თემურ ჭყონია მაკდონალდსისა და კოკა-კოლას გაფართოებაში 40 მლნ ლარს ჩადებს

თემურ ჭყონია მაკდონალდსისა და კოკა-კოლას გაფართოებაში 40 მლნ ლარს ჩადებს

access_time2022-01-21 13:00:21

2022 წელს „მაკდონალდსი“ მინიმუმ 2 ახალ ფილიალს გახსნის, „კოკა-კოლას“ წარმადობა კი გაიზრდება. საინვესტიციო თანხის მოცულობა ჯამში 40 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და „მაკდონალდს საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ აცნობა. მანვე ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და სასამართლო სისტემის პრობლემებზეც.

 


საინვესტიციო გარემოს რაც შეეხება, თემურ ჭყონიას თქმით, რამდენიმე სახის ინვესტორი არსებობს, ერთი რომელიც ქვეყანაში ნაცნობი ბიზნესმენის რეკომენდაციითა და გარანტიის საფუძველზე შემოდის და მეორე რომელიც კომუნიკაციას მთავრობასთან ამყარებს და ამის საფუძველზე იღებს შეღავათებს, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში ინვესტორის ქცევაზე გავლენას საგადასახადო სისტემა, სამართლებრივი გარემო და ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები ახდენს.

 


„საინვესტიციო გარემოს სერიოზულად გააუმჯობესებს და შეიძლება ითქვას რადიკალურად  შეცვლის როდშილდის ფინანსურ ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება, ორი ფინანსური ცენტრის შექმნა. ეს ერთდროულად შეცვლის ფინანსურ გარემოს  და ხელს შეუწყობს ახალი კადრების აღზრდას და სპეციალობების გაჩენას.

 

ინვესტორი ძალიან დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ინვესტიცია განახორციელოს. ამ შემთხვევაში საქართველო რითაა მიმზიდველი? ჩვენ ვსაუბრობთ გეოგრაფიულ მდებარეობასა და აბრეშუმის გზაზე, საქართველოს მარგალიტს ვეძახით, მაგრამ იმავეში ინვესტორს ვერ ვარწმუნებთ. ამავდროულად ადგილობრივ ბიზნესს მეტი მოტივაცია სჭირდება, რომ განვითარების დინამიკა არ შეჩერდეს“,  აღნიშნა ბიზნესმენმა პრობლემების განმარტებისას.

 


თემურ ჭყონიას შეფასებით, როგორც ანაკლიის პორტის, ასევე ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერება უკიდურესად ნეგატიური მოვლენა და ინვესტორისთვის ცუდი სიგნალი იყო. ანაკლიის პორტის შემთხვევაში კი საჭირო თანხების ვერ მოძიების მომიზეზებას, მისივე აზრით, ვალდებულების გადავადება სჯობდა.

 


თემურ ჭყონიას განმარტებით, დიდი ინვესტიციების ვერ შემოსვლის მიუხედავად, ბიუჯეტი სრულდება, რაც ქართველი ბიზნესმენების დამსახურებაა. მისივე თქმით, ინვესტიციები ადამიანის შეხედულებებსა და გემოვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან ქვეყანა ყველას საერთო გვაქვს.


 


კადრების დეფიციტი



კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ დასმულ კითხვაზე თემურ ჭყონია პასუხობს, რომ პრობლემა ამ ადამიანების ქვეყნიდან გადინებაა.



„თავის საქმეში წარმატებული ქართველები ყველა საზღვარგარეთაა წასული, რადგან იქ განვითარებისა და ფინანსური უზრუნველყოფის მეტ შანსს ხედავენ. საზღვარგარეთ ცხოვრობს მილიარდერი მიხეილ ლომთაძე, ექიმები და კიდევ სხვა ბევრი ჭკვიანი ადამიანი. დღევანდელ ინტეგრირებულ მსოფლიოში საზღვრები თითქმის მოშლილია და ადამიანები ცდილობენ წავიდნენ იქ, სადაც ანაზღაურება მაღალია, რასაც საქართველო ვერ უზრუნველყოფს. საშუალო ხელფასია გასაზრდელი. თუ ნეპოტიზმი არ მოიშალა და ბიუროკრატიული ხარჯები არ შემცირდა, პრობლემა უფრო გაღრმავდება“,  განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 


სასამართლო და ბიზნესი



სასამართლოზე საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლო არსებობა ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობაა და ეს დღეს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამართლიანი სასამართლოს არარსებობა იწვევს მლიქვნელობასა და შიშს, რაც, მისი თქმით, განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია

 

თემურ ჭყონიამ პანდემიის დროს, დისტანციურად მართვის უპირატესობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით იგივე ან უკეთესი შედეგის მისაღებად ნაკლები დანახარჯითაც შესაძლებელი გახდა. ფინანსური ან მარკეტინგის მენეჯერად მუშაობისთვის კი იმავე ქალაქში ან სულაც იმავე სახელმწიფოში ცხოვრება აღარაა სავალდებულო.

 


გეგმები 2022



რაც შეეხება „კოკა-კოლასა“ და „მაკდონალდსის“ გეგმებს, თემურ ჭყონიას თქმით, მიმდინარე წელს მაკდონალდსის მინიმუმ 2 ახალი რესტორანი გაიხსნება, თუ ბიუროკრატიული ბარიერი გადაილახა სამიც, რაშიც 17-18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კოკა-კოლის წარმადობის გასაზრდელად კი, რომელიც ამჟამად წლიურად 200 მლნ ლიტრია, 21 მლნ ლარი დაიხარჯება.

 


საქართველოში ყველაზე ცნობილი უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელისა და ყველაზე ცნობილი სწრაფი კვების ობიექტების ქსელი თემურ ჭყონიას სახელს უკავშირდება. კოკა-კოლას ჩამოსხმის უფლების მოპოვების შესახებ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა, 1996 წელს კომპანია შპს-დ დარეგისტრირდა, 2016 წელს კი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილების შედეგად ის სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ადგილობრივ ბაზართან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტის უფლებასაც ფლობს. რაც შეეხება „მაკდონალდსს“, მისი პირველი რესტორანი თბილისში 1999 წელს მეტრო რუსთაველთან გაიხსნა. 2018 წელს ფრანჩაიზის ხელშეკრულება 20 წლით გახანგრძლივდა. 2021 წელს მაკდონალდსმა პურ-ფუნთუშეულის ქარხანა „ბრედფილდი“ გახსნა, რაშიც 26 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. „მაკდონალდსი“ ამ დროისთვის საქართველოს 5 ქალაქში 18 რესტორანს ფლობს. დაარსების დღიდან მან საქართველოს ბიუჯეტში 115 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა. „მაკდონალდსი“ და „კოკა-კოლა“ 2500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. წელს დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up