საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტირებული ავტომობილების უმეტესობა მეორადი ოპელია

საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტირებული ავტომობილების უმეტესობა მეორადი ოპელია

access_time2021-09-21 12:00:12

ავტომობილების რეექსპორტში ტენდენცია იცვლება და მოთხოვნა ძირითადად მეზობელ რეგიონებში, განსაკუთრებით, აზერბაიჯანში მატულობს. ცვლილება მეორადი ავტომობილების ხარჯზეა, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნით კი ოპელი სარგებლობს. საავტომობილო ბაზრის ახალი ტენდენციის შესახებ ,,კომერსანტთან“ კომპანია ,,რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე საუბრობს.



„ბაზარზე დიდი ცვლილებები არ არის, თუმცა, ზოგადად, პანდემიასთან მიმართებაში, ბაზარმა რაღაცნაირად ადაპტაცია განიცადა და მცირედით გაუმჯობესდა ვითარება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა რიგი მიმართულებით პოზიტიური ძვრებია. მაგალითად, აზერბაიჯანიდან გაიზარდა მოთხოვნა. ეს ეხება ოპელის მარკის 2006-2010 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა ფასი 2,800-3500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მანქანები ევრო4-ის სტანდარტს მეტნაკლებად აკმაყოფილებენ. საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით უფრო ასეთი ავტომობილები გადის, ახალი - ნაკლებად. აზერბაიჯანელ ავტოიმპორტიორებს უკვე პირდაპირი კავშირი აქვთ ევროპასთან და თუ რამე სჭირდებათ, გარკვეულწილად, თვითონ აგვარებენ. საქართველოს ბაზარი სჭირდებათ მაშინ, როცა ბაზარზე სწრაფი მოთხოვნის დაკმაყოფილება უწევთ, ძირითადად, მათი უმეტესობა მცირე და საშუალო დონის ავტოდილერები არიან“, - განმარტავს ელგუჯა ჯამაგიძე.



შეგახსენებთ, რომ წლების წინ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო რეექსპორტის მიმართულებით, მაგრამ მოგვიანებით, 2014 წელს აზერბაიჯანი „ევრო-4“-ის სტანდარტზე გადავიდა და ქვეყანაში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების შეყვანა აიკრძალა. ამან ქართველი ავტოდილერები მნიშვნელოვნად დააზარალა.




ამ ეტაპზე, როგორც ავტოდილერი ,,კომერსანტთან“ ამბობს, საქართველოში ავტომობილები ძირითადად იაპონიიდან და ამერიკიდან შემოდის, რომლებიც შეკეთების შემდეგ ადგილობრივ და რეგიონის ბაზრებზე იყიდება.



შედეგად, ავტომობილები საქართველოს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი საქონელია. 2017-2020 წლებში ქვეყანამ რეექსპორტიდან საშუალოდ $1,5 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს კი მანქანების რეექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $834 მლნ იყო, ხოლო 2020 წელს - $437 მლნ.



რაც შეეხება კონკრეტულად აზერბაიჯანის ბაზარს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ამ მიმართულებით $163,2 მლნ–ის ღირებულების სამგზავრო ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. რაოდენობრივად ეს არის 24 508 ერთეული ავტომობილი.



აზერბაიჯანში ექსპორტზე გატანილი მანქანების რაოდენობა წლიურად 9 519 ერთეულით, 63,5%-ით არის გაზრდილი.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up