თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფრის გაჩუქება გადაწყვიტა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თავშესაფრის facebook გვერდზე გამოქვეყნდა, ჩუქების წინაპირობაა ცხოველების მოვლა 10 წლით.
„ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად !!!
თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.
გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. ( ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან)
მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.
მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ , ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს“ - წერია facebook პოსტში.