რესტორნებს დღეიდან 23:00 საათამდე შეეძლებათ მუშაობა – რას შეცვლის რეგულაციების 1–საათიანი შერბილება სექტორში

რესტორნებს დღეიდან 23:00 საათამდე შეეძლებათ მუშაობა – რას შეცვლის რეგულაციების 1–საათიანი შერბილება სექტორში

access_time2021-10-06 10:00:10

სარესტორნო ბიზნესი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებენ. სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები ,,კომერსანტთან“  ამბობენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მომხმარებელს წაახალისებს და გაზრდის აქტიურობას.



როგორც რესტორან  ,,თაღლაურას“ თანამშრომელი  თეა ახმედაშვილი  ამბობს, პანდემიურ კრიზისში რესტორნებისთვის  რეგულაციების შემსუბუქება მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებლების მოზიდვა შეძლონ, თუმცა  დიდი ცვლილება ამ კუთხით ნაკლებად არის მოსალოდნელი.

 


,,ნებას გვაძლევენ, რომ 1 საათით მეტხანს ვიმუშავოთ, რაც ცოტათი მაინც გამოასწორებს ვითარებას.  ამ მომენტში ეს კარგი  გადაწყვეტილებაა, რადგან სექტორში მდგომარეობა რეალურად არის მძიმე. ჩვენი ტიპის სარესტორნო ბიზნესისთვის, როგორიც ,,თაღლაურაა“,  სიტუაცია კრიზისული არ ყოფილა, თუმცა ვინც დიდწილად ტურისტებზე იყო დამოკიდებული, ძალიან გაუჭირდა. საბოლოო ჯამში, მოთხოვნის ზრადს ველოდებით.  მთავრობის  გადაწყვეტილება  უფრო იმედიანად განგვაწყობს.  შედეგს დაველოდებით. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ყველამ ერთად, ხელისუფლებამ და კერძო სექტორმაც უნდა გამონახოს ოქროს შუალედი, რომ  ბიზნესმა მუსაობა შეძლოს და ხალხის ჯანმრთელობაც დავიცვათ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ თეა ახმედაშვილი.



რესტორან „თბილისში“ გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ვერაფერს იტყვიან და უნდა დააკვირდნენ მომხმარებლის აქტივობას, თუმცა, რაც უფრო მეტი დრო ექნებათ სამუშაოდ, მათთვის კარგი იქნება.




„მუშაობის ერთ საათიანი გახანგრძლივება რა შედეგს მოიტანს, წინასწარ არ ვიცით, რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი დრო გვექნება სამუშაოდ ჩვენთვის უფრო კარგი იქნება, რადგან ისედაც შემცირებულია მუშაობა. ბევრი ადამიანის შემოშვების უფლება არ გვაქვს, ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია.

რაც შეეხება ფასებს, ვცდილობთ რომ ფასები არ გავზარდოთ და მომხმარებლები შევინარჩუნოთ. ფასი ყველაფერზე კატასტროფულად არის გაზრდილი, რესტორანში მოვიდეს კი არა ,როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა არ ვიცი. ერთი ტომარა ფქვილი პანდემიამდე რომ 68 ლარი ღირდა, ახლა 90 ლარს ვიხდით.

თანამშრომლებიც კი შევამცირეთ, მომხმარებლის ის რაოდენობა არ არის, რომ ყველას ხელფასი უხადო, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მესამედი რაოდენობის თანამშრომელი გვყავს დატოვებული“, - აცხადებენ რესტორან თბილისში.


მთავრობის გადაწყვეტილებას  აფასებენ რესტორან ,,სამ საუკუნეშიც“, თუმცა ამავე დროს დასძენენ, რომ მუშაობის 1 საათით გახანგძლივება რეალურად ბევრს არაფერს ცვლის.

 

,,რთულ პერიოდს გავდივართ, მოთხოვნამ 80%-ით იკლო.  ჯერჯერობით არ ვიცით, რა შედეგს მოიტანს შეზღუდვის შემსუბუქება. 1 საათი ბევრს არაფერს ცვლის, მით უმეტეს, ტურისტები ფიზიკურად არ არიან, მომხმარებელთა სეგმენტი დიდწილად ამის გამოც შემცირდა“, - განუცხადა  ,,კომერსანტს“ რესტორნის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.


რესტორან „ქალაქში“ ამბობენ, რომ სამუშაო დროის 23:00 საათამდე გადაწევა მათთვის კარგი იქნება, ასევე აცხადებენ, რომ აქტივობა ძალიან დაბალია, რადგან თითო მაგიდასთან 4-5 ადამიანზე მეტის დასმის შესაძლებლობა არ აქვთ.



„სამუშაო დროის ერთი საათით გახანგრძლივება სავარაუდოდ ჩვენი მუშაობისთვის უკეთესი იქნება, პანდემიიდან გამომდინარე მომხმარებელთა აქტივობა ძალიან დაბალი იყო, რეგულაციების თანახმად მაგიდასთან მხოლოდ ხუთი ადამიანის განთავსების უფლება მაქვს. ჩვენ 2 ადგილიანი, 4 ადგილიანი და ხუთ ადგილიანი მაგიდები გვაქვს. რაც შეეხება ფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერზე ფასი გაიზარდა, იძულებულები გავხდით რომ ჩვენი პროდუქტებიც გაგვეძვირებინა“, - აცხადებენ რესტორან ქალაქში.




საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, ასევე იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.



კომერსანტი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up