სომხეთში $13,5–მილიონიან ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ხიდების მშენებლობას წელს დაასრულებს

სომხეთში $13,5–მილიონიან ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ხიდების მშენებლობას წელს დაასრულებს

access_time2021-10-06 14:00:58

მაშინ, როცა უცხოური სახელმწიფო კომპანიები გზებს საქართველოში აშენებენ, საქართველოს მთავრობა კი ქართულ კომპანიებს მასშტაბური პროექტების განხორციელების გამოცდილებას უწუნებს, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ინფრასტრუქტურულ პროექტს საზღვარგარეთ ახორციელებს. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის პაატა ტრაპაიძე გვიყვება, რომ სომხეთში 255 მეტრი სიგრძის 2 ახალი ხიდის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

 



„პროექტზე მუშობა 2020 წლის იანვარში დავიწყეთ. ეს არის ტენდერი, რომელიც ორჯერ ჩაიშალა. პირველად, 2010 წელს, პროექტს იტალიელები ახორციელებდნენ, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა, ტენდერი ვერც მეორედ განხორციელდა. 2019 წელს სახელმწიფო შესყიდვა კიდე ერთხელ გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ. ეს არის 13,5 მლნ დოლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც 255 მეტრი სიგრძის 6 მალიანი, ავტობანის 2 ხიდის აშენებას გულისხმობდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუშებიც კი საქართველოდან წავიყვანეთ, ძალიან ბევრი რკინის კონსტრუქცია მზადდება საქართველოში და ისე მიგვაქვს. მიუხედავად პანდემიისა და სომხეთში განვითარებული საომარი მოქმედებებისა, ჩვენ მუშაობა არ გაგვიჩერებია. შესაბამისად, ჩვენი დამკვეთი ერევნის მერია სამუშაოთი კმაყოფილია. ჩემი აზრით, ეს არის წარმატებული ქართული სამშენებლო ექსპორტი“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

 



255 მეტრი სიგრძის 2 ახალ ხიდის მშენებლობა „კავკასუს როუდ პროჯექტისთვის“ პირველი პროექტი არ ყოფილა, რომელსაც საზღვარგარეთ ახორციელებს. პაატა ტრაპაიძე გვიყვება, რომ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია „Strabag“-თან ერთად 2013 წელს ყაზახეთში იმუშავეს, სადაც კომპანიამ ბეტონის გზები დააგო.  „კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ აპირებს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც მუშაობის გააქტიურებას, ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ ეტაპზე იმ ქვეყნების ტენდერებში არ იღებს მონაწილეობას, სადაც კორუფციული რისკები არსებობს.


 


„სურვილი ერთია და რეალობა მეორე, აზერბაიჯანში ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მაინც ვერ მივიღებთ ტენდერში მონაწილეობას, რადგან საშინელი კორუფციაა. სომხეთში ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მონაწილეობა, მაგრამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, არაფერი გამოვიდა. დღეს სომხეთში კონკურენტული გარემო შეიქმნა და ქრთამს არავინ ითხოვს. მეორე წელია, რაც მეზობელ ქვეყანაში ვმუშაობთ და დამკვეთთან პრობლემა არ გვქონია, პირიქით – დამკვეთი სამუშაოთი კმაყოფილია, რადგან როდესაც ყველა გაჩერებული იყო, ჩვენ ვმუშაობდით“, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

 




„კავკასუს როუდ პროჯექტი“ დიდი მოცულობის პროექტებში მონაწილეობას საქართველოშიც იღებს. პაატა ტრაპაიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც ქართულ კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის დროს აწყდებიან. პრობლემებზე, რომლის შესახებაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იცის, თუმცა მათი მოგვარების მიზნით ქმედითი ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა.

 



„საქართველოში ტენდერებთან დაკავშირებით არის ერთი მინუსი, კონტრაქტი ფორმდება ლარში, უცხოური ვალუტის კონვერტაციით გამოწვეულ ზარალს არავინ გვიზღვევს. ძალიან ბევრ რამეს ევროში და დოლარში ვყიდულობთ, რა დროსაც მუშაობა საკმაოდ რთულია. სომხეთში ტენდერში მონაწილეობა იმიტომ მივიღეთ, რომ შესყიდვა დოლარში იყო. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბაზარზე ჩინური სახელმწიფო კომპანიები ოპერირებენ, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური სტრატეგია აქვთ. კომპანიები ტენდერებს ისეთ დაბალ ფასებში იგებენ, შეუძლებელია შესყიდვაში მიიღო მონაწილეობა“, - ამბობს პაატა ტრაპაიძე.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up