„ეს არის იმ ხარვეზის აღიარება, რომელიც 520 - ე დადგენილებაში იყო“- სახელმწიფო კლინიკებისთვის დეფიბრილატორებს შეიძენს

„ეს არის იმ ხარვეზის აღიარება, რომელიც 520 - ე დადგენილებაში იყო“- სახელმწიფო კლინიკებისთვის დეფიბრილატორებს შეიძენს

access_time2020-12-11 11:00:36

№520 დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო თავის შეცდომას ირიბად აღიარებს და ახალ პროგრამას აანონსებს. სამინისტოს მოლაპარაკებებმა არითმოლოგთა ასოციაციის წევრებთან შედეგი გამოიღო, უწყება 2 566 180 ლარის ღირებულების დეფიბრილატორებს შეისყიდის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს. მაშინ, როცა ჰოსპიტალური სექტორი აცხადებდა, რომ დეფიბრილატორის შეძენის ზღვრული ტარიფი, საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო და კლინიკები პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას ვერ გაუწევდნენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩატარდა  ახალი ფასთა კვლევა, რომლის შედეგად  სამინისტრომ კლინიკებისთვის დეფიბრილატორებს შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.


ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმას დადებითად აფასებს „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილი. ექიმი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ცალსახად და ერთ მნიშვნელოვნად პაციენტისთვის  დიდი შეღავათია, რადგან  თანაგადახდა მკვეთრად შემცირდება. კარდიოლოგი „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ახალი პროგრამით უწყებამ №520 დადგენილების ხარვეზები აღიარა. ამბობს იმასაც, რომ პროგრამა უნდა გაგრძელდება და მხოლოდ დეფიბრილატორებით არ ამოიწუროს. კახაბერ ეცადაშვილი აცხადებს, რომ პროექტი სამინსიტროს და დარგობრივი ასოციაციების თანამშრომლობის კარგი პრეცედენტი იქნება.

 

„ვფიქრობ, რომ ეს არის იმ ხარვეზის აღიარება, რომელიც 520 - ე დადგენილებაში იყო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პრემიერმა იანვარში ბრძანა დადგენილება შეცვლილიყო რასაც ინტენსიური მუშაობის 11 თვე დასჭირდა, ცალსახად ვნახავთ, რომ 520 დადგენილება ნაჩქარევად და მოუმზადებლად იყო მიღებული, რასაც სულ ვამბობდით. იმედია პროგრამა გავრცელდება არა მარტო დეფიბრილატორებზე, არამედ მთლიან სპექტრზე. ადრე თუ კლინიკას მომწოდებლისგან უწევდა ამ აგრეგატის შეძენა, ხოლო შემდეგ სახელმწიფო თანხას 5-6 თვეში რიცხავდა, ახალა კლინიკა ამ ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლებული იქნება და დეფიბრილატორებს ჯანდაცვის სამინისტრო მიაწვდის“, - კახაბერ ეცადაშვილი.


 

„საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ დეფიბრილატორები ჯანდაცვის სამინისტრომ არითმოლოგთა ასოციაციის წევრებთან კონსულტაციით შეარჩია. მისი თქმით, უწყებამ ექიმების რჩევა გაითვალისწინა და სახელმწიფო კარგი ხარისხის დეფიბრილატორზე შეისყიდის. კახაბერ ეცადაშვილი ასევე დადებითად აფასებს მინისტრის განცხადებას პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოების შესახებ. მას იმედი აქვს, რომ მინისტრის სიტყვებს რეალური მოქმედება მოჰყვება და პროცესი ერთი წელი არ გაიწელება.

 

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის უარყოფით შედეგებზე ჰოსპიტალური სექტორი თავიდანვე საუბრობდა და დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ  სამედიცინო საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინა. კლინიკების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ  დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია და შედეგად, პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებდნენ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up