მარტო პარლამენტში - „ქართული ოცნება“ ერთადერთი მმართველი პარტია მსოფლიოში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მარტო აღმოჩნდება

მარტო პარლამენტში - „ქართული ოცნება“ ერთადერთი მმართველი პარტია მსოფლიოში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მარტო აღმოჩნდება

access_time2020-12-11 10:00:50

უპრეცედენტოა თუ არა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, როდესაც პარლამენტში რჩება ერთი - მმართველი პარტია, ოპოზიცია კი, ბოიკოტის რეჟიმშია და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს?


მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობრივი პოზიციისა, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი შესაძლოა ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოდ ჩამოყალიბდეს. არადა არჩევნებზე 1%-იანი ბარიერის წყალობით, მანდატები 9 პარტიამ მოიპოვა, თუმცა, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მანდატებზე უარს ამბობს.


ოპოზიციის სრული ბოიკოტის შემთხვევაში, პარლამენტარიზმის ოცდაათწლიან ისტორიაში, კომუნისტური რეჟიმის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სახელისუფლებო პარტია მარტო დარჩება.


ჩვენთან, თავად ბოიკოტის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს - პუტჩის შემდეგ, 1992 წლის არჩევნებში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 2008 წელს კი, ოპოზიციის ნანაწილმა მანდატები დახია და სიაც გაანულა, მაგრამ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში მაინც შევიდა - ახლადდაარსებული „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, ასევე რამდენიმე პოლიტიკოსი როგორც გაერთიანებული ოპოზიციიდან, ასევე „ლებორისტული პარტიიდან“. მაშინ, პარლამენტის სრული ბოიკოტი, ჩანაფიქრის მიუხედავად, არ გამოუვიდათ. ცნობისთვის, „ლეობორისტული პარტია“ 4 წლის განმავლობაში, ერთ სხდომასაც არ დასწრებია, მაგრამ დეპუტატის ხელფასებს მაინც იღებდნენ. 2009 წელს კი, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად დეპუტატის მანდატი აღიდგინა კონსტანტინე გამსახურდიამ და საგამოძიებო კომისია ჩაიბარა, რომელსაც პირველი პრეზიდენტის მკველობის გარემოებების შესწავლა ევალებოდა. პარლამენტში დაბრუნების შანსი ათიდან მხოლოდ მან გამოიყენა.



2008 წლისგან განსხვავებით, როდესაც 150 ადგილიან პარლამენტში ოპოზიციას მხოლოდ 30 ადგილი ერგო, 2020 წელს ხელისუფლების ოპონენტებმა, საერთო ჯამში 60 მანდატის მოპოვება შეძლეს. ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ - 36 მანდატი; „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი; ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4 მანდატი; „ლელო“ - 4 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“ - 4 მანდატი; „გირჩი“ - 4 მანდატი; „მოქალაქეები“ - 2 მანდატი; „ლეიბორისტული პარტია“ - 1 მანდატი.


აღმოჩნდება თუ არა „ქართული ოცნება“ თავისი 90 დეპუტატით პარლამენტში სრულიად მარტო? ამაზე ცალსახა პასუხი ჯერჯერობით რთულია, რადგან შემდეგ დღეებში, კვირებში, თვეებში ყველაფერია შესაძლებელი.


რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოყმანობს და მანდატებზე უარსა და სადეპუტატო სიების განულებას არ ჩქარობს. ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების შანსი არსებობს, ამ განწყობებს არ იზიარებს ოპოზიციის მეორე, უფრო დიდი ნაწილი, დღეს ისინი მანდატებზე უარს ამბობენ. ყველა მხარე თავისებურ წითელ ხაზებზე საუბრობს, რა მოხდება საბოლოოდ? თავად ამ პოლიტიკოსებმაც არ იციან, რამდენიმე მაინც შევა, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ასეთია - მეათე მოწვევის პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით.


ბევრი ძიების მიუხედავად, აღმოვაჩინეთ, რომ მსოფლიოში, სრულად ერთპარტიული პარლამენტი არსადაა. საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოშიც კი, ე.წ. უპარტიო დეპუტატებიც არსებობდნენ. წარმოიდგინეთ, ჩინეთის პარლამენტშიც, 2980 ადგილიდან „კომუნისტებს“ მხოლოდ 2099 მანდატი აქვთ, დანარჩენ ადგილებს „სოციალისტები“, „მშრომელები“, „დემოკრატები“ და დამოუკიდებლად წოდებული დეპუტატები ინაწილებენ. ანუ ერთი პარტია ჩინეთის შემთხვევაშიც არ არის საკანონმდებლო ორგანოში. თვით ავტოკრატული, დიქტატორული ჩრდილოეთ კორეის პარლამენტიც კი, ფორმალურად ოთხ პოლიტიკურ სუბიექტადაა დაყოფილი, რასაც ორი „დამოუკიდებელი“ დეპუტატიც ემატება. რა თქმა უნდა ეს ფორმალური საკითხია, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ პრეცედენტებზე ვსაუბრობთ.
რაც ეხება ბოიკოტს, ეს ქართული ფენომენი არ არის. მაგალითად, 2009 და 2019 წლებში ბოიკოტს მიმართა ალბანეთის ოპოზიციის ნაწილმა. გარდა ამისა სხვადასხვა დროს სრულ ან ნაწილობრივ ბოიკოტს მიმართა ბულგარეთის, სერბეთისა და მონტენეგროს პარლამენტის ოპოზიციურმა ფრთამაც. თუმცა, მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ.


რა მოხდება საქართველოში სრული ბოიკოტის შემთხვევაში? სამართლებრივად თითქოს არაფერი, თუმცა საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, როგორიც საქართველოა, და ზოგადად დემოკრატიული პროცესებისთვის, ეს სერიოზული პრობლემაა. ერთპარტიული პარლამენტი ვერ შეასრულებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას, ვერ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას და მთავრობის კონტროლს. ოპოზიციის გარეშე ვერ დაკომპლექტდება პარლამენტის თანამდებობები სრულად, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივმოქმედი დელეგაციები, ბევრ გადაწყვეტილებას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს ან დროებით საგამოძიებო კომისიებს, პარლამენტი ვერ დაამტკიცებს ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. და ეს მხოლოდ ნაწილია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up