აისახა თუ არა პანდემია და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლა ენერგორესურსების მომხმარებლებზე

აისახა თუ არა პანდემია და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლა ენერგორესურსების მომხმარებლებზე

access_time2022-01-21 15:00:32

რა ზემოქმედება მოახდინა მომხმარებელთა მომსახურებაზე პანდემიამ და როგორ არის დაცული მომხმარებელთა უფლებები პანდემიისა და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლის პირობებში  ამ და სხვა თემებზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პანდემია სექტორზე ძალიან მწვავედ აისახა თუმცა ენერგოომბუდსმენის სამსახური ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინტერესებზე პანდემია არ ასახულიყო.



„ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისთვის, ჩვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, გვემართა პანდემიურ რეჟიმში ურთიერთობები იმ დონეზე, რომ მომხმარებელს ჩვენი არყოფნა არ დასტყობოდა. ჩვენი მომხმარებელი ჩვენ უშუალო კონტაქტს გვყავდა მიჩვეული, რაც ჩვენი ძლიერი მხარეა და იმ კონკრეტულ მომენტში როდესაც და სადაც ჩვენ მომხმარებელს ვჭირდებით უშუალო კონტაქტზე უნდა ვიყოთ. 2020 წლის მარტში როდესაც ჩვენ გავაანალიზეთ რომ მომხმარებელს პირადად ვერ მივიღებდით, გადავწყვიტეთ რომ სტილი შეგვეცვალა ისე, რომ ეს მომხმარებლის ინტერესზე არ ასახულიყო და პირველი ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს იყო ძალიან უცხო ხილი, მაგრამ ჩვენ შევძელით რომ ოფისის გარეთ მაგდა მოვაწყვეთ ისე რომ მომხმარებელს მოსვლა და კომუნიკაცია შეძლებდა ისე, რომ არც პატარა ოფისში ყოფილიყო და არც გარეთ გაყინულიყო. გავასაჯაროვეთ ჩვენი პირადი ნომრები იმისათვის, რომ მომხმარებელი პირადად დაგვკავშირებოდა. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ ყოველდღიური ონლაინშეხვედრები და ჩვენი აქტიური და ერთგული მომხმარებლები შეამჩნევდნენ, რომ გვქონდა ძალიან ბევრი ლაივ ჩართვა, სადაც ადამიანებს ვატყობინებდით იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში მათი უფლებების დაცვის გათვალისწინებით განხორციელდა. ეს იყო ჩვენივე რეკომენდაციების საფუძველზე სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 2020 წლის მარტშივე დაიწყო“, - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა. 

 

 

კითხვაზე, თუ როგორი ზემოქმედება იყო მომხმარებლისთვის სატარიფო ცვლილებაზე მიღებული გადაწყვეტილება და რა გაკეთდა იმისთვის, რომ მოსახლეობაზე წნეხი შემცირებულიყო, ენერგოომბუდსმენი პასუხობს, რომ მოსახლეობაზე ტარიფის გაზრდა ისედაც დიდ გავლენას ახდენს, გარდა ამისა პრობლემა გამოიწვია იმანაც, რომ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემა არასდროს არ ჰქონიათ და დახმარებას არ საჭიროებდნენ, სამსახურის გარეშე დარჩნენ და რა თქმა უნდა ამან მასობრივი გავლენა იქონია ყველა ფენის წარმომადგენელზე. ენერგო ომბუდსმენის თქმით გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სოლიდარობა გამოავლინეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ დახმარებაზე.

 


სალომე ვარდიაშვილი პურის მწარმოებელი ორგანიზაციებისთვის შეღავათების გაგრძელების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ შეღავათები გაზის სექტორისთვის გაგრძელდება, რაც პურის მწარმოებელი ქარხნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს აწარმოებენ.

 


„პურის მწარმოებელ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მიმდინარე წელსაც უკვე იყო ზარები და ჩვენ დავაზუსტეთ, რომ გაზის სექტორისთვის შეღავათები გაგრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი უნდა გამოაცხონ და პური მომხმარებლისთვის არ გაძვირდება. 

