დავით ებრალიძე: „შარშან მთლიანად განვაახლეთ ფოთის თიზ-ის ტერიტორიის შიდა ინფრასტრუქტურა, რაც ინვესტიციების მოზიდვას გაგვიადვილებს“

დავით ებრალიძე: „შარშან მთლიანად განვაახლეთ ფოთის თიზ-ის ტერიტორიის შიდა ინფრასტრუქტურა, რაც ინვესტიციების მოზიდვას გაგვიადვილებს“

access_time2022-01-21 10:00:17

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე “კომერსანტთან” 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა მიმდინარე პანდემია და პანდემიით გამოწვეული თანმხლები ფაქტორები იყო, რაც აისახა ტვირთების ტრანსპორტირების ღირებულების გაზრდაზე და გარკვეული პროექტების შეჩერებაზე.


„კომპანიებს ხელახლა მოუწიათ მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ღირებულებების გადაანგარიშება, ასევე ტვირთების საბოლოო ადრესატამდე მიწოდების ფასების დაანგარიშება, რამაც, რა თქმა უნდა, იმოქმედა არა მხოლოდ არსებული პროექტების განვითარების პროცესებზე, ასევე ახალი კომპანიების მოზიდვაზე. წლის განმავლობაში შეფერხდა არაერთი პროექტის განვითარება, კომპანიას, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა მიწის მოსამზადებელი სამუშოები, დღემდე არ განუახლებია სამშენებლო პროცესი, რადგან პროექტის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხი, რაც გახლდათ თანამშრომლების ჩინეთში გაგზავნა და მათი გადამზადება, შეუძლებელი გახდა არსებული რეგუალციების და შეზღუდვების ფონზე, შესაბამისად ისინი კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან. ასევე შეფერხდა თანამშრომელების მობილიზება/გადამზადება და პროექტის ჩაშვება თიზ-ის კიდევ ერთ საწარმოში, რომელმაც 2020 წელს დაასრულა შიდა სარემონტო სამუშაოები და მანქანა-დანადგარების მონტაჟი”, - აღნიშნა დავით ებრალიძემ.



მისი განცხადებით, 2021 წელს თიზ-ში რამოდენიმე პროექტი ინიცირდა, მათ შორის ტექსტილის ორი საწარმო გაიხსნა და დასრულდა სპილენძის კონცენტრატების ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.



„მიუხედავად ასეთი რთული მდგომარეობისა და ქვეყნაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა, 2021 წელს ფოთის თიზ-მა შეძლო ორი ახალი მცირე საწარმოს გახსნა. ერთ-ერთი გახლავთ პოლონური ინვესტიციით შექმნილი ტექსტილის საწარმო, რომელიც კერავს სპორტულ აქსესუარებს, კერძოდ კარტინგის ჩაფხუტების შლემებს. დღეისათვის საწარმოში 35 ადგილობრივია დასაქმებული. რაც შეეხება მეორე საწარმოს, ასევე გახლავთ ტექსტილის ქარხანა, რომელიც უკრაინული ინვესტიციით დაფუძნდა და რომელიც თიზ-ში ქალის თეთრეულსა და სპორტულ ტანსაცმელს კერავს. ამ ეტაპზე საწარმოში დასრულებულია მანქანა-დანადგარების მონტაჟი და ადგილობრივი კადრების მოძიება-გადამზადება. დღეის მდგომარეობით დასაქმებულია დაახლოებით 20-მდე ადგილობრივი. ეტაპობრივად საწარმო განახორციელებს ახალი მიმართულებების განვითარებას პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდის თვალსაზრისით, სადაც დამატებით მოხდება ადგილობრივი კადრების დასაქმება.


ასევე დავასრულეთ მოლაპრაკების პროცესი სპილენძის კონცენტრატების ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც 1 ჰა მიწის ნაკვეთზე განთავსდება. ტერმინალი მოეწყობა სრული ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების გათვალისწინებით.

გამოწვევების ფონზე, შევძელით ასევე გვეზრუნა თიზ-ის შიდა ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, განხორციელდა არაერთი ინფრასტურქტურული სამუშაო, კერძოდ გაფართოვდა სარკინიგზო-საბაჟო ტერმინალი და აღნიშნული ტერმინალის ზედაპირი სრულად შეიცვალა ფიბრობეტონით. ასევე განახლდა მთავარი საბაჟო ტერმინალი, სადაც მოეწყო ფიბრობეტონის საფარი, განახლდა შიდა გზები და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. აღნიშნულის ფონზე გაიზარდა რკინიგზის ტვირთბრუნვა და თიზ-ის ტერიტორიაზე განხორციელდა არაგაბარიტული ტვირთების მიღება/გაფორმება”, - განმარტა ებრალიძემ.



ფოთის თიზი 2009 წელს, ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე (300 ჰა), 99 წლის ვადით შეიქმნა. თიზის ორგანიზატორი არაბული კომპანია „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ იყო.


2016 წელს არაბულმა ინვესტორმა, „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა. ამის მიზეზად შეუსრულებელი ვალდებულებები სახელდებოდა. „რაკიამ“ ვერ შეასრულა თიზის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო, რომლის ჩამოწერის სანაცვლოდ ინვესტორმა თიზის საკონტროლო პაკეტის 85% სახელმწიფოს გადასცა.


2017 წლის სექტემბერში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი ჩინურ კომპანია China Energy Company Limited-ს (CFFC) გადაეცა. CFFC ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კონგლომერატია, რომელიც ენერგეტიკის, საფინანსო, სავაჭრო სფეროში საქმიანობს. 


დღეს შპს „ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ ჰყავს სამი მესაკუთრე და ესენია: საქართველოს მთავრობა - 10 %, არაბული კომპანია „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო“ (სახელმწიფო ორგანო) - 15% და ჩინური კომპანია შპს სი ი ეფ სი (ევრო-აზიური) – 75 %.



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up