ჩინური გიგანტის ვარდნამ გლობალური პანიკა შექმნა და სპილენძის ბაზარიც გადაიყოლა

ჩინური გიგანტის ვარდნამ გლობალური პანიკა შექმნა და სპილენძის ბაზარიც გადაიყოლა

access_time2021-09-21 17:00:14

ორშაბათის ვაჭრობაზე სპილენძის ფასი 2,7%–ით, ტონაზე $9 237–დან $8999–მდე დავარდა. ეს დოლარის გამყარებისა და ჩინეთის უძრავი ქონების სიჯანსაღის შერყევის ფონზე მოხდა მას შემდეგ, რაც ჩინური დეველოპერი Evergrande ლიკვიდურობის პრობლემას წააწყდა. $300 მილიარდიანმა ვალმა შესაძლოა კომპანიის სწრაფი დეფოლტი გამოიწვიოს.



ანალიტიკოსები წერენ, რომ ჩინური სამშენებლო კომპანიის სავალო კრიზისი როგორც სპილენძის ბაზარს, ისე აზიელი ინვესტორების განწყობებს ურტყამს.
ოფიციალურმა პეკინმა უკვე გააკეთა განცხადება, სპილენძის, ალუმინისა და ცინკის სახელმწიფო რეზერვების ნაწილის გაყიდვის შესახებ და აღნიშნა, რომ ყურადღებად დააკვირდება ბაზრის კონიუნქტურას მოთხოვნა–მიწოდების დაბალანსების მიზნით.



ბაზრები პანიკის ზღვარზე



დეველოპერული კომპანია Evergrande 1996 წელს დაარსდა და ჩინეთის მასშტაბით 280 ქალაქში ათასობით საცხოვრებელ და კომერციულ ფართს ფლობს. გარდა ამისა, კომპანიის საკუთრებაში ავტომობილების, საკვებისა და სასმელების საწარმოებიცაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს, ის გაკოტრების პირასაა, რადგან მისი საფინანსო ვალდებულება $300 მილიარდს შეადგენს და მიმდინარე კვირაში $84-მილიონიანი ვალის გასტუმრება უწევს – ეს ფული კომპანიას უბრალოდ არ გააჩნია.



კომპანიის გადარჩენის ერთადერთი გზა უძრავი ქონების ნებისმიერ ფასად მოშორებაა, თუმცა ამ შემთხვევაში აქტივების ფასი ვარდება, ლიკვიდურობის პრობლემიდან გამომდინარე და ვალის გადახდის ვადის ამოწურვამდე საჭირო მოცულობის ფულის შეგროვების შანსი მინიმალურია.



$84 მლნ Evergrande-ს კოლოსალური პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია – კომპანია $300-მილიარდიანი ვალის გასტუმრებას მთავრობის, ან ინვესტორების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს.




ჩინეთის მთავრობას Evergrande-ს დახმარება არ უღირს – ასეთი ჩარევით პრობლემა არ აღმოიფხვრება და სახელმწიფო რესურსი წყალში გადაიყრება, ხოლო ინვესტორებისთვის არასახარბიელო და სარისკოა იმ კომპანიაში ფულის ჩადება, რომლის აქციების ფასიც 85%–ით არის გაუფასურებული.



ჩინური გიგანტის პრობლემებმა პანიკა შექმნა არა მხოლოდ ცისქვეშეთის ეკონომიკაში – შიშები საერთაშორისო ბაზრებსაც გადასწვდა და გაუფასურდა იმ ამერიკული კომპანიების აქციებიც, რომლებსაც Evergrande–სთან ჰქონდათ საქმიანო კონტაქტები.



გიგანტ ჩინურ დეველოპერს $300-მილიარდიანი ვალი 290-მდე ბანკიდან და საფინანსო კომპანიიდან აქვს აღებული. მისი გაკოტრება მნიშვნელოვნად დააზარებს აღნიშნულ კომპანიებსაც.



აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა ნაწილი Evergrande-ს შემთხვევას 2007-2008 წლების ფინანსურ კრიზის ადარებს, მაშინაც მასშტაბური პრობლემის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი ვალი და არასათანადო რისკ-მენეჯმენტი გახდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up