როგორ აღარიბებს ინფლაცია ადამიანს - ფასების რეალური ზრდის დონე შესაძლოა ოფიციალურს აჭარბებდეს

როგორ აღარიბებს ინფლაცია ადამიანს - ფასების რეალური ზრდის დონე შესაძლოა ოფიციალურს აჭარბებდეს

access_time2021-10-06 12:00:17

ინფლაციის განაკვეთი ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. სექტემბერში მან 12.3%-ს მიაღწია, რაც სამიზნე მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, თუმცა ცალკეულ პროდუქტებზე ფასები გაცილებით მეტად 50, 60 და 150 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით კვების პროდუქტები გაძვირდა, რამაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ფასების რეალური ზრდის გათვალისწინებით კი საქსტატის მეთოდოლოგია და სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა.



გასული წლის სექტემბერთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად - 152%-ით ბადრიჯანზე გაიზარდა, კიტრი 82%-ით გაძვირდა, ზეთი 77%-ით, მწვანილი 72%-ით, ჭარხალი 65%-ით, სტაფილო 61%-ით, კომბოსტო 58%-ით, პომიდორი 42%-ით, მწვანე ლობიო 37%-ით, კვერცხი 29%-ით, კარტოფილი 29%-ით, ქათმის ხორცი 26%-ით, წიწიბურა 19%-ით. პური 13%-ით. საკვები პროდუქტების გარდა 16-17 პროცენტითაა გაძვირებული მედიკამენტები, დიზელი 37%-ით, ბენზინი 42%-ით.  



სულ 305 დასახელების პროდუქტიდან ფასები 267-ზე გაიზარდა, 10-ზე უცვლელად შენარჩუნდა, 28-ზე კი შემცირდა.



ზოგადი ინფლაციაც კი ძალიან მაღალია. ოფიციალური სტატისტიკით, ყველას ვისაც ბოლო 1 წელიწადში ხელფასი არ გაზრდია, ან 12.3%-ზე ნაკლებით გაეზარდა, რეალური შემოსავალი შეუმცირდა. მაგალითად თუ გასული წლის სექტემბერში ხელზე ასაღები ხელფასი 800 ლარი ჰქონდა და ახლა 850 აქვს, მისი მსყიდველუნარიანობა გასული წლის 757 ლარის ტოლია. თუ 1000 ჰქონდა და 1100 გაუხდა, მისი მსყიდველუნარიანობა ამ შემთხვევაშიც შემცირებულია და 980 ლარს უთანაბრდება.




ნომინალური პენსიის 20-25 ლარით ზრდის მიუხედავად, დღეს მათი მსყიდველუნარიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან. 240 ლარი იგივე ძალისაა რაც გასულ წელს 214 ლარი და 275 ლარი 245 ლარს უთანაბრდება. იანვრიდან დღემდე, სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა 98 000-ით 628 000-მდე გაიზარდა.



დაბალშემოსავლიანი ადამიანი როგორც წესი მის ხელთ არსებული მცირე ოდენობის ფინანსების უდიდეს ნაწილს საკვებსა და მედიკამენტებში ხარჯავს. შესაბამისად მის ბიუჯეტზე 13%-ით გაძვირებული პური, 19%-ით გაძვირებული წიწიბურა, 29%-ით გაძვირებული კვერცხი, 77%-ით გაძვირებული ზეთი და 17%-ით გაძვირებული მედიკამენტები უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე 7%-ით შემცირებული საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯი ან თუნდაც 10%-ით გაიაფებული ნახევარჩექმა.



საკვებ პროდუქტებზე ფასების ორნიშნა და ზოგ შემთხვევაში სამნიშნა პროცენტული ზრდის მიზეზების დასადგენად Commersant რამდენიმე ფერმერს გაესაუბრა. მათი პასუხები ერთმანეთის მსგავსი აღმოჩნდა. გაძვირდა როგროც სათესლე მასალა და სასუქი, ასევე მუშახელის ხარჯი და ტრანსპორტირება. რამაც საბოლოო პროდუქტის ფასის მატების მიუხედავად მოგების ზრდა ვერ უზრუნველყო და ფერმერების ნაწილი მინუსშიც გაიყვანა.



12.3% ინფლაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რითაც საქართველო პირველ ოცეულში იკავებს ადგილს, თუმცა საქსტატის სადავო მეთოდოლოგიით შეიძლება არც ეს რიცხვი იყოს სწორი და რეალური მონაცემები ოფიციალურს არ ემთხვეოდეს. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტროენერგია ფიზიკურ პირებს 3.5 თეთრით გაუძვირდათ, რაც 18-24 პროცენტიან ზრდას ნიშნავს, გააჩნია პირი 100 კვტ/სთ-მდე მოიხმარს, თუ 101 კვტ/სთ-დან 300 კვტ/სთ-მდე. მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას ვინც 300 კვტ/სთ-მდე მოიხმარდა, 1 წლის განმავლობაში გაზრდილი ღირებულება ბიუჯეტიდან დაუსუბსირდებოდა. საქსტატმა სუბსიდირების გამო ეს ზრდა გაძვირებად აღარ ჩათვალა. იმავე მიზეზით ინფლაციის დაანგარიშებისას გაძვირებული, მაგრამ სუბსიდირებული ფქვილი არ გაუთვალისწინებია ხოლო იმ დროს როცა 200 კვტ/სთ ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საფასური ბიუჯეტიდან იფარებოდა საქსტატმა ის ფასების კლებად მიიჩნია.



არის კიდევ ერთი გარემოება, რამდენად რეალურია თავად დასახელებული რიცხვები? სტანდარტული თონის პური რომელიც თბილისში 1 წლის წინ 1 ლარი ღირდა ახლა 1.20 ლარი ღირს რაც 20%-იანი მატებაა და არა 13.4%-იანი. შოკოლადის ფილებიდან ზოგი შეიძლება მართლაც 11.9%-ით გაძვირდა, მაგრამ ზოგ შოკოლადზე ფასებმა 40%-ით მოიმატა. უცნობია რა ზომის კვერცხის ან რა ხარისხის ნიგვზის ფასებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შედარებული. პურიც, შოკოლადიც, კარაქიც, ნიგოზიც და პროდუქტთა აბსოლუტური უმრავლესობაც სხვადასხვა დასახელების, ზომის, ფერის, ხარისხისა და გემოვნური თვისებების მატარებელია. გამოდის ოფიციალურ სტატისტიკაზე მოსარგებად ადამიანმა გემოვნება უნდა შეიცვალოს.



ინფლაცია ინფორმაციას მხოლოდ ფასების ზრდაზე არ იძლევა. მშპ-ის რეალური ზრდის დასადგენად ნომინალურ ზრდას ინფლაცია აკლდება და თუ რეალური ინფლაცია ოფიციალურზე მაღალია, მაშინ მშპ-ის რეალური ზრდა ოფიციალურზე ნაკლები გამოდის.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up