 

იყო ინიციატივა და უკვე არის გადაწყვეტილება და მზაობა იმისა, რომ სუბსიდირება კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისთვის 2022 წელსაც გაგრძელდება, აქ საუბარია მოწყვლად მომხმარებელზე, თუმცა ვინ ჩაითვლება მოწყვლად მომხმარებლად, ამაზე დოკუმენტი უახლოეს დღეებში გვექნება. აქ ნახსენები იყო სოციალურად დაუცველი ჯგუფები და 200 კვ/სთ. შესაძლოა სუბსიდირება შეეხოს იმ მომხმარებელსაც, რომელიც 200 კილოვატ საათზე ნაკლებს დახარჯავს“, - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

 


ენერგოომბუდსმენმა მესტიის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მესტიაში ყოველწლიურად ნებისმიერ სეზონზე აწყდებიან პრობლემას, რომ სათანადო მომსახურება სათანადო ხარისხით მესტიაში ვერ ხორციელდება, მისივე თქმით მესტიაში არის ღია ტრანსფორმატორები, უპატრონოდ მიტოვებული მრიცხველები და სიცოცხლისთვის საშიში ვითარება იქმნება.


 


„გარდა ამისა, ჩვენ მესტიაში სხვა პრობლემაც გვაქვს, კომპანია ვერ მუშაობს შესაბამისად, რადგან არარეალური ხარებია, რა თქმა უნდა ჩვენ მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ მისი უფასო მოხმარება სხვა მომხმარებელზე უარყოფითად აისახება და ეს საბოლოო ჯამში რეგიონში უარყოფით ფონს შექმნის. ეს უარყოფითი ფონი მომავალში მომსახურების შემდეგ განვითარებას შეაფერხებს ვერ მოხდება დაერთება და ეკონომიკა და ბიზნესიც ვერ განვითარდება, რაც საბოლოო ჯამში თვითონ მოსახლეობის ინტერესში უნდა იყოს. ეს ყველაფერი მოგვარდება მაშინ, როდესაც ყველა იმ თანხას გადაიხდის, რასაც მოიხმარს“, - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

 


რაც შეეხება ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურულ რეფორმებს, სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილებები მოხდა იმის გამო რომ ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

 

 

„ეს ცვლილებები მოხდა იმის გამო, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოგვერგო ევროკავშირის შესაბამისი მითითებების, რეკომენდაციისთვის და ჰარმონიზაციის პროცესისთვის, ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ბაზარი ოდესღაც უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი და ამას არაფერი სჯობს, როდესაც მომხმარებელს აქვს არჩევანის შესაძლებლობა და მისთვის მომსახურე კომპანიას ჰყავს კონკურენტი.

 

ჩვენთა ამ პროცესს პანდემია დაემთხვა, როდესაც ამ საკითხზე ვმუშაობდით, ქვეყანაში გამართული მუშაობა ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილ, სწორედ ამ ფონზე გადაწყდა, რომ სულ სხვა კომპანია უნდა მოგვემსახუროს, სულ სხვა კომპანია შემოდის, რომელმაც არსებული რეგულაციები და წესები უნდა შეისწავლოს და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გადასვლის პროცესში ახალმა კომპანიამ რეალურად კარგად ვერ იმუშავა და ვერ გამოავლინა შესაბამისი ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ პროცესი უმტკივნეულოდ წარმართულიყო და მომხმარებელზე არ ასახულიყო. რეგიონულ დონეზე უფრო მეტი მზაობა გამოავლინა მენეჯმენტმა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგვქმნია, იყო რამდენიმე ადგილი სადაც გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრა, მაგრამ დედაქალაქის მასშტაბით მასობრივი გაუგებრობა წარმოიქმნა, რამაც დაგვანახა, რომ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვქონდა, რადგან დაიწყო ქვითრების კორიანტელი მომხმარებელთან და მომხმარებელი ვერ არკვევდა თუ რატომ იყო ორი ქვითარი, რატომ მიდიოდა თელასიდანაც გადასახადი და თელმიკოდანაც. ჩვენ მოგვიწია ბევრი ახსნა-განმარტების გაკეთება.

