2021 წლის 12 თვეში ქართული ბანკების წმინდა მოგებამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, თუმცა დეკემბერში (112 მლნ ლარი) წინა თვესთან (ნოემბერი — 209 მლნ ლარი) შედარებით განახევრდა. ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, მთლიანობაში 2021 წლის 12 თვეში ბანკებმა ჯამური შემოსავლის სახით 5.97 მილიარდი ლარი მიიღეს. გაზრდილია როგორც სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, თუმცა სექტორისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ მაინც ფიზიკური პირების სესხები რჩება.
ეს მაჩვენებლები ასე ნაწილება:
• ბანკების საპროცენტო შემოსავლები ფიზიკური პირების სესხებიდან - 2.48 მილიარდი ლარი;
• ბანკების საპროცენტო შემოსავლები იურიდიული პირების სესხებიდან - 1.67 მილიარდი ლარი.
საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და სხვა ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები ასე ნაწილდება:
• საკომისიოები გაწეული მომსახურებისთვის - 466 მილიონი ლარი;
• ჯარიმები - 73.6 მილიონი ლარი;
•საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება — 295 მილიონი ლარი.
რაც შეეხება ბანკების ხარჯებს, 2021 წელს 3.63 მლრდ ლარი შეადგინა, ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 1.28 მილიარდი ლარი შეადგინა.
მთლიანობაში საბანკო სისტემამ 2.3 მილიარდი ლარის მოგება დააგენერირა, ხოლო მოგების გადასახადის სახით 256 მილიონი ლარი გადაიხადა. შედეგად, ბანკებს 2 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.
კონკრეტული თვეების განმავლობაში საბანკო სექტორის მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:
იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი - 204 მილიონი ლარი;
ივნისი - 294.6 მილიონი ლარი;
ივლისი - 178 მილიონი ლარი;
აგვისტო - 233.1 მილიონი ლარი;
სექტემბერი - 171.2 მილიონი ლარი;
ოქტომბერი - 117.5 მილიონი ლარი;
ნოემბერი - 209 მილიონი ლარი;
დეკემბერი — 112 მილიონი ლარი.
ნინო თამაზაშვილი