ივენთ ჰოლი, აუთლეთ სოფელი და აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა - როგორ განვითარდება წყალტუბო

ივენთ ჰოლი, აუთლეთ სოფელი და აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზა - როგორ განვითარდება წყალტუბო

access_time2021-09-21 15:00:51

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია. კურორტის მასშტაბური განვითარების იდეის დაანონსებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დოკუმენტი მზადაა.  „კომერსანტი“ დეტალურად გაგაცნობთ, თუ როგორია ქალაქის განვითარების კონცეფცია.

 


შემუშავებული დოკუმენტი 3 ნაწილადაა დაყოფილი:


1. განვითარების ხედვა.

2. წყალტუბოს სანატორიუმების არქიტექტურული მახასიათებლები და ზოგადი რეკომენდაციები.

3. მოსაზრებები საინვესტიციო ობიექტებზე დასაშვები ქმედებების შესახებ.

 


დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის ერთ-ერთი გამოწვევაა სხვადასხვა კერძო და საზოგადოებრივ მესაკუთრეებს შორის შექმნას ისეთი კავშირები და სინერგია, რაც ბიძგს მისცემს, წყალტუბოს განვითარებასთან ერთად, მისი ავთენტურობის შენარჩუნებას.


 

საპროექტო გუნდს მიაჩნია, რომ წყალტუბოს გეგმარების უნიკალურობა რადიკალურად გადანაწილებულ/გამიჯნულ ფუნქციებში მდგომარეობს. მათი ინფორმაციით, ცენტრალურ ნაწილში პარკია, სადაც სააბაზანოები და საპარკო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურაა. პარკის გარშემო სარტყელში სანატორიუმების კომპლექსებია საკუთარ, მსხვილ მიწის ნაკვეთბზე, გამწვანებული და კეთილმოწყობილი ბაღებით. ხოლო მის გარეთ დარჩენილი ორი სარტყელი საცხოვრებელ (მომსახურე პერსონალის) უბნებს, სოფლის ტიპის დასახლებებსა და სასოფლო მიწებს მოიცავს.

 

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის დოკუმენტიც ამ პრინციპის მიხედვით ნაბიჯ-ნანიჯ აღწერს ქალაქის განახლებისთვის საჭირო მოსაზრებებსა და კონკტერული ტერიტორიების განვითარების ვერსიებს.

 


კონცეფციის კონცეპტუალური გადაწყვეტები და ფუნქციური მრავალფეროვნების მოსაზრებები პარკის როლისა და მნიშვნელობის გადააზრებით იწყება.

 


დოკუმენტის მიხედვით, ისტორიული პარკის ტერიტორიაზე დაგეგემილია ახალი, თანამედროვე სპა ცენტრისა და მცირე ზომის სადიაგნოსტიკო ცენტირს მშენებლობა. საპროექტო გუნდი ამ გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ არსებული აბაზანები წარმოადგენს კერძო საკუთრებას და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მომავალში მათი განვითარება მოხდება კურორტის ხარისხის შესაბამისად, ამიტომ მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ახალი აბაზანის გაჩენა, რომელიც უზრუნველჰყოფს კურორტის ადეკვატური მომსახურების და დიზაინის ხარისხს.



ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა თერმული აუზი, ღია საკონცერტო დარბაზი, აქტიური პარკი, საბავშვო პარკი, დეკორატიული ბაღი და ზედაპირული წყლების ლანდშაფტური ფილტრაცია.



      თერმული აუზი



      ღია საკონცერტო დარბაზი, აქტიური პარკი, საბავშვო პარკი



      დეკორატიული ბაღი და ზედაპირული წყლების ლანდშაფტური ფილტრაცია


განივ პარკში დაგეგემილია ექსტრემალური ველო ტრასის მოწყობა, ასევე ტყე-პარკისა და ტყის ქოხების მშენებლობა.

