დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-10-06 21:00:03

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

 1. ბანკების საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები 6%-აჭარბებს - ლიდერი 35.47%-ით „ქართუ ბანკია“

2021 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკშია“, სადაც მილიარდ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის 35.47% უმოქმედოა, თუმცა წლიურ ჭრილში „ქართუ ბანკში“ უმოქმედო სესხების მოცულობა მხოლოდ 0.99 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. 

 

 

2. სილამაზის სალონებზე მოთხოვნამ კატასტროფულად იკლო – ბიზნესი გაძლების ზღვარზეა

შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებით წვრილ კომპანიებს გაუჭირდათ, ზოგი გაკოტრების ზღვარზე, ზოგიც უკვე დაიხურა და  საქმიანობას ჯერჯერობით ვერ აგრძელებს.

 

 

 3.  რესტორნებს დღეიდან 23:00 საათამდე შეეძლებათ მუშაობა – რას შეცვლის რეგულაციების 1–საათიანი შერბილება სექტორში

სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები ,,კომერსანტთან“  ამბობენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მომხმარებელს წაახალისებს და გაზრდის აქტიურობას.

 

 

4. როგორ აღარიბებს ინფლაცია ადამიანს - ფასების რეალური ზრდის დონე შესაძლოა ოფიციალურს აჭარბებდეს


ინფლაციის განაკვეთი ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. სექტემბერში მან 12.3%-ს მიაღწია, რაც სამიზნე მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, თუმცა ცალკეულ პროდუქტებზე ფასები გაცილებით მეტად 50, 60 და 150 პროცენტით გაიზარდა.

 

 

5. სომხეთში $13,5–მილიონიან ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ხიდების მშენებლობას წელს დაასრულებს

მაშინ, როცა უცხოური სახელმწიფო კომპანიები გზებს საქართველოში აშენებენ, საქართველოს მთავრობა კი ქართულ კომპანიებს მასშტაბური პროექტების განხორციელების გამოცდილებას უწუნებს, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ინფრასტრუქტურულ პროექტს საზღვარგარეთ ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის პაატა ტრაპაიძე გვიყვება, რომ სომხეთში 255 მეტრი სიგრძის 2 ახალი ხიდის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

6. პური შესაძლოა 10-15 თეთრით გაძვირდეს

გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაძვირების შემდეგ პურპროდუქტების ბაზარზე პურის გაძვირების საკითხი კიდევ ერთხელ  დაისვა. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ბოლო დღეების განმავლობაში ფქვილი 5 ლარით გაუძვირდათ. ამასთან,  მოიმატა ყველა ნედლეულის ფასმა, რაც პურის წარმოებაში გამოიყენება. შესაბამისად, ცვლილება სავარაუდოდ პურის ფასსაც შეეხება.

 

 

7. ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის მოცულობა პანდემიამდელი მაჩვენებლის 48%-ს შეადგენს

სექტემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43,926 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი - 91,713 მგზავრი).

 

 

8.  ევროპაში გაზი უკვე $1900 ღირს

ბუნებრივი გაზის ნოემბრის ფიუჩერსის ფასმა ოთხშაბათს დღისით ბირჟაზე ICE Futures 1 მვტ/სთ–ზე 161 ევროს მიაღწია, რაც 1000 კუბურ მეტრზე $1924–ს ნიშნავს. ოთხშაბათსავე, 6 ოქტომბერს დილით ათასი კუბური მეტრის ფასი $1500–ს შეადგენდა.

 

 

9. თურქეთში პანდემიის მორიგი ტალღა აგორდა

კოვიდის მორიგმა ტალღამ, ამჯერად დელტა-შტამმა, მთელი თურქეთი მოიცვა - დღე-ღამეში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000-ს, სიკვდილიანობამ კი 230-240–ს მიაღწია.

 

 

10.  Forbes: IT-გიგანტების აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა

Facebook, Amazon, Apple, Netflix და Alphabet-ის აქციების ფასის ჩამოშლის შემდეგ ამერიკულ ბაზრებზე სხვა მსხვილი კომპანიების კაპიტალიზაციაც მკვეთრად შემცირდა. ყველა კომპანიას ამის თავისი მიზეზები გააჩნია, თუმცა ინვესტორები ამაში დიდი სურათის ნაწილს ხედავენ და უახლოეს თვეებში არასტაბილურობას პროგნოზირებენ.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up