 

პროცესში დაშვებული იყო ძალიან ბევრი შეცდომა და როგორც კი ამ შეცდომებს მივაქციეთ ყურადღება, მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას, რომელსაც მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა საკითხზე და ცნობილია, რომ კომპანიები დაჯარიმდნენ და მათ მაქსიმალური სანქცია დაეკისრათ. ეს იყო იმდენად მასობრივი და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კომისიამ მიახვედრა კომპანიებს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო მეორეჯერ არ იქნებოდა კომპრომისი და იქნებოდა უმკაცრესი ზომები გატარებული.

 

ასე რომ, კომპანიებმაც თვითონ თელმიკომაც აქტიურად იმუშავა და ერთ თვეში შეძლო მასობრივი პრობლემის ამოწურვა და იმ დონეზე მიყვანა, რომ ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც არ ენდობოდნენ იმ დაკორექტირებას, - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა

 

 

ვარდიაშვილის თქმით, ერთი კომპანიიდან მეორეზე გადასვლის პროცესში ძალიან დიდი დარღვევები იყო, მისივე თქმით კომპანიამ მართლა მკაცრი მითითებების საფუძველზე იმუშავა და მასობრივი პრობლემები გამოასწორა, თუმცა ახალი წლის წინ აღრიცხვიანობის ახალი სისტემა დაემთხვა, რამაც მომხმარებლის დაბნეულობა გამოიწვია. 



“ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მომხმარებელი ამას მშვიდად არ შეხვდებოდა, შესაბამისად კომპანიებს ვთხოვეთ, რომ მათთან მესიჯები დაეგზავნათ, რადგან მათ წინასწარ სცოდნოდათ, თუ რასთან ჰქონდათ საქმე, აღმოჩნდა რომ არც ეს იყო საკმარისი. ჩვენ არ გამოგვიტოვებია არც ერთი მედია საშუალება, გვქონდა ბრიფინგები იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებლებისთვის აგვეხსნა, თუ რა ხდებოდა და რატომ მიუვიდათ ორი გადასახადი, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ეს პროცესი გაუგებრობას გამოიწვევდა. შესაბამისად არ გამოგვიტოვებია კომპანიაში შემოსული არც ერთი სსატელეფონო ზარი.

 

ეს უნდა მომხდარიყო იმ ნორმატიული აქტიდან გამომდინარე, რამაც განაპირობა სწორედ ამ ახალი აღრიცხვიანობის სისტემის ჩამოყალიბება. უბრალოდ ინფორმირება არ იყო სრული იმისთვის, რომ მომხმარებელი ამ ცვლილებებს მზად დახვედროდა. აქ ის ფაქტორია, როდესაც შენი ხარჯიანობა განისაზღვრება თვეში 60 ლარით და დეკემბერში წინასაახალწლოდ მოგდის მეორე ქვითარიც, ამისთვის მზად აღარ ხარ. ეს მომხმარებლის მატერიალურ ეკონომიკური ნაწილის შემადგენელია, რისთვისაც მომხმარებელი არ იყო მზად და ძალიან სწორი იყო ის კომპრომისი ა მოლაპარაკება, რაც თანხების გადახდის თარიღს იანვრის ბოლოსთვის გულისხმობდა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ იანვარში ზოგი კატეგორიის მომხმარებელი კვლავაც მიიღებს ორი ტიპის შეტყობინებას. ესენი ის მომხმარებლები იქნებიან, ვისთვისაც კომპანიამ ქვითრის გაგზავნა ვერ მოასწრო. ამ ქვითრებში იქნება ასახული მხოლოდ ის კილოვატ საათები, რომელიც მათ მოამხრეს“, - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

 

 

 

ვარდიაშვილის თქმით, ეს ბევრ პრობლემას მოხსნის და აღრიცხვიანობის ასეთმა სისტემა სუბსიდირებასაც შეუშალა ხელი, რადგან ზოგიერთი მომხმარებლისთვის თვის ციკლი დასრულდა 5 რიცხვში, ზოგისთვის 15 რიცხვში.

 

 

„აღრიცხვიანობის ციკლი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ ჩვენ სხვანაირად ვერ ვხსნიდით ამას და ბოლოს ნორმატიულ აქტში ცვლილებაც გახდა საჭირო, სადაც ჩაიწერა, რომ ანაზღაურებადი იყო არა იმ თვის ხარჯი, არამედ აღრიცხვიანობის წაკითხვის პერიოდში ქვითარში ასახული თანხა“, - აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up