პური შესაძლოა 10-15 თეთრით გაძვირდეს

პური შესაძლოა 10-15 თეთრით გაძვირდეს

access_time2021-10-06 15:00:41

გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაძვირების შემდეგ პურპროდუქტების ბაზარზე პურის გაძვირების საკითხი კიდევ ერთხელ  დაისვა. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ბოლო დღეების განმავლობაში ფქვილი 5 ლარით გაუძვირდათ. ამასთან,  მოიმატა ყველა ნედლეულის ფასმა, რაც პურის წარმოებაში გამოიყენება. შესაბამისად, ცვლილება სავარაუდოდ პურის ფასსაც შეეხება.



შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი სუბსიდიაა, მაგრამ მწარმოებლებს ამასთან დაკავშირებითაც არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ.



პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის თვითღირებულების ხარჯი მკვეთრად გაზრდილია, რის ფონზეც ფასის შენარჩუნება ჭირს და ის აუცილებლად გადაიხედება.



,,საერთაშორისო  ბაზრებზე ხორბალი ძვირდება. ამას ვერაფერს ვუხერხებთ, წარმოება არ გვაქვს და 80-85%-ით იმპორტზე ვართ დამოკიდებული. წისქვილები არ ჩანან, ჩვენ, პურის მწარმოებლები აღმოვჩნდით ყველაზე რთულ სიტუაციაში. პური სოციალური პროდუქტია, არჩევნები იყო და შევეცადეთ ფასს არ შევხებოდით, მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შეიძლება. რუსეთმა ხორბლის ექსპორტი გააძვირა. საქართველოში ისედაც ფქვილის ფასის 5-ლარიანი ზრდაა და ტენდენცია გაგრძელდება. შესაბამისად, პურიც 10-15 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. აქედან გამომდინარე, სუბსიდია გახდება აუცილებელი. მთავრობა ამბობდა, რომ რაღაც ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება გახდებოდა საჭირო და ახლა დადგა ეს დრო“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ მალხაზ დოლიძე.



თუმცა განსხვავებული მოსაზრებისაა მწარმოებელთა ნაწილი. ,,თემქის პურის“ დირექტორი დალი კუპატაძე ამბობს, რომ სუბსიდია ქარხნებს არათანაბარ გარემოში ჩააყენებს, ამიტომ  კატეგორიული წინააღმდეგია, მთავრობამ ამ მოდელის შემოღებაზე იმსჯელოს.




,,წარმოების ხარჯი არის საგრძნობლად გაზრდილი. მოიმატა როგორც ენერგომატარებლების ფასმა, ასევე ნედლეულიც გაგვიძვირდა - ფქვილი, საფუარი, წყალი, მარილი, ყველაფერი, რაც წარმოებაში გამოიყენება. შექმნილი სიტუაცია ძალიან გვაზარალებს.  ვფიქრობთ, რომ პური გაძვირდება, ფასის შენარჩუნება რეალურად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, სუბსიდიას მკვეთრად ვემიჯნებით.  ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საწარმოები, ზოგი ისარგებლებს ამ შეღავათით, ზოგი არა, პურის ბაზრის მოთამაშეებს სერიოზულ  პრობლემას შეუქმნის, რადგან ამ შეღავათს ყველა ვერ მიიღებს“, - აცხადებს დალი კუპატაძე ,,კომერსანტთან“.

 


ცნობისთვის, ამ ეტაპზე 1 ბუშელი ფქვილის ფასი გლობალურ ბაზრებზე 7,56 ცენტია. რაც შეეხება 1 ტომარა ფქვილის ფასს საქართველოში, 72 ლარია, როცა სექტემბერში ფასი 67 ლარის ფარგლებში იყო. რაც შეეხება უმაღლესი ფქვილის ღირებულებას, ფასმა 80 ლარს მიაღწია.



ცხადია, ტენდენცია გაგრძელდება, რასაც განაპირობებს ის გარემოებაც, რომ რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 57 დოლარით გაზარდა.

 


რაც შეეხება სუბსიდიას, შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა  2021 წლის 30 ივნისამდე გრძელდებოდა.



პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს.



სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იყო ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოეხდინა არაუმეტეს 53 ლარად.

 


თეგები:
პური ფასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up