საქართველო ამერიკული გიგანტის Motorola Solutions-ის საპარტნიორო კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველო ამერიკული გიგანტის Motorola Solutions-ის საპარტნიორო კონფერენციას უმასპინძლებს

access_time2020-12-11 15:30:45

ამერიკული რადიოკავშირგაბმულობის გიგანტის Motorola Solution-ის ყოველწლიური საპარტნიორო კონფერენცია შესაძლოა თბილისში ან ბათუმში ჩატარდეს. როგორც წესი, კომპანიის ამ ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. -  ამის შესახებ „კომერსანტს“ციფრული კავშირგაბმულობის კომპანია Communicom-ის დამფუძნებელმა გიორგი შვანგირაძემ განუცხადა. Communicom-ი კი პირველი ქართული კომპანიაა ბოლო 10 წლის მანძილზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ Motorola Solutions-ისგან წლის გამორჩეული პარტნიორის ჯილდო მიიღო და 5 საუკეთესო კომპანიას შორის მნიშვნელოვანი პროექტების მოგებისა და საუკეთესოდ შესრულების გამო, რჩეული გახდა. როგორც გიორგი შვანგირაძე განმარტავს, წლევანდელ საპარტნიორო კონფერენციაზე საქართველოს, როგორც მცირე ბაზრის ქვეყნის გამარჯვებას 130-ამდე ქვეყნის კომპანიებს შორის, არავინ ელოდა და ეს ქვეყნის წარმატებაა.


„ჩვენ 2015 წლიდან Motorola Solutions-ის პლატინიუმის პარტნიორები ვართ საქართველში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რადიოკავშირების, კავშირგაბმულობის და უსაფრთხოების მხრივ  საქართველოში ბაზრის დაახლოებით 70 პროცენტს ვფლობთ.  Motorola Solution-ს მსოფლიოს 130-ამდე ქვეყანაში ჰყავს პარტნიორები და მათი მეშვეობით ახდენს თავისი პროდუქციის რეალიზებას. ხოლო ყოველწლიურად, გასული წლის შედეგების მიხედვით, ეს კომპანია აჯამებს და გამოარჩევს 4 ან 5 პარტნიორს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელსაც გადასცემს ჯილდოს გარკვეული დამსახურებების გამო.  ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პროექტების შესრულება, მარკეტინგულად გამორჩეული პროექტები - ჩვენ გამოგვარჩიეს, როგორც მნიშვნელოვანი პროექტის მოგებისა და საუკეთესოდ შესრულების გამო და სწორედ ასე ჰქვია ჩვენს ჯილდოს - Significant Project Win.

ყოველთვის გვინდოდა პარტნიორებს შორის გამორჩეული ვყოფილიყავით, რადგან პატარა ბაზრის წევრები ვართ 4 მილიონიანი ქვეყნიდან. ძირითადად იგებენ დიდი ბაზრის მქონე ქვეყნები, რომელთათვისაც 100 000 პროდუქტის გაყიდვა,  ჩვენი 100 პროდუქტის რეალიზაციას უდრის. ვფიქრობ, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ხიდისთვის მეზობელ ქვეყნებთან. კონფერენციაზეც აღინიშნა, რომ საქართველოს გამარჯვება სასიამოვნოდ გასაკვირი ფაქტი იყო.   საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ ისეთ სამუშაოებს ვასრულებთ, რომელიც არ ჩანს, მათი უმეტესობა გასაიდუმლოებულია ისევე, როგორც პროექტი, რისთვისაც პრიზი ავიღეთ,“ - ამბობს გიორგი შვანგირაძე.




როგორც Communicom-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, მასშტაბური კონფერენციის საქართველოში ჩატარების შეთავაზებას Motorola Solution-ის დირექტორებისგან დადებითი პასუხი მოჰყვა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი ან ზღვისპირა ბათუმი უმასპინძლებს.  


„ძალიან გვინდა, რომ ეს კონფერენცია საქართველოში ჩატარდეს. Motorola Solutions-ის წარმომადგენლები საქართველოში ხშირად ჩამოდიან და სხვადასხვა კონფერენციებს ესწრებიან.  ამ მხრივ, დიდი მხარდაჭერა გვაქვს და კომპანიის დირექტორების დიდი სურვილიცაა, რომ ასე მოხდეს.  2019 წელს იგივე კონფერენცია დუბლინში ჩატარდა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მალე 130 ქვეყნის წარმომადგენელს და კომპანიას საქართველოც უმასპინძლებს. გვინდა, რომ ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას,“ - განმარტავს გიორგი შვანგირაძე.  

 

კომპანია Communicom-ი 2015 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა და მათი სერვისები მოიცავს რადიოკავშირის უზრუნველყოფას.

 

 მარიამ მორგოშია


თეგები:
motorola solutions communicom



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up