 


      ექსტრემალური ველო ტრასა



       ტყე-პარკი


      ტყის ქოხები


რაც შეეხება სამხრეთის პარკს. პროექტის მიხედვით აქ აკვა პარკის განვითარება იგეგმება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აკვა პარკი არსებული პარკის სიახლოვეში მდებარეობს, რათა მეტად იყოს დაკავშირებული კურორტის უკვე განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან და არ იყოს მოწყვეტილი მისგან. ამავდროულად, აკვაპარკს ემიჯნება სასტუმრო „ინტურისტი“-ს ტერიტორია, რაც საპროექტო ჯგუფის განცხადებით, სასტუმროსა და აკვაპარკის ერთიან კომპლესად განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აკვაპარკისათვის დაახლოებით 3 ჰა ტერიტორიაა გამოყოფილი, რაც ტერიტორიის ფართობის მხრივ თბილისის აკვაპარკის ანალოგს წარმოადგენს. ირკვევა, რომ აღნიშნული ობიექტი განკუთვნილი იქნება როგორც წყალტუბოს სტუმრებისათვის, ასევე რეგიონიდან ჩამოსული 1–დღიანი ვიზიტორებისათვის. შესაბამისად, აკვაპარკის მიმდებარედ განთავსებულია კურორტის ძირითადი ავტოსადგომი, რომელიც 650 ავტომობილზეა გათვლილი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აკვაპარკი ასევე მოხერხებულად არის დაკავშირებული რკინიგზის სადგურთან და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ქუთაისი-წყალტუბოს სარკინიგზო კავშირის მოდერნიზება, გამარტივდება ქუთაისთან კავშირი, რაც გაზრდის როგორც მთლიანად კურორტზე ერთ დღიანი ვიზიტორების ნაკადებს, ასევე აკვაპარკის დატვირთულობას.

 


      აკვა პარკი


სამხრეთის პარკში ასევე აშენდება სპორტული კომპლექსი, საგამოფენო და სტარტაპების პარკი, ზედაპირული წყლების ლანდშაფტური ფილტრაციის პარკი, ფერმები დამოუკიდებელი კვების წყაროთი, სათბურები და ენერგეტიკული წარმოების ობიექტი.

 


       სპორტული კომპლექსი


      საგამოფენო და სტარტაპების პარკი




      ზედაპირული წყლების ლანდშაფტური ფილტრაციის პარკი


      ტექნოლოგიური პარკის მუზეუმი


      ფერმები დამოუკიდებელი კვების წყაროთი


      სათბურები 


      ენერგეტიკული წარმოების ობიექტი


ჩრდილოეთის პარკის ტერიტორიაზე საჯინიბოა განთავსებული. დოკუემნტის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან შესაძლებელია საცხენოსნო ტურების დაგეგმვა: პრომეთეს მღვიმის, სათაფლიას მღვიმის, ყუმისთავის წმინდა ნინოს ეკლესიის, ქვილიშორის ეკლესიის, გოგიას ციხე-დარბაზის, მთავარანგელოზის ეკლესიის, გუმათის ასათიანების კოშკის, ხომულის მღვიმის და სხვა მიმართულებით იმგვრად, რომ არ მოხდეს საცხენოსნო მარშრუტის კვეთა კურორტის ცენტრალურ ნაწილთან.


      საჯინიბო 


პარკის ამავე ნაწილში მოეწყობა მრავანფუნქციური სპორტული ზონა. კომპლექსისათვის საპროექტო ტერიტორიაზე გამოყოფილია ისეთი ადგილი, რომელსაც ერთის მხრივ აქვს მოსახერხებელი კავშირი სატრანსპორტო ქსელთან, რათა სპორტული ღონისძიების დროს მარტივი იყოს აქ მოხვედრა, მეორეს მხრივ კომპლექსის ტერიტორია უკავშირდება არსებულ ფეხბურთის მოედანს, რისი გათვალისწინებითაც შესაძლებელია ერთიანი სპორტული კომპლექსის განვითარება. ერთიანი სპორტული კომპლექსი იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთო მენეჯმენტის შემთხვევაში მოხდეს წყალტუბოს დატვირთვა სპორტული შეკრებებისათვის, რაც განსხვავებული ტიპის ვიზიტორებს დამატებით მოიზიდავს.

