ოთხი წლის შემდეგ იგივე პრობლემები და მოლოდინები - რეპორტაჟი „დეზერტირების ბაზრიდან“

ოთხი წლის შემდეგ იგივე პრობლემები და მოლოდინები - რეპორტაჟი „დეზერტირების ბაზრიდან“

access_time2020-09-08 10:00:10

31 ოქტომბერს საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს, ძალიან მალე ქვეყანა საარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩაერთვება. მმართველი გუნდის წინა საარჩევნო დაპირებები ჯერჯერობით უცნობი თუმცა, ზუსტად ოთხი წლის წინ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას დაპირდა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის განვითარება დაჩქარდებოდა ხოლო მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები სრულად მოუგვარდებოდა. 2016 წელს მთავარი სლოგანიც შესაბამისად შეარჩიეს - „სოციალური კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“.

 

რა ხდება ოთხი წლის შემდეგ ? - ამ კითხვაზე პასუხი იმ ადამიანებისგან მოვისმინეთ, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მტვრიან ქუჩაში გადარჩენისთვის იბრძვიან. „კომერსანტის“ გაჩერების ადგილი „დეზერტირების ბაზარია“   ადგილი, სადაც  სიღარიბე ყველაზე მძაფრად იგრძნობა.

 



აქ ადამიანებისთვის თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა, აღარც ცვლილებების იმედი აქვთ, აღარც მომავლის. შესაბამისად, აღარც ხმამაღლა საუბარი სურთ. პირველი რესპოდენტი, რომელიც “კომერსანტმა“ ჩაწერაზე დაითანხმა ნუნუ ხორუაშვილია. 66 წლის ქალმა რამდენიმე თვის წინ ბარათების შესანახის გაყიდვა დაიწყო, როგორც თვითონ გვიყვება პენსია არაფერში ჰყოფნის. სწორედ ამიტომ „დეზერტირების ბაზრის“ კიბეზე დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე ვაჭრობს. პენსიონერი დღეში დაახლოებით 20 ცალ ბარათის შესანახს ყიდის, ამ თანხით სამ სულიან ოჯახს გამოკვება უნდა მოახხერხოს.

 



„ჩემი ცხოვრება სულ ასე, წვალებაში მაქვს გატარებული. ადრე ბანანს ვყიდდი, სველი ხელსახოცებიც დამქონდა ხოლმე. ბოლო წლების ცხოვრება განსაკუთრებით გართულდა, შემოსავალი იმდენი გვაქვს პური რომ ვჭამოთ. რვა თვის წინ სოციალური დახმარება შეგვიწყვიტეს გვითხრეს, რომ უნდა გადაგვამოწმონ. გაჭირვების დროს ის მინიმალური დახმარებაც ბევრს ნიშნავს. ინფარქტი მაქვს გადატანილი, შვიდი სახეობა წამალი მჭირდება, რაც მინიმუმ 70 ლარი ღირს, როგორ უნდა ვიყიდო? ამიტომ წამლებსაც ვეღარ ვსვამ. შვილს ძალიან უჭირდა რის გამოც პენსია წინასწარ გამოვიტანე, 65 ლარი მეჭრება, რა უნდა ვქნა არ ვიცი. წლებია ყოველთვის ერთი და იგივე დაპირებებს ვისმენ, თუმცა არაფერი იცვლება. იმედი ყოველთვის მაქვს, მაგრამ მოლოდინები ყოველთვის მიცრუვდება. ახლაც წავალ არჩევნებზე, ისევ იმ იმედით, რომ ჩემი კი არა ყველას ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ“, - გვიყვება ნუნუ ხორუაშვილი.

 




ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც „დეზერტირების ბაზარში“ ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს. გვიყვება, რომ პროდუქტი წელს განსაკუთრებით გაძვირებულია ამბობს იმასაც, რომ ვეღარც მოსახლეობა ახერხებს პრუდუქტის შეძენას. კიდევ ერთი პრობლემა რომელზე ახალგაზრდა ქალი ამახვილებს ყურადღებას უმუშევრობაა, ის 5 სულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენელია:

 



„ბოლო 4 წელში ცხოვრება საგრძნობლად გაუარესდა, დღითი დღე უკან მივდივართ. ხალხს საშუალება არ აქვს რომ პროდუქტი იყიდოს, აღსანიშნავია ისიც, რომ გლეხსაც ვერ მოჰყავს ის რაოდენობა, რომ პროდუქტი შედარებით იაფად გავყიდოთ. სამწუხაროდ მომავლის იმედი დავკარგე არ მგონია, რომ მდგომარეობა შეიცვლება. მინდა, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი იყოს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მოხდეს. უნიათო მთავრობის ბრალია ის, მდგომარეობა რომელშიც დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობაა. სამშობლოზე და ხალხზე არ ფიქრობენ, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და სამომავლო პერსეპექტივაზე ზრუნავენ, ესენი ქვეყნის განვითარებისთვის არ იბრძვიან“, - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

 

სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის მუშაობით კმაყოფილია სოხუმიდან დევნილი გულნაზი მაისურაძე. გვიყვება, რომ 26 წელია დეზერტირების ბაზარში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს მისი თქმით, დღეს ბაზარს მოხმარებელი არ აკლია. ამბობს იმასაც რომ ოჯახში ყველა დასაქმებულია.

 



„ჩემი ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, ვზივარ ბაზარში და ლუკმა-პურის ფულს მშვენივრად ვშოულობ. ახლა ცოტა შემცირებულია ვაჭრობა, რადგან მოსახლეობა სრულად არ დაბრუნებულა თბილისში, მაგრამ ნელ-ნელა ჩვეულ ტემპს დავუბრუნდებით“.

 

ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ხელსახოცებით ვაჭრობა დაიწყო 83 წლის ქალმა, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს. ყოფილი ქიმიკოსი ყვება, რომ მისი ცხოვრება ყოველდღიურად რთულდება, რის გამოც იძულებული გახდა ვაჭრობა დაეწყო. გვიყვება, რომ პურის ფულის გამოსამუშავებლად ძალიან ბევრს წვალობს მისი შვილიც, მაგრამ მიუხედავად შრომისა, ხუთ სულიან ოჯახს მაინც უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება.

 



„არჩევნები როდესაც მოდის, ხალხი მაშინ ახსენდებათ. მანამდე არავინ გკითხულობს ცოცხალი ხარ, თუ არა, საკვები გაქვს თუ არა, სახლი გაქვს თუ არა, როგორ ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის სიცოცხლე დამრჩა, იმედი მაინც მაქვს. შვილიშვილები მყავს, მინდა რომ მათ მაინც ქონდეთ კარგი ცხოვრება“, - ამბობს პენსიონერი.

 



ჩვენ მოგიყევით ოთხი ადამიანის ოთხი ისტორია, რომელთაც ოთხი წლის შემდეგაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც ჰქონდათ და მათ დღესაც იგივე მოლოდინები აქვთ. შეძლებს თუ არა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო დაპირებებით მათი ხმების მიღებას, ეს უახლოესს მომავალში გახდება ცნობილი.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up