დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-11 21:30:25

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. მარტო პარლამენტში - „ქართული ოცნება“ ერთადერთი მმართველი პარტია მსოფლიოში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მარტო აღმოჩნდება

 

 

უპრეცედენტოა თუ არა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, როდესაც პარლამენტში რჩება ერთი - მმართველი პარტია, ოპოზიცია კი, ბოიკოტის რეჟიმშია და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს?

 

 

2. „ეს არის იმ ხარვეზის აღიარება, რომელიც 520 - ე დადგენილებაში იყო“- სახელმწიფო კლინიკებისთვის დეფიბრილატორებს შეიძენს


 

№520 დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო თავის შეცდომას ირიბად აღიარებს და ახალ პროგრამას აანონსებს. სამინისტოს მოლაპარაკებებმა არითმოლოგთა ასოციაციის წევრებთან შედეგი გამოიღო, უწყება 2 566 180 ლარის ღირებულების დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს

 

3. ‘’ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის პროექტის ინიცირება თავიდანვე შეცდომა იყო’’ - გია ხუხაშვილი


 

8 დეკემბერს, გვიან ღამით თურქეთიდან  ჩინეთის მიმართულებით მოძრავმა საექსპორტო მატარებელმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად მოხდა. ეს   პირველი შემთხვევა იყო, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

 

 

4. საქართველოში წინასაარჩევნოდ სპორტსმენების ლოიალობა 13 მილიონ 800 ათასი ლარი ღირს - „სამოქალაქო იდეის“ ანგარიში


 

 

მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა? - ამ სათაურით ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“  გამოაქვეყნა ანგარიში,  რომელშიც საუბარია არჩევნების დროს მმართველი პარტიის ლოიალობის უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო რესურსების გამოყენებაზე. ორგანიზაციის მიერ პირველ ეტაპზე შესწავლილია  სპორტული ღონისძიებების და სპორტსმენების საკითხი, რაშიც,  ანგარიშიც მიხედვით, პანდემიის დროს,  ჯამში სახელმწიფო  ბიუჯეტიდან და   ტენდერებდან   დაიხარჯა  დაახლოებით 13 მილიონ 800 ათასი ლარი.

 

 

 

5. ამერიკის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია - ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა პარლამენტის პირველ შეკრებამდე - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად

 

 

ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად.

 

6. „G.G Group“ მთავრობას - „მაშინ როცა 24 დეკემბრიდან თითქმის ყველა ბიზნესი იხსნება რესტორნებიც იმსახურებენ ამ პირობის გაზიარებას“

 

 

„თუკი 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით თითქმის ყველაფერი იხსნება, და ჩვეულებრივად შეძლებენ მუშაობას. ნამდვილად იმსახურებენ რესტორნებიც ამ პირობის გაზიარებას“, - ამის შესახებ „კომერსანტს“  ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის „G.G Group“-ის რესტორნების „MARANI HALL“ მცხეთისა და „MARANI RESTAURANT & BAR“- ის დირექტორმა მალხაზ ნუცუბიძემ განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ 10 სამუშაო დღე სტუმარ-მასპინძლობის სექტორს ამოსუნთქვის საშულებას მისცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში მალხაზ ნუცუბიძის თქმით, შეღუდევბს ბიზნესი ვერ გადაიტანს.

 

7. საქართველო ამერიკული გიგანტის Motorola Solutions-ის საპარტნიორო კონფერენციას უმასპინძლებს

 

 

ამერიკული რადიოკავშირგაბმულობის გიგანტის Motorola Solution-ის ყოველწლიური საპარტნიორო კონფერენცია შესაძლოა თბილისში ან ბათუმში ჩატარდეს. როგორც წესი, კომპანიის ამ ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. -  ამის შესახებ „კომერსანტს“ციფრული კავშირგაბმულობის კომპანია Communicom-ის დამფუძნებელმა გიორგი შვანგირაძემ განუცხადა.

 

 

8. დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის გამო - „მეღვინეობა ხარებაში“ შშმ ქალს კომპანიის დატოვება მოსხთოვეს

 

 

თეკლე ორთოიძე, კომპანიაში „მეღვინეობა ხარება“, კონკურსის გავლის შემდეგ, ჯერ დაასაქმეს და შემდგომ პირველივე სამუშაო დღეს გაათავისუფლეს. მიზეზი თეკლეს შეზღუდული შესაძლებლობა აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს.

 

9. გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი,წლის ბოლომდე გახდება ცნობილი

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია  ახალი  ტარიფების დადგენაზე მუშაობს, ეს იქნება  3-წლიანი ტარიფი და დადგინდება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასური.

 

10. The Economist: ამერიკის ეკონომიკას მძიმე ზამთარი ელის

 

 

ბოლო თვეების მანძილზე აშშ-ს ეკონომიკამ სწრაფი აღდგენა დაიწყო, თუმცა ოპტიმიზმისთვის ჯერ არც თუ ისე ბევრი საფუძველია - შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ აღდგენის პროცესი შენელებას იწყებს.

 

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up