 

      მრავანფუნქციური სპორტული ზონა


რაც შეეხება ცენტს. პროექტის მიხევით, წყალტუბოს ქალაქის ცენტრის მოწესრიგება შესაძლებელია სამ ფაზად განხორციელდეს. რეგისტირებული მიწის ნაკვეთბის ანალიზი ფაზების მიხედვით შემდეგია:

I ფაზის არეალი მოიცავს: 124 300 კვ.მ. / რეგ. მიწის ფართობი: 51 750 კვ.მ. (52 ერთ.) აქედან, კრძო საკუთრებაშია: 26 500 კვ.მ.

II ფაზის არეალი მოიცავს: 31 570 კვ.მ. / რეგ. მიწის ფართობი: ფართობი: 16 500 კვ.მ. (68 ერთ.) აქედან, აქედან უმეტესობა კრძო საკუთრებაშია.

III ფაზის არეალი მოიცავს: 103 325 კვ.მ. / რეგ. მიწის ფართობი: ფართობი: 63 000 კვ.მ. (86 ერთ.) აქედან, კრძო საკუთრებაშია: 59 000 კვ.მ.

 

საკურორტო ტერიტორიაზე სხვა ფუნქციების მქონე დაწესებულებების მოწყობაც იგეგმება. მაგალითად სარეაბილიტაციო ცენტრი, შემეცნებით/საგანმანათლებლო ცენტრი, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ახალგაზრდული ცენტრი, ივენთ ჰოლი და აუთლეთ სოფელი.


      სარეაბილიტაციო ცენტრი


      შემეცნებით/საგანმანათლებლო ცენტრი



      წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


ახალგაზრდული ცენტრში სასტუმრო, ჰოსტელი, ქოვორქინგ ოფისი, ტრეინინგ ცენტრი, კვების ობიექტები განთავსდება.



      ახალგაზრდული ცენტრი


მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საკურორტო ტერიტორიებზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ბიზნეს შეხვედრებისათვის თუ სხვადასხვა ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცეები. ე.წ. „ივენთ ჰოლი“-ს ობიექტის ტერიტორიის შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ აღნიშნული ფუნქციით სარგებლობა, მოსახერხებელი უნდა იყოს როგორც კურორტის ხანგძლივი სტუმრებისათვის, ასევე ის ადვილად მიღწევადი უნდა იყოს უშუალოდ ამ ფუნქციის მოსახმარად ჩამოსული სტუმრებისათვის. შესაბამისად მას უნდა ჰქონდეს მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირი შეუზღუდავ სატრანსპორტო ქსელთან. გამომდინარე ზემოთხსენებულიდან, „ივენთ ჰოლი“-ს განთავსება გადაწყდა წყალტუბოს შესასვლელში.

 

      ივენთ ჰოლი



   აუთლეთ სოფელი



ვრცელ დოკუემნტში ყურადღება სატრანსპორტო სქემაზეცაა გამახვილებული.  კურორტზე მოეწყობა ელექტრო ავტოსადგური, ელეტრო ტრანსპორტის წრე, ავტოსადგომი, შემოვლითი გზა, რკინიგზის ხაზი წყალტუბო-ქუთაისი-აეროპორტი და რკინიგზის სადგური.

 

     ელექტრო ავტოსადგური


      ავტოსადგომი


ღირშესანიშნაობების შექმნა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კურორტის იდენტობის შესაქმნელად. ანალოგიური კურორტების კვლევის ჩატარებისას, დადგინდა, რომ ყველა კურორტს გააჩნია თავისი უნიკალური ღირშესანიშნავი ობიექტი ან ობიექტები. წარმოდგენილი კონცეფციით დაგეგმილია განსხვავებული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის, სხვადასხვა დიზაინის მქონე კოშკების შექმნა.კოშკები ერთის მხრივ შექმნიან საორიენტაციო კავშირებს სარეკრეაციო ტერიტორიებს შორის, ხოლო მეორეს მხრივ მომავალში შექმნიან კურორტის იდენტობისათვის მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობას. კოშკების დიზაინის შესაქმნელად, შესაძლებელია სახელოვანი დიზაინერების ან არქიტექტტორების მოწვევა, რომელთა სახელის გამოყენება შესაძლებელი იქნება მარკეტინგული თვალსაზრისითაც.

