დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-08 21:15:36

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1. საქართველოში წლის პირველ ნახევარში შემოსული უცხოური ინვესტიციები 10-წლიან მინიმუმზეა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-2 კვარტალში 237.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-2 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია.


2. ექიმი ავად გამხდარა - ავერსში პერსონალის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ვერ იზრუნეს

31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმების რაოდენობა 15-ს უტოლდება.„ავერსის“ კლინიკაში, რომელსაც კოვიდპაცინეტებთან არც კი აქვს შეხება, ბოლო პერიოდია ინფიცირების რიცხვი დღითიდღე მატულობს.   ინფექციონისტების თითქმის ყოველ გამოსვლაში სამედიცინო დაწესებულების ქსელში თითო დაინფიცირებული ექიმი ვლინდება.

 

3.  ოთხი წლის შემდეგ იგივე პრობლემები და მოლოდინები - რეპორტაჟი „დეზერტირების ბაზრიდან“

31 ოქტომბერს საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს, ძალიან მალე ქვეყანა საარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩაერთვება. მმართველი გუნდის წინა საარჩევნო დაპირებები ჯერჯერობით უცნობი თუმცა, ზუსტად ოთხი წლის წინ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას დაპირდა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარება დაჩქარდებოდა ხოლო მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სრულად მოუგვარდებოდა. 2016 წელს მთავარი სლოგანიც შესაბამისად შეარჩიეს - „სოციალური კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“.


4. ლელომ საფუძვლიანი პროგრამა წარმოადგინა. ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობისგან კი ჯერ კონკრეტული პროგრამები არ ჩანს

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში ლელოს ეკონომიკურ პროგრამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:


„ლელოს“ მიერ წარდგენილი პროგრამა ხელისუფლებაში მოსვლის მოსურნე პოლიტიკური ძალის ადეკვატური და საფუძვლიანი განაცხადია...“


5.  საპენსიო აქტივების სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება წლიურ ინფლაციას

8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 447-მა ადამიანმა ისარგებლა. როგორც საპენსიო სააგენტოდან იუწყებიან, დაგროვებითი პენსიით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო, ერთმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლების საფუძვლით 49 პირმა ისარგებლა.

 

6. RADISSON BLU IVERIA თითქმის ცარიელია - მმართველი კომპანია ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს

Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ი თითქმის ცარიელია, ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროში განუცხადეს. მათი ინფორმაციით,  ვიზიტორების (მათ შორის ბიზნესმოგზაურები) 98% უცხოელებზე მოდიოდა.


7. ბაზარზე მთის წყალის პროდუქციის შემოსვლას სნოს გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია

საქართველოს სასმელი წყლის ბაზარზე „მთის წყალი“ ამბიციური განცხადებებით გამოჩნდა. გაუწევს თუ არა კონკურენციას ბაზარზე უკვე მყარად დამკვიდრებულ სასმელი წყლის კომპანიებს კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას ახალი პროდუქტი, ამაზე პასუხად მივიღეთ ის, რომ მთის წყალი საუკეთესოა და ბაზარზე უკვე არსებული გავლენებით, კომპანია ამ პროდუქტითაც პირველობას მოიპოვებს.


8. კურორტ წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან ერთად, კურორტის განვითარებისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


9. თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფრის გაჩუქება გადაწყვიტა

თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფრის გაჩუქება გადაწყვიტა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თავშესაფრის facebook გვერდზე გამოქვეყნდა, ჩუქების წინაპირობაა ცხოველების მოვლა 10 წლით.


10. რუსეთის სბერბანკიდან სესხების გატანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, ფიზიკური პირების მიერ ყველაზე დიდი ოდენობით სესხების გაცემა დააფიქსირა.როგორც ბანკის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აგვისტოში „რუსეთის სბერბანკმა“ 441 მილიარდი რუბლის საცალო სესხები გასცა.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up