დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის გამო - „მეღვინეობა ხარებაში“  შშმ ქალს კომპანიის დატოვება მოსთხოვეს

დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის გამო - „მეღვინეობა ხარებაში“ შშმ ქალს კომპანიის დატოვება მოსთხოვეს

access_time2020-12-11 17:30:29

თეკლე ორთოიძე, კომპანიაში „მეღვინეობა ხარება“, კონკურსის გავლის შემდეგ, ჯერ დაასაქმეს და შემდგომ პირველივე სამუშაო დღეს გაათავისუფლეს. მიზეზი თეკლეს შეზღუდული შესაძლებლობა აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს. იურიდიული დახმარებისთვის თეკლემ  სწორედ მათ მიმართა, რის შემდეგაც ორგანიზაციამ ქალის შშმ ნიშნით დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის მიზნით ღვინის კომპანიის მხრიდან,  სახალხო დამცველის აპარატს  მიმართა. როგორც ირკვევა თეკლე ორთოიძემ დამსაქმებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მარცხენა ხელზე აქვს სამეანო დამბლა, რის გამოც ხელფასის დარიცხვისას ეკუთვნის საგადასახადო შეღავათი. აღნიშნულის შემდგომ, განმცხადებელს უთხრეს, რომ მას კომპანია უნდა დაეტოვებინა.

 

„ჩემი სურვილი იყო „მეღვინეობა ხარება“- ს და მათ თანამშრომლებს დაენახათ, რომ არასწორად მოიქცნენ, კანონი დაარღვიეს და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემდეგ თუ ისინი ამას დაინახავენ ეს იქნება გამარჯვება. მინდა, რომ დაინახონ და ასე არასდროს მოექცნენ სხვას“- ამბობს თეკლე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ინტერვიუში.

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „მეღვინეობა ხარებაში“,  მიიჩნევენ, რომ თეკლეს დასაქმება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირობებში, კომპანიის მხრიდან იქნებოდა უპასუხისმგებლო მოქმედება.

 


მათივე ინფორმაციით „მეღვინეობა ხარება“-მ არც კი შეაფასა, რეალურად შეუშლიდა თუ არა ხელს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დასაქმებულს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.

 

საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე, სახალხო დამცველი კომპანიას მიუთითებს, რომ განმცხადებლის უფლებაში ჩარევის საფუძველს რეალურად წარმოადგენდა მისი შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დამსაქმებლისთვის. კომპანიამ  ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც სახალხო დამცველს დაარწმუნებდა რომ დისკრიმინაციას არ ქონდა ადგილი.

 

შესაბამისად, 2020 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა  შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და  შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა კომპანიის „მეღვინეობა ხარებას“ დირექტორს, ალექსანდრე ხარებავას რათა კომპანიამ საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

 

„...მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება შპს „მეღვინეობა ხარებას“ შიდა სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მომავალში საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით“ - იხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაცია სრულად.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up