ეგზოტიკური ხილის წარმოების პოტენციალი საქართველოში

ეგზოტიკური ხილის წარმოების პოტენციალი საქართველოში

access_time2021-09-10 12:00:59

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველომ აქტიურად დაიწყო ეგზოტიკური ხილის წარმოება. ამ პროდუქტის უმეტესობა ექსპერიმენტულ ფორმატში იწარმოება. იმის გამო, რომ სპეციალური კვლევები ჩატარებული არ არის, სპეციალისტებს უჭირთ ზუსტი შეფასება, თუ რეალურად რა შესაძლებლობაა ამ მიმართულებით, როგორია მოსავლიანობა და პოტენციალი როგორც ექსპორტზე, ასევე შიდა ბაზარზე. შესაბამისი მონაცემები, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ბობოკაშვილი ამბობს, ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია.


,,ეგზოტიკური ხილის პოზიციებში მოიაზრება სუბტროპიკული და ტროპიკულ ხილის სახეობები, რომლებსაც ამ ეტაპამდე არ ჰქონიათ კომერციული დატვირთვა. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მე-20 საუკუნეში საკმაოდ ბევრი ასეთი კულტურა გამოიცადა და შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი, ასეთი კულტურების კლიმატური პირობების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნების გამო. თუმცა კლიმატური პირობების გლობალური ცვლილებების ფონზე ამ კუთხით ახალი შესაძლებლობების გაჩენა შეიძლება ვივარაუდოთ. ამ ეტაპზე ექსპერიმენტულ ფაზაშია ავოკადოს ახალი ჯიშების გამოცდა რამდენიმე კერძო მეურნეობაში. თუმცა ისეთი ხილი როგორც ფეიხოაა, სწორედ ამ სეგმენტში გადის, ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ფართობზეა ეგზოტიკური ხილი საქართველოში გაშენებული მათი დასახელებების მიხედვით და რომელს რამდენი ფართობი უჭირავს, მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. ამ ეტაპზე ეგზოტიკური კულტურები ექსპერიმენტების ფაზაშია საქართველოში. ყოველი ახალი კულტურის ადაპტაციისთვის გარკვეული კვლევაა საჭირო. ამ ეტაპზე რამდენიმე საინტერესო პოზიციაა, როგორიცაა ავოკადო, ასევე ფეიხოა, მით უმეტეს, რომ უპირატესობა ამ მხრივ გამოცდილებაა, თუმცა კვლევა ამ მიმართულებითაც არის ჩასატარებელი. მოთელვითი კვლევები ჩატარებულია, მაგრამ მთავარი მაინც ექსპერიმენტზეა, რომელიც ჯერჯერობით ჩანასახის დონეზეა“, - ამბობს ბობოკაშვილი.


მისი ინფორმაციით, საქართველოში ეგზოტიკური ხილის მრავალფეროვნება საკმაოდ დიდია, კლიმატის მიხედვით კი, მხოლოდ სუბტროპიკულ ზონაში ხარობენ, აღმოსავლეთ ნაწილში - ნაკლებად.


,,ეგზოტიკურს იმიტომ უწოდებენ, რომ ამ კულტურებს სპეციალური მოთხოვნები აქვთ ეკოლოგიური პირობების მიმართ, უპირველესად - ყინვაგამძლეობა. სუბტროპიკული და ტროპიკულ ხილის სახეობების ზამთრის ყინვაგამძლეობა --3 – 6 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებშია (ავოკადო, ლაიმი), ზოგიერთის უფრო ნაკლები, როგორიცაა მანგო, პაპაია და სხვა. შესაბამისი კვლევებია ჩასატარებელი ადაპტური კულტურების გავრცელების მიზნით, რათა ვიპოვოთ ისეთი გენოტიპი, რომელიც ქართულ ნიადაგს მოერგება. ჩვენ ეს გზა ჩაის კულტურებშიც გავიარეთ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ზვიად ბობოკაშვილი.


როგორც ცნობილია, 1 წელიწადში საქართველო გურიაში მოყვანილი ავოკადოს პირველ მოსავალს მიიღებს. 4-5 წელში კი პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა. ამის შესახებ მანამდე გამოცემა Fast fruit წერდა.



