„G.G Group“ მთავრობას - „მაშინ როცა 24 დეკემბრიდან თითქმის ყველა ბიზნესი იხსნება რესტორნებიც იმსახურებენ ამ პირობის გაზიარებას“

„G.G Group“ მთავრობას - „მაშინ როცა 24 დეკემბრიდან თითქმის ყველა ბიზნესი იხსნება რესტორნებიც იმსახურებენ ამ პირობის გაზიარებას“

access_time2020-12-11 14:31:04

 „თუკი 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით თითქმის ყველაფერი იხსნება, და ჩვეულებრივად შეძლებენ მუშაობას. ნამდვილად იმსახურებენ რესტორნებიც ამ პირობის გაზიარებას“, - ამის შესახებ „კომერსანტს“  ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის „G.G Group“-ის რესტორნების „MARANI HALL“ მცხეთისა და „MARANI RESTAURANT & BAR“- ის დირექტორმა მალხაზ ნუცუბიძემ განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ 10 სამუშაო დღე სტუმარ-მასპინძლობის სექტორს ამოსუნთქვის საშულებას მისცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში მალხაზ ნუცუბიძის თქმით, შეღუდევბს ბიზნესი ვერ გადაიტანს.

 

პირველი კარანტინის დროს ასე არ გაგვჭირვებია. ახლა ბევრად გართულდა გადარჩენისთვის ბრძოლა.  ზამთარი ამ ყველაფერს კიდევ სხვანაირად ამძიმებს, იმედიც აღარაა. 140 ადამიანი ერთმანეთს შევყურებთ თვალებში,რომ ეს ამდენხნიანი თანაგუნდელობა არ დაგვეშალოს. ახლა უკვე ძალიან გვიჭირს. თბილისის მარანი-დან და მცხეთის მარანი ჰოლი-დან ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით  25-30 ათას ლარს ვრიცხავთ( თუ გადავაცილებთ დროს, ჯარიმა ან  ყადაღა გარდაუვალია, შეღავათი არ არსებობს, არც გამონაკლისი). აბსოლუტურად კარგად გვესმის განგაშის და საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა,მაგრამ ამ შექმნილი სიტუაციის გამო დაწესებული ასეთი რეგულაციები, უბრალოდ ნაჩქარევია ან ხელმეორედაა გადასახედი. ხუთშაბათს გამოაცხადეს, რომ შაბათს ვიკეტებოდით, ბიზნესმა შეიძლება ეს გადაწყვეტილება ვერ გადაიტანოს“, - აცხადებს მალხაზ ნუცუბიძის.

 

საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს გაითვალისწინონ რესტორნის თანამშრომელთა და, მათ უკან მყოფი ადამიანების ყოფაც. მისი თქმით, მაშინ როცა თითქმის ყველა ბიზნესი იხსნება ყველა ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით რესტორნებიც უნდა გაიხსნას.

 


„ეპიდემიის გავრცელების საფრთხე რომ იყოს, ამაზე არც ვიფიქრებდით, მაგრამ ოჯახების გადარჩენის საფრთხეა და, მათ გადასარჩენად ამ რამდენიმე დღიან გახსნაში, იქნებ როგორმე  რესტორნებიც შეიყვანოთ- რა თქმა უნდა,  ყველა წესების დაცვით და  ნებისმიერ დროს შემოწმებით. შეიქმნას მანამდე კომისია, მობრძანდნენ შეამოწმონ, ისევ გადათვალონ რამდენ კაცზე იქნება შესაძლებელი, ყველა წესის დაცვით სტუმრის მიღება და ჩვენც მოგვცენ საშუალება თვითგადარჩენის. დიდი პასუხისმგებლობაა დღეს სამსახური ადგილის შენარჩუნება და თანამშრომელისთვის ხელფასის გაცემაა. მთელი წელი ყველამ სტრესში გავატარეთ და ამ შობა- ახალ წელს, რომელიც გამორჩეული დღესასწაულია ადამიანისთვის, როგორმე ჩვენც შეგვახვედრონ დაუშლელად, სამსახურ შენარჩუნებულად და გადარჩენის იმედით. თუ ცეკვით ვირუსის გავრცელების ეშინიათ, დაგვიჯერეთ, უკვე ადამიანებს აღარ ეცეკვებათ, მხოლოდ ინერციით მოდიან, სხედან და არაფრისმეტყველი თვალებით  ძლივს იღებიან“,  განმარტავს მალხაზ ნუცუბიძე.

 

„G.G Group“-ის რესტორნების დირექტორი კომუნალური გადასახადების გადახდის დაპაუზებას ითხოვს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ბიზნესისთვს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.


განა არ ვიხდით, უბრალოდ,ცოტა ხნით შეგვიჩერეთ, რადგან ბალანსზე არსებული დეპოზიტის გამოყენების საშუალება არ გვეძლევა.  დიახ, შუქის, გაზის და წყლის გადასახდზე თანხა გვიდევს დეპოზიტზე უბრალოდ ვერ ვიყენებთ, რადგან ამის ათვისება რომ მოხდესო, ჯერ უნდა გაუქმდეს დადებული ხელშეკრულება მეიჯარესთან, მერე თავიდან ახლებურად უნდა გაფორმდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გადახდას. ამ ყველაფერს ისიც ამძაფრებს, რომ გვირეკავენ შესაბამისი სამსახურებიდან და მუდმივად გვახსენებენ  გადაუხდელობის შემთხვევაში  გაგითიშავთო. მარტივი რომ იყოს, ასე არ გავირთულებდით, მაგრამ მაცივარში არსებული პროდუქტის გაფუჭება და, დამატებითი ზარალს  მართლა ვეღარ გაუძლებთ“, ამბობს მალხაზ ნუცუბიძე.



ბაჩო ადამია





Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up