‘’ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის პროექტის ინიცირება თავიდანვე შეცდომა იყო’’ - გია ხუხაშვილი

‘’ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის პროექტის ინიცირება თავიდანვე შეცდომა იყო’’ - გია ხუხაშვილი

access_time2020-12-11 12:00:58

8 დეკემბერს, გვიან ღამით თურქეთიდან  ჩინეთის მიმართულებით მოძრავმა საექსპორტო მატარებელმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად მოხდა. ეს   პირველი შემთხვევა იყო, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.


„ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო დერეფანი მოქმედებს ორმხრივ რეჟიმში, მასპინძლობს მზარდ რაოდენობა ტვირთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ არა მარტო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის, არამედ ქართული საექსპორტო პრუდუქციის ჩინეთში უფრო მარტივად ჩასასვლელად და ჩინურ ბაზარზე მოსახვედრად“ - ასე შეაფასა საქართველოს გავლით საექსპორტო ტრანზიტის შემთხვევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


საქართველოს, როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილის გადამწყვეტ ეკონომიკურ მნიშვნელობას პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპერტებიც ცალსახად აღიარებენ, თუმცა აღნიშნული ფაქტი, ჩინეთის მიმართულებით მოძრავი საექსპორტო მატარებლის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა,  უფრო ერთჯერადი პოლიტიკური ღირებულების მქონე მოვლენად მიაჩნია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს, ვიდრე ეკონომიკური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ამოქმედებად.


„არ მგონია, რომ ამ მიმართულებაზე გადაზიდვების კუთხით, რამე ინტენსიური მოძრაობა ვიხილოთ და რამდენიმე მილიონიანი ტონის გადაზიდვებზე ვისაუბროთ იმიტომ, რომ მისი წარმადობა ძალიან შეზღუდული იქნება. ეს არის პოლიტიკური მნიშვნელოვანი გზავნილი, მაგრამ მის ეკონომიკურ დატვირთვაზე საუბარი გადაჭარბებულია.


 ძალიან საკამათო იყო ჩემთვის თავიდანვე ამ პროექტის, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ასევე ამ რისკების გათვალისწინებით მაინც არასდროს მომწონდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელება. გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავის დროზე ამ პროექტის ინიცირება იყო შეცდომა.

ამ რკინიგზის წარმადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მას უფრო პოლიტიკური ფასი აქვს, ვიდრე რეალური ეკონომიკური წონა. რთული რელიეფური პირობებისა და სხვა პრობლემების გამო, მისი წარმადობა საკმაოდ შეზღუდულია. ეს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენი პოზიციიდან პრობლემატური ისაა, რომ თუ დერეფნის ამ დატვირთვას წარმადობა დაბალი ექნება მაშინ სუფთა სიმბოლური მნიშვნელობის იქნება.  მაგრამ, დავუშვათ წარმადობა ძალიან გაიზარდა, ამ შემთხვევაში ჩვენი პორტები დგებიან რისკის ქვეშ იმიტომ, რომ ძალაიან ბევრი ტვირთი გადამისამართდება ამ მიმართულებაზე და ჩვენი პორტები დარჩებიან ტვირთის გარეშე. პორტები დაკარგავენ შემოსავალს და რკინიგზაც დაკარგავს შემოსავალს იმიტომ, რომ ამ მიმართულებაზე მოძრავი ტვირთებით ჩვენ ვერასდროს ვერანაირ შემოსავალს ვერ ვნახავთ. ეს კი იმ მარტივი მიზეზის გამო მოხდება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი კრედიტით განხორციელდა. ანუ ნებისმიერი შემოსავალი, მიდის კრედიტის დაფარვაზე. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ პორტები როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო შემაერთებელი კვანძი, ფუნქციონალური იყოს. ჩვენი პორტები დიდი დატვირთვით ისედაც არ მუშაობენ და მათ კიდევ რომ მოაკლდეთ ეს ტრანზიტები,  სერიოზული პრობლემა იქნება,“ - განმარტავს გია ხუხაშვილი.

 

ბაქო-თბილისი-ყარსი ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ის სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკურ პლატფორმად აქცევს საერთაშორისო კორპორაციებისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ დერეფნის ნაწილად ყოფნას საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ამ ფორმით შენარჩუნდება მისი პოზიციები.


„წლებია ვსაუბრობთ, რომ გვაქვს უდიდეს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის პოტენციალი და რომ მთავარი ეკონომიკური ინტერესი უნდა გადიოდეს ასეთი პროექტების განხორციელებაზე. გვქონდა კრიტიკაც და რეკომენდაციებიც მთავრობის მიმართ, რომ  სწორედ ეს უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი. საქართველო რომ ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია და ეს მოვლენაც რომ გადაზიდვებში როლს შეასრულებს ძალიან დიდი ნაბიჯია, თუმცა ეს არ არის იმ მასშტაბით, რა პოტენიცალიც რეალურად გვაქვს. ეს არის ერთეული პრეცედენტი და არ არის მასიური ხასიათის.


მხოლოდ გზის ნაწილად ყოფნას აზრი არ აქვს, ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ მთავარი განაწილების წერტილი ამ პროცესში. საქართველოში უნდა ხდებოდეს ტვირთების აკუმულირება. ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს ის საერთაშორისო შეთანხმებები, როგორებიცაა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. უნდა შეიქმნას სასაწყობე მეურნეობები და საწარმოები, უნდა მოხდეს დამატებითი ტექნოლოგიური აღჭურვა და მერე უკვე ექსპორტი პროდუქციის. უნდა შევქმნათ მიზიდულობის წერტილი, რომელიც მოიზიდავს სხვადასხვა კომპანიებს საქართველოში, როგორც ეკონომიკურ პლატფორმაზე. ამას სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, უსაფრთხოება, თავდაცვა, ბიზნესის თავისუფლება, მინიმუმამდე დაყვანილი კორუფცია და სასამართლო, რომელიც ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის მიმართ მიუკერძოებელია. დღეს, ის პრეცედენტი, რომ საქართველოს გავლით გადაიზიდება ტვირთი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა და გავხდეთ გზაჯვარედინი ევროპასა და აზიას შორის,“ - განმარტავს ვასო ურუშაძე.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up