დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:
1. Covered Bonds – ახალი ინსტრუმენტი ბანკების სასარგებლოდ და უძრავი ქონების ბაზრის წინააღმდეგ
კანონპროექტის მიზანია, დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარება. ჩარჩოს შემუშავებაში ჩართულები არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც (EBRD, IFC).
2. კალაძემ მეტრო „სამგორის“ ლილოსთან, აეროპორტთან და რუსთავთან დამაკავშირებელი ხაზის თემა გააცოცხლა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩატარდა, თუმცა დეტალურ პროექტზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. პროექტზე მუშაობის შეფერხების მიზეზად თბილისის მერმა პანდემია დაასახელა.
3. Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დატოვა
Moody’s-ი აღნიშნავს, რომ რეიტინგისა და პერსპექტივის სტაბილურზე შენარჩუნება განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების არსებული განვითარებით, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება გახადა შესაძლებელი.
4. რამდენით შეიძლება გაზარდოს მთავრობამ ომის ვეტერანების 22–ლარიანი სუბსიდია, ისიც 2022 წლიდან
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების პენსიის საკითხთან დაკავშირებით მთავრობას მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, გარდა ზეპირი განცხადებისა, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის პენსია უნდა გადაიხედოს. ცვლილება, სავარაუდოდ, 2022 წლიდან არის მოსალოდნელი.
5. საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტირებული ავტომობილების უმეტესობა მეორადი ოპელია
ავტომობილების რეექსპორტში ტენდენცია იცვლება და მოთხოვნა ძირითადად მეზობელ რეგიონებში, განსაკუთრებით, აზერბაიჯანში მატულობს.
6. მარან-მუზეუმ ,,ნუმისის“ შემოსავალი წელიწადნახევარში თითქმის განულდა
„ნუმისის“ მფლობელი ნუნუ კარდენახიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ მუზეუმს ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა, კორონავირუსის გამო, ტურისტების ვიზიტი ჯერ შემცირდა, შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა. ამ ეტაპზე ,,ნუმისი“ძირითადად პოლონელი და უკრაინელი ტურისტების იმედადა, რადგან შიდა ტურები უკვე იშვიათობაა.
7. ივენთ ჰოლი, აუთლეთ სოფელი და აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა - როგორ განვითარდება წყალტუბო
წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია. კურორტის მასშტაბური განვითარების იდეის დაანონსებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დოკუმენტი მზადაა. „კომერსანტი“ დეტალურად გაგაცნობთ, თუ როგორია ქალაქის განვითარების კონცეფცია.
8. საქართველოში წისქვილების შესაძლო დახურვა 5 000 სამუშაო ადგილს უქმნის საფრთხეს
ხორბლის მთავარ ექსპორტიორ ქვეყანაში პროდუქტის გაძვირებამ და მცურავმა საბაჟო ტარიფმა შესაძლოა, საქართველოში წისქვილკომბინატების მუშაობას პრობლემა შეუქმნას.
9. ჩინური გიგანტის ვარდნამ გლობალური პანიკა შექმნა და სპილენძის ბაზარიც გადაიყოლა
ორშაბათის ვაჭრობაზე სპილენძის ფასი 2,7%–ით, ტონაზე $9 237–დან $8999–მდე დავარდა. ეს დოლარის გამყარებისა და ჩინეთის უძრავი ქონების სიჯანსაღის შერყევის ფონზე მოხდა მას შემდეგ, რაც ჩინური დეველოპერი Evergrande ლიკვიდურობის პრობლემას წააწყდა. $300 მილიარდიანმა ვალმა შესაძლოა კომპანიის სწრაფი დეფოლტი გამოიწვიოს.
10. Financial times: „გაზპრომი“ სანდო პარტნიორის რეპუტაციას კარგავს
ევროპაში ბუნებრივ გაზზე უკიდურესად მაღალმა ფასებმა საყურადღებო გახადა ის ფაქტი, რომ რუსეთმა მოულოდნელად შეამცირა ცისფერი საწვავის მიწოდება.