ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის მოცულობა პანდემიამდელი მაჩვენებლის 48%-ს შეადგენს

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის მოცულობა პანდემიამდელი მაჩვენებლის 48%-ს შეადგენს

access_time2021-10-06 17:00:06

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


სექტემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43,926 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი - 91,713 მგზავრი).


მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. სექტემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 64% აღდგა და მოემსახურა 192 რეისს. ( 2021 სექტემბერი - 302 რეისი).



საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 20 მიმართულებით ოპერირებს.


,,დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 20 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 15 მიმართულებით. სექტემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 163 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით აღადგენს პირდაპირ ფრენებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი მიმართულება, რომლითაც საქართველო ესპანეთის სამეფოს დაუკავშირდება“ – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.


ოქტომბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება.







ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...

მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...


მსგავსი სიახლეები

up