საქართველოში წინასაარჩევნოდ სპორტსმენების ლოიალობა  13 მილიონ 800 ათასი ლარი ღირს - „სამოქალაქო იდეის“ ანგარიში

საქართველოში წინასაარჩევნოდ სპორტსმენების ლოიალობა 13 მილიონ 800 ათასი ლარი ღირს - „სამოქალაქო იდეის“ ანგარიში

access_time2020-12-11 13:30:37

მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა? - ამ სათაურით ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“  გამოაქვეყნა ანგარიში,  რომელშიც საუბარია არჩევნების დროს მმართველი პარტიის ლოიალობის უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო რესურსების გამოყენებაზე. ორგანიზაციის მიერ პირველ ეტაპზე შესწავლილია  სპორტული ღონისძიებების და სპორტსმენების საკითხი, რაშიც,  ანგარიშიც მიხედვით, პანდემიის დროს,  ჯამში სახელმწიფო  ბიუჯეტიდან და   ტენდერებდან   დაიხარჯა  დაახლოებით 13 მილიონ 800 ათასი ლარი.


„სამოქალაქო იდეა“ ყველა დაინტერესებულ პირს, დღეიდან პერიოდულად შემოგთავაზებთ ჩვენი კვლევის შედეგებს იმაზე, თუ პანდემიის პირობებში რა დაგვიჯდა ქართული ოცნების მიერ, საარჩევნოდ, სხვადასხვა ჯგუფების ლოიალობის ყიდვა; როგორ ვერ შეძლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უარი ერქვათ ბიუჯეტის ხარჯზე მოპოვებულ კომფორტზე; როგორ ვერ შეძლო ხელისუფლებამ მთლიანი ადმინისტრაციული რესურსი, სწორედ პანდემიასთან ბრძოლის სამსახურში ჩაეყენებინა, ნაცვლად პარტიული ლოიალობის შენებისა;  მიუხედავად ვითარების უკიდურესი დრამატულობისა, როგორ აქვს არეული საქართველოს მთავრობას მთავარი და მეორეხარისხოვანი. მაშინ როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი, ღატაკდება მოსახლეობა, ბიზნესი გაჩერებულია, ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩენილია, იზრდება ინფიცირების მასშტაბი, პანდემიის შედეგად იღუპებიან ადამიანები, ხელისუფლების პასუხია - თვითდათხოვნაში მყოფი პარლამენტი, მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაფლანგული ბიუჯეტი, გაყალბებული არჩევნები, მდუმარე პრეზიდენტი,“ - აღნიშნავს „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.


როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, სხვა დარღვევებთან ერთად, ოპოზიციური პარტიების კრიტიკის დიდი ნაწილი მიმართული იყო საარჩევნო პროცესში ძალადობის, ზეწოლისა და ამომრჩევლის ნებაზე უკანონო გავლენისთვის სპორტსმენების გამოყენების ფაქტებზე. აქედან გამომდინარე, „სამოქალაქო იდეა“ დაინტერესდა რა დაგვიჯდა ჩვენ, გადასახადის გადამხდელ ამომრჩევლებს, ჩვენსავე ნებაზე ძალადობა და რამდენად შეიძლება იყიდო საქართველოში სპორტსმენების ლოიალობა.


ტენდერების გზით გაწეული საბიუჯეტო ხარჯების კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის აგვისტო-ოქტომბერის თვეებში, როდესაც საარჩევნო კამპანია და შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიული შეხვედრები იწყებოდა  უპრეცედენტოდ გაიზარდა და გაჩნდა სრულიად ახალი ხარჯებიც .


როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით, პარტიული შეხვედრები იწყებოდა, უპრეცედენტოდ გაიზარდა და გაჩნდა სრულიად ახალი ხარჯები: სპორტული ღონისძიებების, სპორტული ინვენტარის, სპორტული შენობა-ნაგებობების, ფეხბურთის მოედნებისა და აღჭურვილობის, ფიტნესის და სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორების, ჭიდაობის და ძიუდოს ჩოხების, სამოყვარულო ტურნირების, და სხვა ათასი მსგავსი ღონისძიებების დაფინანსების სახით.



