რამდენით შეიძლება გაზარდოს მთავრობამ ომის ვეტერანების 22–ლარიანი სუბსიდია, ისიც 2022 წლიდან

რამდენით შეიძლება გაზარდოს მთავრობამ ომის ვეტერანების 22–ლარიანი სუბსიდია, ისიც 2022 წლიდან

access_time2021-09-21 11:00:21

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების პენსიის საკითხთან დაკავშირებით  მთავრობას მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, გარდა ზეპირი განცხადებისა, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის პენსია უნდა გადაიხედოს.  ცვლილება, სავარაუდოდ, 2022 წლიდან არის მოსალოდნელი.



22 ლარი,  რასაც ეს ადამიანები სახელმწიფოსგან იღებენ, რეალურად სუბსიდიაა და მათი არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად, ცვლილება ამ მიმართულებით არ განხორციელებულა.



მინიმალური პენსია ომის ვეტერანებს ჯერ კდიევ 1994 წელს დაენიშნათ, რომელსაც 2019 წელს სუბსიდიის სტატუსი მიენიჭა. როგორც საგადასახადო სფეროს სპეციალისტი, ასევე ომის ვეტერანი აკაკი ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, დაგეგმილი იყო, რომ 2022 წლიდან მოეხდინათ ვეტერანთა სუბსიდიის ინდექსირება, თუმცა საეჭვოა, პანდემიური გამოწვევების პირობებში ამისთვის რაიმე რესურსი გამოინახოს.



,,ვეტერანების პენსია მუდმივად არის განსჯის საგანი, ყოველწლიურად აყენებენ მოთხოვნას ეს ადამიანები, მაგრამ ნაბიჯები რეალურად არ გადადგმულა. ეს არის არა პენსია, არამედ სუბსიდირება. არ ვიცი, რა ნაბიჯს გადადგამს მთავრობა, გახარიას დაგეგმილი ჰქონდა, 2022 წლიდან მოეხდინათ ამ თანხის ინდექსირება, რაც გულისხმობს სოციალური სუბსიდირების ნაწილს - რა ცვლილებაც განიცადა ტარიფებმა, მის შესაბამისად მოეხდინათ.  სოციალურ ნაწილში ეს არის ყველაზე ჩამორჩენილი პენსია, რომელსაც თითქმის მესამე ათეული წელია, ომის ვეტერანები იღებენ. ძნელად სავარაუდოა, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით შეიცვალოს, სულ მცირე 2022 წლის ზაფხულამდე.  ეს ის პერიოდია, როცა სუბსიდიაზე ნაკლები ტვირთია სახელმწიფოს მხრიდან და შეიძლება, რაღაც რესურსი გამოინახოს, მით უმეტეს, პოლიტიკურ წრეებში ამის შესახებ  ზეპირი განცხადების დონეზე იყო საუბრები“, - ამბობს ჩარგეიშვილი, რომლის თქმითაც, შეიძლება თუნდაც 100 ლარამდე გაზრდილი პენსია ვეტერანების მდგომარეობას დიდად ვერ შეცვლის, მაგრამ  ეს არის დაფასება მათი ღვაწლის, რაც გაიღეს. ეს არის სახელმწიფოს, ხალხის მადლიერება მათ მიმართ.



,,ვეტერანი არ ნიშნავს უპირობოდ პენსიონერს, ხანდაზმულს, ზოგი მათგანი არის ქმედითუნარიანი, ზოგი მრავალშვილიანი, შეიძლება იყოს კარგი ბიზნესმენი და ა.შ. ამიტომ იმის თქმა, რომ ყველა ვეტერანი აუცილებლად საჭიროებს დახმარებას, ასე არ არის, მაგრამ  ამ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა, რაც შეიძლება პენსიის ზრდაში გამოიხატოს, არ აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ამ ადამიანებმა თავიანთი წილი ომი გადაიხადეს. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ინდივიდუალრად არის განსახილველი, შეიძლება იყოს ვეტერანი, რომელსაც ბინა არ აქვს, უმუშევარია ან სოფლად ცხოვრობს და სხვა, ღირსეული პენსია უნდა დაენიშნოთ, მაგრამ ჯერჯერობით სახელმწიფო არ ზრუნავს მათზე და ეს არის ქვეყნის დიდი პრობლემა“, - უთხრა ჩარგეიშვილმა ,,კომერსანტს“.




აღსანიშნავია, რომ ომის ვეტერანების პენსიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში საუბრობდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ 2022 წელს გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა.  



პარტია მოქალაქეების ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის თქმით, დამამცირებელია 22 ლარი იმ ხალხისთვის, რომლებიც როდესაც სამშობლოს დასჭირდა, წავიდნენ და საკუთარი სხეულით გადაეფარნენ საქართველოს.



მისი თქმით, ვეტერანთა სამსახურს აქვს დაანგარიშებული, რომლის მიხედვითაც, 100 ლარამდე პენსიის ზრდას სახელმწიფოს წლიურად 37 მილიონი ლარი დაუჯდება.



შეგახსენებთ, რომ 22 ლარი სუბსიდია მთავრობამ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს“ 2019 წლის 14 მაისს დაუნიშნა. ამ ფულს ვერ მიიღებენ ომის ის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები, მათ შორის, დაცვის სამსახურში.



რაც შეეხება შეღავათებს, როგორც ცნობილია, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. ასევე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემოსავალი 6000 ლარამდე.



ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემით, 2021  წლის 10 მაისის  მონაცემებით, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 66 840 ადამიანს შეადგენს. აქედან 31 075 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედებების ვეტერანია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up