ბობოკაშვილის თქმით, საქართველოში ავოკადოს გაზრდის მცდელობები აჭარისა და აფხაზეთის რეგიონებში გასული საუკუნის 40-50-იან წლებში იყო, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჯიშები ყინვაგამძლე არ იყო, მე -20 საუკუნის შუა პერიოდში კი საქართველოში კლიმატი ზამთარში გაცილებით მკაცრი იყო. მისი განმარტებით, თუ ქვეყანა სხვადასხვა ჯიშის კვლევას და ექსპერიმენტებს განაგრძობს, ავოკადოს წარმოება შეიძლება ერთ-ერთო მზარდი სექტორი გახდეს საქართველოში.


,,დღეს საქართველოში კლიმატი ნაკლებად მკაცრია, ასე რომ, შეგვიძლია ვიფიქროთ ავოკადოს მოყვანაზე. თუმცა, ჯიშები სწორად უნდა შეირჩეს. კომერციული ავოკადო უძლებს მაქსიმუმ – 5-6 გრადუსს, მაგრამ არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომლებიც -10-11 გრადუსს გაუძლებს. მაგალითად, მექსიკური ავოკადო. ამიტომ შესაძლებელია, საქართველოში ასეთი ჯიშების მოყვანა“, – ამბობს ზვიად ბობოკაშვილი.


ტროპიკული ხილიდან დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით ფეიხოა და კივი არის პოპულარული. წალენჯიხელი ფერმერი გურამ ქებურია ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო წლებში კივი საკარმიდამო ნაკვეთში მოაშენა და პირველ ეტაპზე კარგი მოსავალიც მიიღო, თუმცა ფერმერი ტექნოლოგიებში კარგად ვერ გაერკვა, რამაც მოსავლიანობაზე იმოქმედა.


ცალკე პრობლემა კი გურამ ქებურიას რეალიზაციასთან დაკავშირებით შეექმნა, რადგან ადგილზე როგორც კივის, ასევე ფეიხოას გაყიდვა გაუჭირდა და ვერც გატანა შეძლო, რის გამოც პროდუქტი სარფიანად ვერ გაყიდა.


,,ეგზოტიკური ხილი ძალიან საინტერესო მიმართულებაა მეურნისთვის, მაგრამ ხელშეწყობა თუ არ იქნა, გაყიდვის, ასევე ხარისხის მხრივაც, პრობლემა ვერ მოგვარდება. ჩემს შემთხვევაში, 65 კივის ხე დავრგე, საიდანაც პირველსავე წელს 4 ტონა მოსავალი მივიღე. წესით, რაოდენობა წლიდან წლამდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა, შემცირდა. როგორც ჩანს, სწორად ვერ მოვუარე, მიუხედავად იმისა, რომ არნახული შრომა ჩავდე და თავი არ დამიზოგავს. ერთ-ერთი პრობლემა კი წვეთოვანი მორწყვის სისტემაა. ინფრასტრუქტურა ვერ გავმართე, ხოლო მორწყვის გარეშე მოსავლიანობა ვერ გაიზრდება. ვცდილობ, წვეთოვანი სისტემა მოვაწესრიგო და მეტი ცოდნაც მივიღო კივის მოვლასთან დაკავშირებით, სხვანაირად შედეგის მიღება გამიჭირდება. თუმცა სახელმწიფომაც ხელი უნდა შეგვიწყოს, აქ მთავარი პრობლემა რეალიზაციაა. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ბაზარზე 3 ლარი ღირს, მაგრამ 1,50 ლარზე მეტად ვერ ჩააბარებ, რაც არ უნდა სცადო. გასაღების ბაზრის საკითხი თუ მოგვარდება, მოსახლეობაც ეგზოტიკური ხილის წარმოების მიმართ მეტ ინტერესს გამოიჩენს“, - ამბობს გურამ ქებურია.


რაც შეეხება მოსავლიანობას, როგორც ფერმერი აღნიშნავს, 1 ჰა ფართობზე შესაძლებელია 500 ძირი კივის დარგვა, საიდანაც, კარგი მოვლის შემთხვევაში, 25 ტონა მოსავალი მიიღება.


საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველომ კივი მხოლოდ სომხეთში, რუსეთსა და იაპონიაში გაიტანა ექსპორტზე. სომხეთში 081050 სასაქონლო კოდით გაყიდულია 304.26 ტონა 200.32 ათასი დოლარის ახალი კივი, რუსეთში გავიდა 103.45 ათასი დოლარის 79.97 ტონა კივი.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ყველაზე დიდი ოდენობით კივი 2020 წელს შეიძინა ირანისგან და თურქეთისგან. მცირე რაოდენობით - სამხრეთ აფრიკიდან და ნიდერლანდებიდანაც.

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up