დაფინანსებამ ერთი ორად იმატა აგვისტოში, ხოლო ოქტომბერში განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ტენდერებით, პანდემიის დროს, სპორტული სამყაროს ლოიალობის უზრუნველსაყოფად დაიხარჯა დაახლოებით 13 მილიონ 800 ათასი ლარი.





„სამოქალაქო იდეის“  ინფორმაციით, მსგავსი ანგარიშებისა და მონაცემების გამოქვეყნების დროს, როგორც წესი, ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ხარჯვის იდენტურობა. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი წლის მონაცემების გამოტანას შეცდომაში შეყავს მკითხველი, ვინაიდან მათ არ იციან რას შეადარონ. შესაბამისად, გაუგებარი ხდები რიცხვების არსი.


სწორედ ამ არგუმენტის გამოსარიცხად, ანგარიშში დასახელებულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარჯველის, თბილისის მერიის მიერ, როგორც ქართული ოცნების, ასევე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, დახარჯული რესურსების შესახებ ინფორმაციას წლების მიხედვით.


წინამდებარე გრაფიკი ნათლად აჩვენებს სხვაობას საარჩევნო და არასაარჩევნო წლებს შორის. გრაფიკზე კარგად ჩანს, როგორ ქრება საჭიროებები და შესაბამისად ხარჯებიც არა საარჩევნო წლებში, და შემდეგ როგორ სასწაულებრივად ბრუნდება საარჩევნო წლებში. თუკი მაგალითად 2011 ან 2015 წელს სპორტული ღონისძიებების ხარჯები შეადგენდა „0“ ლარს, ხოლო 2013 წელს სრულიად მინიმალური იყო (16,500 ლარი), ვხედავთ რომ საარჩევნო წლებში ეს ხარჯები რამდენიმე ასეულ ათასობით ლარამდე იზრდება.


„ამბობენ, ბიუჯეტი სახელმწიფოს სარკეაო. ამ სარკეში საუკეთესოდ აირეკლება ყველა ის ხარვეზი თუ ნაკლოვანება, რომელიც მმართველობაში ჩნდება. ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, ეს მონიტორინგი და მთავრობის ანგარიშვალდებულება უნდა უზრუნველეყო საქართველოს პარლამენტის, რომელმაც გაზაფხულზევე, კოვიდ-19-ის შემთხვევების საქართველოში დადასტურებისთანავე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი და მუდმივი შეკრების, ნათელი კონსტიტუციური ვალდებულების მიუხედავად, თვითდათხოვნაში წავიდა. შემდეგ კი, მხოლოდ იმისთვის შეიკრიბა, რომ მოეხსნა პასუხისმგებლობა და საკუთარი უფლებამოსილებები სრულად გადაეცა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისთვის. ამ ხნის მანძილზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 10 თვის შემდეგ, არც პარლამენტის პლენარულ სხდომებზე და არც საკომიტეტო განხილვებისას არ ყოფილა. თუკი პარლამენტი დაინტერესდებოდა პანდემიის დროს საბიუჯეტო შემოსავლების განაწილებისა დახარჯვის დინამიკით, აუცილებლად აღმოაჩენდა, რომ უწყებების დიდი ნაწილი ზუსტად ისევე აგრძელებდა ხარჯვას და საქმიანობას როგორც მანამდე, ყოველგვარი შეზღუდვებისა და საგანგებოობის ამოცანებისთვის რესურსების დაზოგვის გარეშე. თუმცა, ვინაიდან 2020 სწორედ მათი, პარლამენტის წევრების საარჩევნო წელია, არც არის გასაკვირი სრული დუმილი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან,“ - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up