ბუნებრივი გაზის ნოემბრის ფიუჩერსის ფასმა ოთხშაბათს დღისით ბირჟაზე ICE Futures 1 მვტ/სთ–ზე 161 ევროს მიაღწია, რაც 1000 კუბურ მეტრზე $1924–ს ნიშნავს. ოთხშაბათსავე, 6 ოქტომბერს დილით ათასი კუბური მეტრის ფასი $1500–ს შეადგენდა.
ჰოლანდიურ ჰაბზე TTF, რომელიც გაზის უმსხვილესი პლატფორმაა ევროპაში, სექტემბერში გაზის საშუალო ფასმა $759 შეადგინა.
გაზის მიწოდების საერთო დეფიციტის პირობებში ევროპას აზიის პრემიულ ბაზართან კონკურენცია უწევს გათხევადებული ბუნებრივი გაზის მისაღებად.