სილამაზის სალონებზე მოთხოვნამ კატასტროფულად იკლო – ბიზნესი გაძლების ზღვარზეა

სილამაზის სალონებზე მოთხოვნამ კატასტროფულად იკლო – ბიზნესი გაძლების ზღვარზეა

access_time2021-10-06 11:00:45

სილამაზის სალონების საქმიანობაზე პანდემიამ უმძიმესი გავლენა მოახდინა. როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები ,,კომერსანტთან“ აცხადებენ, მოთხოვნა თითქმის მასიურად შემცირდა, ხოლო ხარჯი გაზრდილია, რასაც ბიზნესის ნაწილი რთულად უმკლავდება. შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებით წვრილ კომპანიებს გაუჭირდათ, ზოგი გაკოტრების ზღვარზე, ზოგიც უკვე დაიხურა და  საქმიანობას ჯერჯერობით ვერ აგრძელებს.

 


სილამაზის სალონი ,,კრისტალის“ ინფორმაციით, მოთხოვნა თითქმის 90%-ით შემცირდა, რაც გაკოტრების ტოლფასია კომპანიისთვის.



,,უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით.  უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად  დაცვით ვაგრძელებთ  მუშაობას. ამ მხრივ პრობლემა არ არის, თუმცა პანდემიამ გარკვეული დისკომფორტი შექმნა, კლიენტების რაოდენობა მუდმივად მცირდება და უკვე 90%-იან მაჩვენებელზეა.  ცხადია, ამან თანამშრომლების კლებაც გამოიწვია, იძულებული გავხდით, რამდენიმე კადრი გაგვეშვა. თავიდან რეგულაციების დაცვა დიდ ხარჯს ითხოვდა, თუმცა ჰიგიენური საშუალებების და დამცავი მოწყობილობების ფასი თანდათან დარეგულირდა და ამან მცირე შეღავათი მოგვცა. ჯამში, 15%-ით გაგვეზარდა ხარჯი, თუმცა მთავარია, რომ მაღალი სტანდარტის გამო ყველა - თანამშრომელიც და კლიენტიც თავს უსაფრთხოდ გრძნობს და იცის, რომ სილამაზის სალონში სტუმრობით კორონავირუსის გადადების საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს სილამაზის სალონ ,,კრისტალის“ ცენტრის დირექტორი ნატო შარიქაძე ,,კომერსანტთან“.

 


კომპანია ,,დაიმონდის“ მენეჯერის ირმა სარალიძის თქმით, მოთხოვნა დაახლოებით 30%-ით შემცირდა და ესეც მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სერვისი არ გაუძვირებიათ.



,,შევეცადეთ,  ფასები შეგვენარჩუნებინა. ამან მცირედით მაინც წაახალისა მომხმარებელი, თუმცა კლება მაინც არის, ჩვენს შემთხვევაში, მოთხოვნა 30%-ით შემცირდა.  ლოკდაუნების დროს უფრო მძიმე სიტუაცია იყო. რა პირობებიც არ უნდა შესთავაზო მომხმარებელს,  ხალხი სილამაზის სალონების მომსახურებისგან მაინც თავს იკავებს, ალბათ იმის გამოც, რომ შემოსავლები შემცირდა და შედარებით ძვირადღირებული პროცედურების ჩატარებისგან თავს იკავებენ“, - ამბობს სარალიძე.




სილამაზის სალონმა ,,მონე“ პანდემიის გამო საქმიანობა დროებით შეაჩერა.



,,მოთხოვნა თითქმის აღარ იყო, ამიტომ დროებით ტაიმ-აუტის აღება ვარჩიეთ. დაახლოებით თვენახევარში გავაგრძელებთ საქმიანობას.  ამ ეტაპზე ძალებს ვიკრებთ. პანდემიით გამოწვეული ზარალი დიდია,  ქვეყანა უნდა დალაგდეს და ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდეს, სხვა პირობებში ბიზნესს ძალიან გაუჭირდება“, - ამბობს ნანა ომანაძე, „მონეს“ წარმომადგენელი.

 


როგორც აღმოჩნდა, დიდად არც იმ კომპანიებს გაუმართლა, ვინც სტრატეგია შეცვალა და მომხმარებელს გამოძახების სერვისი შესთავაზა.



ერთ-ერთი ასეთია სილამაზის სალონი ,,ბიუთი ექსპრესი“.



,,ვმუშაობთ როგორც გამოძახებით, ასევე სალონშიც ვიღებთ მომხმარებლებს, მაგრამ ორივე სეგმენტში რთული სიტუაციაა. კადრებს ჯერჯერობით ვინარჩუნებთ, თუმცა მუშაობა ძალიან გვიჭირს. ციფრებს ვერ დავაკონკრეტებთ, თუ რა მაჩვენებლით შემცირდა მოთხოვნა, ფაქტია, რომ ბიზნესში დიდი პრობლემაა და სანამ პანდემიის გავრცელების საფრთხე არ გადაივლის, სალონებში არსებული სიტუაციის გაუმჯობესება მარტივი არ იქნება“, - ამბობს სალონის მენეჯერი ნონა ჟამიერაშვილი ,,კომერსანტთან“.



ცნობისთვის,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან გამკაცრდა. covid-19-ის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, სილამაზის სალონებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესდათ.



თუმცა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 16 იანვრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა ან შერბილდა. ცვლილება სილამაზის სალონების საქმიანობასაც შეეხო.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up