რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, ფიზიკური პირების მიერ ყველაზე დიდი ოდენობით სესხების გაცემა დააფიქსირა.
როგორც ბანკის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აგვისტოში „რუსეთის სბერბანკმა“ 441 მილიარდი რუბლის საცალო სესხები გასცა. ბანკისთვის ეს მაჩვენებელი რეკორდულია და პანდემიამდე პერიოდთან შედარებით სესხების გაცემის საშუალო თვიურ მოცულობაზე 1.5-ჯერ მეტია.
„წლის დასაწყისიდან მოყოლებული აგვისტოში ბანკმა 1.6 ტრილიონი რუბლის ოდენობის საერთო მოცულობის სესხები გასცა, რამაც საკრედიტო პორტფელის 2.9%-იანი ზრდა აჩვენა. ამასთან, საცალო მომხმარებელზე გაცემული სესხების რაოდენობამ ბანკის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. „ - აღნიშნავს „სბერბანკის“ ფინანსური დირექტორი ალექსანდრა ბურიკო.
„სბერბანკში“ განმარტავენ, რომ საცალო სესხების ზრდა როგორც იპოთეკური, ასევე სამომხმარებლო სესხებით თანაბრადაა გამოწვეული.
Forbes.ru
ანი ცარციძე