“ საუბრობს, საინვესტიციო ვალდებულებებია. როგორც ის ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი, ვალდებულების შესრულება ყველა კომპანიას მოუწევს.

 



„შეხება გვაქვს ისეთი ტიპის აქტივებთან, რომელიც მოძველებულია და საჭიროებს საინვესტიციო პროექტების დაგეგმარებას, შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრას და მათ განხორციელებას. რა საინვესტიციო ვალდებულებებიც GWP-ს აქვს, იგივე ექნება Aqualia-ს. ეს ძირითადად გამოწვეულია არსებული მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებით. მარეგულირებელი კომისია თავის რეგულაციებს ყოველთვის არსებულს გამოწვევებს არგებს და ნებისმიერ ლიცენზიანტს ამ გამოწვევების იმპლემენტაციის ვალდებულება უჩნდება. ამ შემთხვევაში ლიცენზიანტი იქნება GWP თუ Aqualia, ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნების უმეტეს ნაწილში სადაც Aqualia ოპერირებს, წყალმომარაგების სექტორი საქართველოს მსგავსად რეგულირდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მიერ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კომპანიისთვის მარეგულირებელი კომისიის მიდგომები და რეგულირების პრინციპები ცნობილია, რაც გაამარტივებს თანამშრომლობის პროცესს და ამავდროულად არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე“, - განმარტავს გიგა ნადირაძე.

 


შეგახსენებთ, რომ გასული წლის 31 დეკემბერს „საქართველოს კაპიტალმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო რომ 65% წილის გასხვისებას $180 მილიონ დოლარად დათანხმდა. თუმცა, ორ ეტაპიანი ბიზნეს გარიგება დარჩენილი 20%-ის გამოსყიდვასაც ითვალისწინებს. Aqualia ევროპაში მეოთხე უდიდესი წყალმომარაგების კომპანიაა, ხოლო მეცხრე მსოფლიოში. საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, რუმინეთი - კომპანიას წყალმომარაგების სისტემებს 17 ქვეყანაში მართავს და 30 მლნ მომხმარებელს უწევს მომსახურებას. 2020 წელს კომპანიამ 1 188 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო. Aqualia-ს წილის 51% citizen services group FCC-ს ეკუთვნის, ხოლო 49%  the Australian ethical fund IFM Investors-ს.



ბაჩო ადამია 




თეგები:
Aqualia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up