ლელომ საფუძვლიანი პროგრამა წარმოადგინა. ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობისგან კი ჯერ კონკრეტული პროგრამები არ ჩანს

ლელომ საფუძვლიანი პროგრამა წარმოადგინა. ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობისგან კი ჯერ კონკრეტული პროგრამები არ ჩანს

access_time2020-09-08 18:45:03

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში ლელოს ეკონომიკურ პროგრამასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს , რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ.


„ლელოს“ მიერ წარდგენილი პროგრამა ხელისუფლებაში მოსვლის მოსურნე პოლიტიკური ძალის ადეკვატური და საფუძვლიანი განაცხადია.

 

პარტიები პროგრამების წარდგენას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ეს, ჩემი აზრით, არის ერთადერთი პოზიტიური ასპექტი, რაც მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო კამპანიას წინა ყველა სხვა არჩევნებისგან განასხვავებს.

 

იქნებ დადგა დრო, როცა ჩვენთან ტრადიციულად ჩამოყალიბებულ აგრესიულ პოპულიზმს, ლანძღვა-გინებას და დაუსაბუთებელ შეურაცხყოფებს პროგრამების და ხედვების შეპირისპირება ჩაანაცვლებს. სწორედ ამის საფუძველზე გააკეთებს ამომრჩეველი არჩევანს, მხარს დაუჭერს არა ახალ მესიას და გადამრჩენელს, არამედ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ამ მომენტისთვის ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების დაძლევის რეალისტური პროგრამა და ხედვა ექნება.

ძალიან მინდა, რომ ასე იყოს. ამის საფუძველი, ვფიქრობ მაქვს და ესაა, თუ როგორ უდგებიან პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო პლატფორმაზე მუშაობას და მის წარდგენას.

 

ახლახანს პროგრამა და ხედვა წარადგინა „ლელომ“. ეს არ არის ტრადიციული კეთილი სურვილების კრებული და ერთობლიობა. რაც ამ პროგრამას გამოარჩევს, ესაა სისტემური ხედვა პრობლემების და მისი დაძლევის გზების.

 

თუ არსებულ რეალობას ყოველგვარი შელამაზების და მიკერძოებულობის გარეშე შევხედავთ, მხოლოდ რამდენიმე პარტია აცხადებს პრეტენზიას მოვიდეს ხელისუფლებაში, არა კოალიციის სახით, არა მანევრების და კულუარული გარიგებების გზით, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსით და ესენია - მმართველი „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“. ქვეყნის მართვის ამბიცია არც „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“ და „ერთიანი საქართველო - დემოკრატიულ მოძრაობას“ აკლია, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავიანთი რესურსებიდან და ელექტორალური მხარდაჭერიდან გამომდინარე, ისინი მკაფიოდ და ცალსახად ამის თაობაზე არ აცხადებენ, უფრო ვარაუდობენ სხვა, თავიანთ მოკავშირე ძალებთან ერთად ხელისუფლებაში, საკანონმდებლო იქნება ეს თუ აღმასრულებელი, მოსვლას. დეკლარაციის დონეზე, ქვეყნის მართვის ამბიცია აქვს გიორგი ვაშაძეს და „სტრატეგია-აღმაშენებელს“, თუმცა პოტენციურ მოკავშირეებთან წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ფონზე, 1-3%-იანი პარტიის ლიდერისგან ასეთი მიზნის დასახვა უსაფუძვლოდ გამოიყურება.


 

მმართველი პარტია სტრატეგიის და პროგრამის გამოქვეყნებას არ ჩქარობს, არადა, მის გარეშე ამ პარტიის მხარდამჭერებს გაუჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება. ისინი ვერ შეძლებენ ამ შემთხვევაში ლოგიკურ კითხვას - კიდევ 4 წლით რატომ უნდა მართონ ქვეყანა ივანიშვილმა და „ოცნებამ“, პასუხი გასცენ.

 

„ნაციონალურ ოპოზიციას“ ასევე არ აქვს კონკრეტული პლატფორმა, მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევიდან ცდილობს ხედვის ჩამოყალიბებას, რაც ჯერჯერობით არ გამოსდის და ისევ ივანიშვილით უკმაყოფილო ელექტორატის იმედზეღაა.

 

აი, „ლელო“ კი დასახულ გეგმას თანმიმდევრულად მიყვება. შემოთავაზებული„მარშალის გეგმა“, შეიძლება გამოდგეს საფუძვლად საგნობრივი დისკუსიისთვის, ერთი მხრივ ხელისუფლებას, მეორეს მხრივ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (გაერთიანებული ოპოზიცია) და პარტია „ლელოს“ შორის, რომელსაც მესამე ძალად ჩამოყალიბების საკმაოდ დასაბუთებული პრეტენზია აქვს. თავისი საკმაო ინტელექტუალური და ფინანსური რესურსით და უკვე პლატფორმითაც.

 

რა თქმა უნდა, თითოეული მთავარი, წამყვანი პარტიის პროგრამა გამოწვლილვით შესწავლას საჭიროებს და ჩემმა კოლეგებმა ანალიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა ეს უნდა გავაკეთოთ, რათა ვიყოთ საზოგადოების ობიექტური მრჩეველი მომავალ არჩევანთან დაკავშირებით.

