დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-10 21:00:42

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1.       ბენზინი 1 წელიწადში 52%-ით გაძვირდა - ფასების კლება არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი

საქართველოში ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საწვავის გაძვირებაა, რამაც მგზავრობის გარდა კიდევ ძალიან ბევრი პროდუქტის ფასზე მოახდინა გავლენა.

 

2. კომპანიების წინასაარჩევნო შემოწირულობებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, კომპანიების მიერ შემოწირულობების მიხედვით პირველ ადგილზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. მან 2021 წლის მანძილზე მხოლოდ კომპანიებისგან  312 500 ლარი მიიღო.

 

3. რაში დაეხმარება ბიზნესს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

,,თბილღვინოს“ შემთხვევაში, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს კონკრეტულ ბაზრებზე როგორც ცნობადობის ამაღლების კუთხით, ასევე გაყიდვებზე.

 

4. ეგზოტიკური ხილის წარმოების პოტენციალი საქართველოში

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველომ აქტიურად დაიწყო ეგზოტიკური ხილის წარმოება. ამ პროდუქტის უმეტესობა ექსპერიმენტულ ფორმატში იწარმოება.

 


5. ბოლო 5 წელიწადში ვენახის მოვლის ხარჯი გაორმაგებულია

ყურძნის ფასსა და გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით გვესაუბრა წინანდლელი მევენახე ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც 30 ტონა მოსავალს ელის და სეზონზე 15-20 ადამიანის დასაქმებასაც ახერხებს.

 

6.  საქართველოში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელმა 86%-ს გადააჭარბა

აქალაქო დასახლებებში ინტერნეტთან წვდომა შინამეურნეობების 91.4%-ს გააჩნია, სასოფლო დასახლებებში - 78.9%-ს. სტატისტიკა მოიცავს როგორც საკაბელო, ასევე მობილურ ინტერნეტს. გამოკვლევის დროს, კომპიუტერით უზრუნველყოფილი ოჯახების წილი 63.8%-ს შეადგენდა.

 

7. მაღალი ინფლაცია და ძვირი საწვავი მძიმე დარტყმაა დისტრიბუციის სექტორისთვის

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას თქმით, მიუხედავად პანდემიური პიკისა, სექტორში ამ ეტაპისთვის სტაბილურობა შეინიშნება, თუმცა მაღალ ინფლაციას და ფასების ზრდა მნიშვნელოვანი დარტყმაა დისტრიბუტორებისთვის.

 

8. მთავრობამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობები განსაზღვრა - რა შემთხვევაში ეზღუდებათ მათ გაფიცვის უფლება

როგორც ჯანდაცვის მინისტრის 7 სექტებრის ბრძანებაშია აღნიშნული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას იმგვარად, რომ დაკმაყოფილებულდეს მომხმარებელთა საბაზისო მოთხოვნები და ამგვარი მომსახურება უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე ხორციელდებოდეს.

 

9.   „ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის მშენებლობა დასრულდა

რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალეკსეი მილერმა პარასკევს, 10 სექტემბერს დილით განაცხადა, რომ მოსკოვის დროით 8:45 საათზე გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ მშენებლობა დასრულდა.

 

10.  Forbes: როგორ მოახერხა სინგაპურმა 81%-ანი ვაქცინაციის მიღწევა?

სინგაპური პანდემიის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა. 2020 წლის დასაწყისში ქალაქში, სადაც 5,7 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, დაინფიცირება მინიმალური იყო. 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up