 


 




წყალტუბოს სანატორიუმების არქიტექტურული მახასიათებლები და ზოგადი რეკომენდაციები

 

მომზადებული დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოს დღევანდელი სახით განაშენიანება საბჭოთა პერიოდში დაიწო. ტერიტორიაზე 1925-1987 წლებში 21 სანატორიუმი აშენდა. მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე წარმოდგენილი ობიექტები ზუსტად ასახავს საბჭოთა კავშირში, შესაბამისად, საქართველოშიც, კონკრეტულ პერიოდში გავრცელებულ არქიტექტურულ სტილს. სსრკ-ში, მისი არსებობის 70-წლიან პერიოდში, გავრცელებული იყო ოთხი განსხვავებული არქიტექტურული სტილი:


1) კონსტრუქტივიზმი -  1920-1930წწ. სტილი ხელოვნებაში, მათ შორის არქიტექტურაში, რომელმაც გავლენა მოახდინა მსოფლიო არქიტექტურულ ტენდენციებზე და გარკვეული სახეცვლილებით გავრცელდა საქართველოში;


2) პოსტკონსტრუქტივიზმი - ერთგვარი გარდამავალი ფაზა კონსტრუქტივიზმიდან “სტალინურ არქიტექტურაზე”, რომელმაც 6-8 წლის განმავლობაში იარსება და შექმნა ძალიან საინტერესო ობიექტები;


3) “სოციალისტური კლასიციზმი” - (სტალინური ამპირი) - სტილი, რომელმაც დიდწილად განაპირობა საბჭოთა კავშირის ქალაქების, განსაკუთრებით კი სამრეწველო და საკურორტო დასახლებების იერი;


4) საბჭოთა მოდერნიზმი, ფართოდ გავრცელებული სტილი კავშირის ტერიტორიაზე, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის საგანია დღეს; წყალტუბო, ეს არის საკურორტო ქალაქი, სადაც საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე შეგვიძლია ვიხილოთ საბჭოთა არქიტექტურის განვითარების გზა. ეს, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ მოწყობილი არქიტექტურის მუზეუმია, ავთენტური გეგმარებით, არქიტექტურით, მცირე არქიტექტურული ფორმებით და, რაც მთავარია, კონცეფციით.

 

შესაბამისად, საპროექტო გუნდი თვლის, რომ მნიშვნელოვნია შენარჩუნდეს არამარტო ერთი, რომელიმე სტილის ობიექტი, არამედ მთელი სპექტრი ობიექტებისა, რომლებიც ასახავს საბჭოთა არქიტექტურის განვითარების გზა.

 

მოსაზრებები საინვესტიციო ობიექტებზე დასაშვები ქმედებების შესახებ

 

საპროექტო გუნდმა შეიმუშვა საინვესტიციო ობიექტების და ტერიტორიების სამომავლოდ განვითარების პარამეტრების დადგენის მეთოდოლოგია:

 

• ობიექტების არქიტექტურული მახასიათებლებისა და ზოგადი რეკომენდაციების შემუშავების შედეგად, თითოეული ობიექტისათვის მოხდა ჩარევის სარეკომენდაციო სამუშაოს განსაზღვრა (შესანარჩუნებელი და სადემონტაჟო ნაწილები)

• თითოეულ ობიექტზე, შემსყიდველის მიერ მოწოდებული აზომვითი ნახაზების საფუძველზე, ჩატარდა არსებული გეგმარების კვლევა და დადგინდა სამომავლოდ შესაძლო ნომრების რაოდენობა და სხვა დამხმარე სათავსებისათვის საჭირო სასარგებლო ფართობების ოდენობა. კვლევის დროს გათვალისწინებული იქნა არსებული მზიდი კონსტრუქციები, გეგმარებითი სტრუქტურა, მიწისზედა და მიწისქვეშა სართულები და სხვა.