 

თვალის ერთი გადავლებით, პროგრამა სერიოზულია და პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალური სფეროს მიმართულებით სისტემურ ხედვას ეფუძნება.

 

სამომავლოდ, საარჩევნო კამპანიის პროცესში, იმედია ლელოს ლიდერები და სპიკერები არამარტო მომხიბლავი თეზების დეკლარირებას მოახდენენ, არამედ წარმოგვიდგენენ არგუმენტირებულ დასაბუთებას, როგორ უნდა იქნას მიღწეული, რა გზით, რა რესურსით ესა თუ ის დასახული მიზანი, მაგალითად ფინანსურ ცენტრად საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონში, სადაც გაყინული და პერიოდულად ფეთქებადი კონფლიქტებია, სადაც სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) მთავარი სტრატეგიული პარტნიორების (აშშ, რუსეთი, თურქეთი) ინტერესები მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს. რატომ უნდა მოხდეს ეს მაინცდამაინც ქუთაისში, რომლის განვითარების საწინააღმდეგო არავის არაფერი შეიძლება ჰქონდეს, და არა თბილისში, რომელიც სამხრეთ კავკასიის ცენტრი იყო ისტორიულადაც და ასეთად მომავალში გადაქცევის დიდი შანსი აქვს. ან კიდევ, როგორ უნდა მოხდეს პენსიის გაზრდა 400 ლარამდე, ჩვენი ბიუჯეტიდან და შემოსავლებიდან რა რესურსის გამოთავისუფლებით და რატომ არა პენსიის ეტაპობრივი ზრდა მშპ-ს და ინფლაციის გათვალისწინებით - პენსიის, რომელიც არსებითად სოციალურ დახმარებას წარმოადგენს. როგორია აუცილებლად გასატარებელი და განსახორციელებელი საპენსიო რეფორმის მიმართ პარტიის ხედვა, რამდენად რეალურია საფონდო ბაზრის განვითარების „ლელოს“ კონცეფცია და ასე შემდეგ.

 

კარგი იქნება, გეგმის და ხედვის ავტორები თუ უფრო მეტად დაასაბუთებენ წარმოდგენილი პლატფორმა რეალურად რამდენად შეასრულებს „მარშალის გეგმის“ ფუნქციას. მოგეხსენებათ „მარშალის გეგმა“ ფაქტობრივად და რეალურად იყო ევროპის რეკონსტრუქციის ხედვა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ქვეყნების ეკონომიკების რეაბილიტაციის სტრატეგია და ევროპის საბჭოთა, კომუნისტური საფრთხისგან დაცვის მექანიზმი. ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც გულისხმობდა, მაგრამ სტალინმა და საბჭოთა კავშირმა ეს არ დაუშვა. სხვათა შორის, ამ გეგმის პარალელურად აშშ-ში არსებობდა ეგრეთწოდებული „მორგენთაუს გეგმაც“, რომელიც ითვალისწინებდა გერმანიის ინდუსტრიის მოშლას და ამ ქვეყნის აგრარულ ქვეყნად გადაქცევას, რასაც არც შტატებში ჰყავდა ბევრი მხარდამჭერი და არც თვითონ გერმანიაში და არ განხორციელდა.

რამდენად დიდია შავი ზღვის რეგიონის, საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა დასავლეთისთვის, რომლის ქმედითი მხარდაჭერის გარეშე ასეთი გეგმის შესრულება შეუძლებელია. ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ „აზიური ვეფხვების“ (სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ტაივანი) ეკონომიკური ბუმი, ასევე დასავლეთის ქმედითი დახმარებით მოხდა. ამ ქვეყნების მმართველებს, ხშირად ავტორიტარებს (თუ დიქტატორებს არა) დასავლეთი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს, რათა საბჭოთა კავშირ- ჩრდილოეთ კორეა - ჩინეთთან მიმართებით დასავლური ტიპის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ურთიერთობების უპირატესობა ნათელეყოთ. სხვადასხვა ჯურის დიქტატორების თუ ავტორიტარების - ჩონ დუ ხვანი, ლი კუან იუ და ა.შ შემდეგ ეს ქვეყნები მყარ დემოკრატიებად ჩამოყალიბებულიყვნენ განვითარებული ეკონომიკებით და ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონით.

იმედი მაქვს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში ტელეეთერები ამ საკითხებზე დისკუსიებს დაეთმობა პარტიების ლიდერებს შორის და არა ერთმანეთის ლანძღვა-გინებას.

 

ამ მიმართებით, „ლელოს“ გეგმა და ხედვა, ვფიქრობ, კარგი მაგალითია. ის მომცველი და სისტემური დოკუმენტია, რომელიც ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას სერიოზულ ძალად წარმოაჩენს.

 

მოდით, დაველოდოთ „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პოლიტიკური სუბიექტების პლატფორმებს. ჩვენ კი ამომრჩევლებმა, ამ პლატფორმების საფუძველზე და მის განსახორციელებლად ამა თუ იმ პარტიაში არსებული რესურსის გათვალისწინებით მივიღოთ გადაწყვეტილება, ვის დავუჭერთ მხარს 31 ოქტომბერს,    ნათქვამია ვაჟა ბერიძის განცხადებაში. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up