მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 15-16%-ით გაიზარდა

მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 15-16%-ით გაიზარდა

access_time2022-01-21 12:00:28

პანდემიურ პერიოდში მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერი კომპანიების სერვისებზე მოთხოვნამ მოიმატა. კორონავირუსთან დაკავშირებული რიგი გამოწვევების მიუხედავად, სექტორის საქმიანობა აშკარად პოზიტიური აღმოჩნდა. მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელის უჩა სეთურის შეფასებით, ზრდადია როგორც პროვაიდერების რაოდენობა, ასევე მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი, რომელიც სამომავლოდ კიდევ გაუმჯობესდება.



სეთურის ინფორმაციით, მცირე და საშუალო კომპანიების ფიქსირებულ აბონენტებს ბაზრის 12% უჭირავთ. რაც შეეხება ტარიფს, აღნიშნული სეგმენტის მომსახურების საფასური თვეში საშუალოდ 20-25 ლარის ფარგლებშია.


 

,,მცირე და საშუალო ოპერატორების საქმიანობაში პიკი იყო 2020 წელი, როცა ეპიდემიის გამო ყველა სახლში იჯდა და ონლაინ მუშაობდა. სექტორისთვის არც დღეს არსებული მოცემულობა წარმოადგენს პრობლემას და მზად არიან ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც შეიძლება პანდემიის გამო მოთხოვნის ზრდას უკავშირდებოდეს.  2021 წლის მდგომარეობით, სერვისებზე მოთხოვნაც და შემოსავლებიც  საშუალოდ 15-16%-ით გაზრდილია. ხარისხი მასობრივად გაუმჯობესდა და ამ მხრივ რეგიონებსა და დედაქალაქს შორის დიდი სხვაობა არ არის.  ამასთან,  ვმუშაობთ ახალ პროექტზე, ხარისხი სამომავლოდ უფრო მეტად დაიხვეწება და რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მივიღებთ.  ოპტიკებისა და რადიოს შემთხვევაში, სიმძლავრები განსხვავებულია, თუმცა ჩვენი მომსახურება მოიცავს ისეთი სერვისებს, როგორიცაა დაზიანებების აღმოფხვრა, რეაგირება და სხვა, რა მხრივაც ლიდერები ვართ“, - აცხადებს უჩა სეთური.




სექტორის მთავარ გამოწვევად იგი მონოპოლისტი კომპანიების მხრიდან კანონის აღსრულებას მიიჩნევს და ამბობს, რომ  ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი პირობებია, რაც მათი საქმიანობის შედეგზე ნეგატიურად აისახება.



,,სიმძლავრეები გაზრდილია და ხარისხის მხრივ წინ მივდივართ, რაც კარგია. თუმცა არის დიდი კომპანიების მხრიდან დემპინგი, თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად სთავაზობენ სერვისებს მომხმარებელს. მაგალითისთვის, როცა ინტერნეტი და ტელევიზია თბილისში ღირს, დავუშვათ, 49 ლარი, ანალოგიური შეთავაზება რეგიონებში შეიძლება 28 ლარი ღირდეს. ცხადია, ასეთი ტარიფი მომხმარებლისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენ სერიოზულ დაბრკოლებას გვიქმნის. კონკურენციის დიდი პრობლემაა. მართალია, მსხვილი ოპერატორები თავიანთ გადაწყვეტილებას ამართლებენ იმით, რომ დროებითი შეთავაზებაა და აქციის სახეს ატარებს, მაგრამ არაფერი იცვლება და ხშირად იაფი სერვისი ძალაში რჩება, რაც საშუალო და წვრილი ოპერატორების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება. მით უმეტეს, ისეთი რეგიონები აქვთ შერჩეული, სადაც ისინი ჩვენი სეგმენტს მსხვილი ოპერატორების კონკურენტებად მოიაზრებენ. ასეთ შემთხვევაში სხვა რეგიონებთან და თბილისთან შედარებით, მომხმარებელს ნაკლებ ფასს სთავაზობენ“, - ამბობს უჩა სეთური.

 


ცნობისთვის, ამ ეტაპზე მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერი ოპერატორების რაოდენობა საქართველოში ჯამში 150-ს აღწევს. მათი მომხმარებლების რაოდენობა 120 000-ის ფარგლებშია.



მარი ჩიტაია







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up