• თითოეული ობიექტისათვის, დადგინდა მინიმალური ნომრების რაოდენობა, როგორც არსებული რეალობის გათვალისწინებით, ასევე რენტაბელობის კუთხით, სასტუმროსათვის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

• არსებული ფართობებისა და სამომავლო მინიმალური საჭიროებებიდან გამომდინარე შემუშავდა წინასწარი მოცულობითი ესკიზი რომელიც ატარებს სარეკომენდაციო შინაარსს. არსებული ესკიზი მიზნად ისახავს ობიექტის ფართობის ცვლილების შესაძლებლობის წარმოჩენას. დამატებითი მოცულობების დაგეგმვისას, გათვალისწინებული იქნა არსებული შენობების მასშტაბი, და საპროექტო მოცულობები დაიგეგმა იმგვარად, რომ არ მომხდარიყო არსებულ შენობებში დისონანსის შეტანა.

• დამუშავებული მოცულობითი ესკიზის საფუძველზე, დამატებითი რესურსის გათვალისწინებით დადგინდა განვითარების პარამეტრები (კოეფიციენტები კ1, კ2, კ3, დასაშვები სიმაღლე, დასაშვები სართულიანობა)

• წამორდგენილი ქალაქმშენებლობით პარამეტრები უნდა გახდეს საფუძველი შემდგომ ეტაპზე დასამუშავებელი განაშენიანების გეგმის ან განაშენიანების დეტალური გეგმისათვის

 

მათ ასევე შეიმუშავეს საკომპენსაციო პირობების დადგენის მეთოდოლოგია. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა რომ მეთოდოლოგიის შემუშავების მთავარი მიზანია, სამომავლო ინვესტორებისათვის არსებული შენობების შენარჩუნების წახალისება, რათა წყალტუბომ შეინარჩუნოს მისი მთავარი ღირებულება - არსებული კულტურული მემკვიდრეობა, მიუხედავად იმისა ცალკეულ შენობებს მინიჭებული აქვთ თუ არა კულტურული მემკვიდრეობის უძრავის ძეგლის სტატუსი.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, არსებული საინვესტიციო შენობებისათვის შედგა სარეკომენდაციოდ ჩასატარებელი სამუშაოების მატრიცა, რომლებიც გადანაწილდა 4 სხვადასხვა კატეგორიაში.

კატეგორია #1

სრული რესტავრაცია (ინტერიერის მთავარი სივრცეების რესტავრაცია - ლობი, კიბის უჯრედი, დარბაზი და სხვა. ექსტერიერის რესტავრაცია)

კატეგორია #2

ნაწილობრივი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია (ინტერიერის დემონტაჟი, ექსტერიერის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია)

კატეგორია #3

დემონტაჟი/ახალი მშენებლობა იგივე მასშტაბით არსებულ კონტურზე.

კატეგორია #4

დემონტაჟი / ახალი მშენებლობა განსხვავებული მასშტაბით, განსხვავებულ კონტურზე.

 

თითოეულ შენობას და მის შემადგენელ ნაწილებს მიენიჭა შესაბამისი კატეგორია, მისი  არქიტექტურულ მხატვრული ღირებულებიდან გამომდინარე. დეტალური კონსტრუქციული კვლევების ჩატარების შემდგომ, შესაბამისი კვლევისა და ექსპერტიზის საფუძველზე, ინვესტორს ექნება საშუალება შესაბამის ორგანოს მიმართოს კატეგორიის ცვლილების მოთხოვნით. შემდეგი პირობებით: კატეგორიის დაქვეითების შემთხვევაში გათვალისწინებულია გარკვეული შეზღუდვები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. (შეზღუდვა დამატებით მოცულობაზე, შეზღუდვა ფუნქციაზე და სხვა.


იმ შემთხვევაში, როცა ინვესტორი ობიექტის განვითარებას მოახდენს ქვემოთ მოყვანილი კატეგორიებისათვის დადგენილი დასაშვები სამუშაოების შესაბამისად ან მოახდენს კატეგორიის ცვლილებას ქვევიდან ზედა მიმართულებით (მაგ. 4 დან 3, ან 3 დან 2 და ა.შ.) ინვესტორს კომპენასაციის სახით ექნება თითოეულ ობიექტზე დამატებითი სამშენებლო მოცულობის ათვისების საშუალება. ხოლო გარკვეულ შემთხვევაში ობიექტში კაზინოს განთავსება.



ბაჩო ადამია

თეგები:
წყალტუბო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up